პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვფიქრობ, ამერიკაში საქართველოს მიმართ მოთმინება ილევა" - ლორა თორნტონი
"ვფიქრობ, ამერიკაში საქართველოს მიმართ მოთმინება ილევა" - ლორა თორნტონი

სა­ქარ­თვე­ლო მე­გობ­რე­ბის მოთ­მი­ნე­ბას ცდის და შე­საძ­ლოა, დად­გეს დრო, რო­დე­საც "საკ­მა­რი­სი“ საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "დე­მოკ­რა­ტი­ე­ბის დაც­ვის ალი­ან­სის" დი­რექ­ტო­რი ლორა თორნ­ტო­ნი „ამე­რი­კის ხმას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს.

რო­გორც თორნ­ტო­ნი აღ­ნიშ­ნავს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბი­დან გას­ვლა ძა­ლი­ან იმედ­გა­მაც­რუ­ე­ბე­ლი ნა­ბი­ჯია.

"რო­გორც იცით, ამ შე­თან­ხმე­ბის­თვის დიდი ბრძო­ლა გა­და­ი­ტა­ნეს და მას თვე­ე­ბი დას­ჭირ­და. ახლა კი შე­თან­ხმე­ბი­დან გას­ვლა ძა­ლი­ან ცუდ სიგ­ნალს გზავ­ნის სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ის მო­მავ­ლის შე­სა­ხებ. ეს ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ ერთი უკან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­თან­ხმე­ბას ყვე­ლა პარ­ტი­ამ არ მო­ა­წე­რა ხელი - რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ით­ქვას - მმარ­თველ პარ­ტი­ას ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს. ეს ნამ­დვი­ლად უკან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია და ვფიქ­რობ, ევ­რო­პი­დან და ამე­რი­კი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი სიგ­ნა­ლე­ბი უნდა იყოს“, - აცხა­დებს თორნ­ტო­ნი და დას­ძენს: „ზოგ­ჯერ ვში­შობ, რომ გავ­ყვი­რით: “მგე­ლი-მგე­ლი”! და შე­იძ­ლე­ბა ეს ქმნის გან­ცდას, რომ ესეც ჩა­ივ­ლის, ამა­საც გა­და­ვა­ტა­რებთ, გა­კეთ­დე­ბა შეშ­ფო­თე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი, სა­ელ­ჩო­ე­ბი გა­აგ­ზავ­ნი­ან ცნო­ბებს და მერე გა­ვაგ­რძე­ლებთ საქ­მი­ა­ნო­ბას. ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არ მაქვს. არ ვიცი, რო­დის მი­ვალთ იმ წერ­ტი­ლამ­დე, როცა რა­ღა­ცა გა­ტყდე­ბა; რო­დის აი­სა­ხე­ბა ეს უარ­ყო­ფი­თად სა­ერ­თა­შო­რი­სო დახ­მა­რე­ბა­ზე, ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე. ვიცი ის, რომ ნამ­დვი­ლად ვცდით ადა­მი­ა­ნე­ბის მოთ­მი­ნე­ბას. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რომ ვიყო, ამას მსუ­ბუ­ქად არ მი­ვი­ღებ­დი. შე­იძ­ლე­ბა წარ­სულ­ში არა­ერ­თი შტორ­მი გა­და­უ­ტა­ნი­ათ, მაგ­რამ დად­გე­ბა დრო, როცა [მე­გობ­რე­ბი] იტყვი­ან, რომ ეს უკვე საკ­მა­რი­სია“, - აღ­ნიშ­ნავს თორნ­ტო­ნი.

ამას­თან, თორნ­ტო­ნი ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ ვა­შინგტონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ თით­ქოს მოთ­მი­ნე­ბა ილე­ვა.

"ამ ეტაპ­ზე, რო­გორც უკვე ვთქვი, ვფიქ­რობ, მოთ­მი­ნე­ბა ილე­ვა. ვა­შინგტონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს მი­ცე­მუ­ლი. ეს ყვე­ლა მხა­რის­თვის კარ­გია. ჩვენ გვსურს სა­ქარ­თვე­ლო წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს. ის რე­გი­ონ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ქვე­ყა­ნაა. ამი­ტომ ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ინ­ვეს­ტი­ცია ჩავ­დეთ - დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ბოლო წლებ­ში მრჩე­ბა გან­ცდა, რომ მოთ­მი­ნე­ბა ილე­ვა.

