მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამემართა იშვიათი დაავადება... მკურნალობის პირველი ეტაპი გულისხმობს ქიმიოთერაპიას" - რა ინფორმაციას ავრცელებს ლევან ვასაძე
"დამემართა იშვიათი დაავადება... მკურნალობის პირველი ეტაპი გულისხმობს ქიმიოთერაპიას" - რა ინფორმაციას ავრცელებს ლევან ვასაძე

პარ­ტია "ერის" ლი­დე­რი, ლე­ვან ვა­სა­ძე ავ­რცე­ლებს ვი­დე­ოს, სა­დაც ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს. ვა­სა­ძის თქმით, მას და­უდ­გინ­და იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბა, AL ტი­პის ამი­ლო­ი­დო­ზი, რომ­ლის მკურ­ნა­ლო­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პიც ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სის ჩა­ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

"და­მე­მარ­თა იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლის დად­გე­ნაც და დი­აგ­ნოს­ტი­კაც ძა­ლი­ან ძნე­ლი აღ­მოჩ­ნდა. გა­მო­ვიც­ვა­ლე ხუთი სა­ა­ვად­მყო­ფო, ორი თურ­ქეთ­ში, სამი - მოს­კოვ­ში, სა­ნამ არ მი­ვე­დი იმ დი­აგ­ნო­ზამ­დე, რო­მელ­საც დღეს და­ვა­სა­ხე­ლებ და კი­დევ ვე­ლო­დე­ბი ერთ დი­აგ­ნოზს.

ჩემს და­ა­ვა­დე­ბას ჰქვია AL ტი­პის ამი­ლო­ი­დო­ზი, ის ჩნდე­ბა ძვლის ტვინ­ში და იწ­ვევს ტოქ­სი­კუ­რი ცი­ლე­ბის გა­მო­ყო­ფას, რომ­ლე­ბიც ილე­ქე­ბა სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ებ­ში და არის სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ხი­ფა­თო.

მე ამ­ჟა­მად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მაქვს მხო­ლოდ გული. ეს არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში. ამ ტი­პის, შე­ძე­ნი­ლი ამი­ლო­ი­დო­ზი ემარ­თე­ბა ერთ მი­ლი­ონ ადა­მი­ან­ში ორ კაცს. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ის არ არის გე­ნე­ტი­კუ­რი, რაც ჩემ­თვის, რო­გორც მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მა­მის­თვის იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ანუ ის არ გა­და­ვა ჩემს შთა­მო­მავ­ლო­ბა­ზე.

თუ ამ და­ა­ვა­დე­ბას არ უმ­კურ­ნა­ლებ, ის სის­ტე­მუ­რია და გავ­რცელ­დე­ბა სხვა ორ­გა­ნო­ებ­ზეც. მკურ­ნა­ლო­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი გუ­ლის­ხმობს ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში.

გა­სულ კვი­რას უკვე ჩა­მი­ტარ­და პირ­ვე­ლი სე­ან­სი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ი­სა. აწი ყო­ველ კვი­რა მე მექ­ნე­ბა ქი­მი­ო­თე­რა­პია, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ძვლის ტვინ­ში ამ და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლა­ზე.

ახლა მო­ვი­და მე­ო­რე ბი­ოფ­სია (პა­სუ­ხი) და გაჩ­ნდა ეჭვი მე­ო­რე და­ა­ვა­დე­ბა­ზე, რო­მე­ლიც თუ დად­გინ­და, გა­მო­ვა, რომ ის არის პირ­ვე­ლა­დი და ეს არის მე­ო­რა­დი და­ა­ვა­დე­ბა. იმ და­ა­ვა­დე­ბას ჰქვია მრა­ვალ­ჯე­რა­დი მი­ე­ლო­მა და პირ­ვე­ლი თუ ამ ტოქ­სი­კურ ცი­ლებს გა­მო­ყოფს მე­ო­რე ერ­ჩის ჩონ­ჩხს და ძვლებს", - ამ­ბობს ლე­ვან ვა­სა­ძე.

  • ამას­თან, ვა­სა­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ შე­საძ­ლოა, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მკვეთ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბა გარე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გი იყოს. რო­გორც ვა­სა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში აღ­ნიშ­ნა, სა­ეჭ­ვოა ის ფაქ­ტი, რომ მას უიშ­ვი­ა­თე­სი და­ა­ვა­დე­ბე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში შეს­ვლის დროს გა­მო­უვ­ლინ­და. ამას­თა­ნა­ვე, ვა­სა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მზად არის სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბი გა­დას­ცეს.

"რად­გან მე მაქვს მა­ღა­ლი ნიშ­ნე­ბი მრა­ვალ­ჯე­რა­დი მი­ე­ლო­მის, შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ის არის შე­დე­გი გარე ზე­მოქ­მე­დე­ბის. უც­ნა­უ­რია, რომ მე აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბით მა­ცხოვ­რე­ბე­ლი კაცი, სპორ­ტსმე­ნი, რო­მელ­საც არას­დროს არა­ფე­რი მა­წუ­ხებ­და, ვთა­მა­შობ­დი რაგბს ახალ­გაზ­რდა იუნ­კე­რებ­თან ერ­თად, ჩემი ხე­ლით ვა­შე­ნებ­დი ფერ­მას და ვთი­ბავ­დი ბა­ლახს, არა­ფერს ისეთს არ ვსვამ­დი და არ ვე­წე­ო­დი და ყო­ველ­თვის ვი­ყა­ვი სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბის მიმ­დე­ვა­რი, და­ვა­ვად­დი ამ უიშ­ვი­ა­თე­სი და­ა­ვა­დე­ბით სწო­რედ პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოს­ვლის დროს. მე ვე­რა­ფერს და­ვამ­ტკი­ცებ, ვერც ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო, თუმ­ცა წეს­რი­გი­სათ­ვის, თუ პრო­კუ­რა­ტუ­რას და­ა­ინ­ტე­რე­სებს ჩემი დი­აგ­ნო­ზე­ბი­სა და ანა­ლი­ზე­ბის ქრო­ნი­კა, მე ყვე­ლა სა­ბუ­თე­ბი მაქვს,“- გა­ნა­ცხა­და ვა­სა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე თვის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ლე­ვან ვა­სა­ძე გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ჯერ თურ­ქეთ­ში, ხოლო შემ­დეგ რუ­სეთ­ში წა­ვი­და და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ექი­მე­ბი ვერ ად­გენ­დნენ, თუ რა და­ა­ვა­დე­ბას­თან ჰქონ­დათ საქ­მე.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 60 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
0
არ მევასები, მარა ჯანმრთელობას გისურვებ!! ოჯახის კეთილდღეობა გქონოდეს. იყავ შენ, შემწყნარებელი!!!
ნია
1

 ჯამრთელობა ერისკაცო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"დამემართა იშვიათი დაავადება... მკურნალობის პირველი ეტაპი გულისხმობს ქიმიოთერაპიას" - რა ინფორმაციას ავრცელებს ლევან ვასაძე

"დამემართა იშვიათი დაავადება... მკურნალობის პირველი ეტაპი გულისხმობს ქიმიოთერაპიას" - რა ინფორმაციას ავრცელებს ლევან ვასაძე

პარტია "ერის" ლიდერი, ლევან ვასაძე ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს. ვასაძის თქმით, მას დაუდგინდა იშვიათი დაავადება, AL ტიპის ამილოიდოზი, რომლის მკურნალობის პირველი ეტაპიც ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარებას გულისხმობს.

"დამემართა იშვიათი დაავადება, რომლის დადგენაც და დიაგნოსტიკაც ძალიან ძნელი აღმოჩნდა. გამოვიცვალე ხუთი საავადმყოფო, ორი თურქეთში, სამი - მოსკოვში, სანამ არ მივედი იმ დიაგნოზამდე, რომელსაც დღეს დავასახელებ და კიდევ ველოდები ერთ დიაგნოზს.

ჩემს დაავადებას ჰქვია AL ტიპის ამილოიდოზი, ის ჩნდება ძვლის ტვინში და იწვევს ტოქსიკური ცილების გამოყოფას, რომლებიც ილექება სხვადასხვა ორგანოებში და არის სიცოცხლისათვის სახიფათო.

მე ამჟამად დაზიანებული მაქვს მხოლოდ გული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი დაავადება მსოფლიოში. ამ ტიპის, შეძენილი ამილოიდოზი ემართება ერთ მილიონ ადამიანში ორ კაცს. ჩემს შემთხვევაში ის არ არის გენეტიკური, რაც ჩემთვის, როგორც მრავალშვილიანი მამისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ის არ გადავა ჩემს შთამომავლობაზე.

თუ ამ დაავადებას არ უმკურნალებ, ის სისტემურია და გავრცელდება სხვა ორგანოებზეც. მკურნალობის პირველი ეტაპი გულისხმობს ქიმიოთერაპიას რამდენიმე თვის განმავლობაში.

გასულ კვირას უკვე ჩამიტარდა პირველი სეანსი ქიმიოთერაპიისა. აწი ყოველ კვირა მე მექნება ქიმიოთერაპია, რომელიც მიმართულია ძვლის ტვინში ამ დაავადებასთან ბრძოლაზე.

ახლა მოვიდა მეორე ბიოფსია (პასუხი) და გაჩნდა ეჭვი მეორე დაავადებაზე, რომელიც თუ დადგინდა, გამოვა, რომ ის არის პირველადი და ეს არის მეორადი დაავადება. იმ დაავადებას ჰქვია მრავალჯერადი მიელომა და პირველი თუ ამ ტოქსიკურ ცილებს გამოყოფს მეორე ერჩის ჩონჩხს და ძვლებს", - ამბობს ლევან ვასაძე.

  • ამასთან, ვასაძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მისი ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება გარე ზემოქმედების შედეგი იყოს. როგორც ვასაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, საეჭვოა ის ფაქტი, რომ მას უიშვიათესი დაავადებები პოლიტიკაში შესვლის დროს გამოუვლინდა. ამასთანავე, ვასაძემ აღნიშნა, რომ დაინტერესების შემთხვევაში, მზად არის საქართველოს პროკურატურას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტები გადასცეს.

"რადგან მე მაქვს მაღალი ნიშნები მრავალჯერადი მიელომის, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის არის შედეგი გარე ზემოქმედების. უცნაურია, რომ მე აბსოლუტურად ჯანმრთელი ცხოვრებით მაცხოვრებელი კაცი, სპორტსმენი, რომელსაც არასდროს არაფერი მაწუხებდა, ვთამაშობდი რაგბს ახალგაზრდა იუნკერებთან ერთად, ჩემი ხელით ვაშენებდი ფერმას და ვთიბავდი ბალახს, არაფერს ისეთს არ ვსვამდი და არ ვეწეოდი და ყოველთვის ვიყავი სპორტული ცხოვრების მიმდევარი, დავავადდი ამ უიშვიათესი დაავადებით სწორედ პოლიტიკაში შემოსვლის დროს. მე ვერაფერს დავამტკიცებ, ვერც ჩვენი სახელმწიფო, თუმცა წესრიგისათვის, თუ პროკურატურას დააინტერესებს ჩემი დიაგნოზებისა და ანალიზების ქრონიკა, მე ყველა საბუთები მაქვს,“- განაცხადა ვასაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ლევან ვასაძე გამოკვლევების ჩასატარებლად ჯერ თურქეთში, ხოლო შემდეგ რუსეთში წავიდა და ამ დროის განმავლობაში ექიმები ვერ ადგენდნენ, თუ რა დაავადებასთან ჰქონდათ საქმე.