გუ­შინ რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან შეხ­ვედ­რას და­ვეს­წა­რი, სა­დაც კი­თხვე­ბი არის იმა­ზე, თუ რას ვა­კე­თებთ, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია ფუ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ხარ­ჯვა, უკე­თე­სი ხომ არ იქ­ნე­ბა თან­ხე­ბი სად­მე სხვა­გან დავ­ხარ­ჯოთ. ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ძა­ლი­ან სევ­დის­მომ­გვრე­ლი ნი­შა­ნია. მე ჯერ ისევ მჯე­რა სა­ქარ­თვე­ლო­სი და ვფიქ­რობ, რომ ქვე­ყა­ნა უბ­რა­ლოდ რთულ პე­რი­ოდს გა­დის. სა­ქარ­თვე­ლომ ერთ წარ­მო­უდ­გე­ნელ რა­მეს მი­აღ­წია - ამე­რი­კა­ში რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი და დე­მოკ­რა­ტე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნა. ეს ნამ­დვი­ლად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია და ამას­თან, იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, თუ რამ­დე­ნად თან­მიმ­დევ­რუ­ლად ადევ­ნებს თვალს კონ­გრე­სი ბოლო მოვ­ლე­ნებს“, - გა­ნა­ცხა­და თორნ­ტონ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ებს მთავ­რო­ბის­თვის და ზო­გა­დად ქვეყ­ნის­თვის, რომ ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვი­დეს, რო­გორც თორნ­ტო­ნი ამ­ბობს, ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს არის შე­თან­ხმე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა და აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა, მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ძალ­თა უკე­თე­სი ბა­ლან­სის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა პარ­ლა­მენ­ტში, სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც და­ი­წყო, და სა­სა­მარ­თლო­ში და­ნიშ­ვნე­ბის შე­ჩე­რე­ბა, სა­ნამ რა­ი­მე შე­თან­ხმე­ბა არ იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი.

"ესაა ცხა­დი ნა­ბი­ჯე­ბი. ეს პრობ­ლე­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უნი­კა­ლუ­რი არ არის. არის ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი. თუკი ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გრძნობს საფრ­თხეს, რომ მომ­დევ­ნო არ­ჩევ­ნებ­ში შე­იძ­ლე­ბა 43% ვერ აი­ღონ... ძა­ლი­ან რთუ­ლია მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ე­ბი და­არ­წმუ­ნო იმოქ­მე­დონ ისე, რაც მათი აზ­რით, სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო იქ­ნე­ბა. ეს ამე­რი­კა­შიც ასეა. მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას უნდა ახ­სოვ­დეს, რომ დე­მოკ­რა­ტია სა­ქარ­თვე­ლოს უდი­დე­სი სიმ­დიდ­რე იყო ყო­ველ­თვის და მისი გაფ­ლან­გვა გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მათ­თვის, სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზეც და რაც უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მათ­თვის, რო­გორც ქვეყ­ნის­თვის. ეს ქვე­ყა­ნას უკი­დუ­რე­სად და­ა­სუს­ტებს უფრო მავ­ნე­ბე­ლი გარე აქ­ტო­რე­ბის წი­ნა­შე“, - გა­ნა­ცხა­და თორნ­ტონ­მა.

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
0

და იქნებ მიშას გამო ელევა მოთმინება,რა იცი?

ზურაბ
0

თქვენც მოთმინების ფიალა პატარა ჭიქებით სვით და არა ყანწებით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ვფიქრობ, ამერიკაში საქართველოს მიმართ მოთმინება ილევა" - ლორა თორნტონი

"ვფიქრობ, ამერიკაში საქართველოს მიმართ მოთმინება ილევა" - ლორა თორნტონი

საქართველო მეგობრების მოთმინებას ცდის და შესაძლოა, დადგეს დრო, როდესაც "საკმარისი“ საკმარისი იქნება, - ამის შესახებ "დემოკრატიების დაცვის ალიანსის" დირექტორი ლორა თორნტონი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

როგორც თორნტონი აღნიშნავს, "ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა ძალიან იმედგამაცრუებელი ნაბიჯია.

"როგორც იცით, ამ შეთანხმებისთვის დიდი ბრძოლა გადაიტანეს და მას თვეები დასჭირდა. ახლა კი შეთანხმებიდან გასვლა ძალიან ცუდ სიგნალს გზავნის საქართველოს დემოკრატიის მომავლის შესახებ. ეს ბოლო წლების განმავლობაში კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებას ყველა პარტიამ არ მოაწერა ხელი - რაც მნიშვნელოვანია, რომ ითქვას - მმართველ პარტიას ვალდებულება აქვს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარება უზრუნველყოს. ეს ნამდვილად უკან გადადგმული ნაბიჯია და ვფიქრობ, ევროპიდან და ამერიკიდან გაკეთებული განცხადებები საქართველოსთვის გამაფრთხილებელი სიგნალები უნდა იყოს“, - აცხადებს თორნტონი და დასძენს: „ზოგჯერ ვშიშობ, რომ გავყვირით: “მგელი-მგელი”! და შეიძლება ეს ქმნის განცდას, რომ ესეც ჩაივლის, ამასაც გადავატარებთ, გაკეთდება შეშფოთების განცხადებები, საელჩოები გააგზავნიან ცნობებს და მერე გავაგრძელებთ საქმიანობას. ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. არ ვიცი, როდის მივალთ იმ წერტილამდე, როცა რაღაცა გატყდება; როდის აისახება ეს უარყოფითად საერთაშორისო დახმარებაზე, ორმხრივ ურთიერთობებზე. ვიცი ის, რომ ნამდვილად ვცდით ადამიანების მოთმინებას. „ქართული ოცნება“ რომ ვიყო, ამას მსუბუქად არ მივიღებდი. შეიძლება წარსულში არაერთი შტორმი გადაუტანიათ, მაგრამ დადგება დრო, როცა [მეგობრები] იტყვიან, რომ ეს უკვე საკმარისია“, - აღნიშნავს თორნტონი.

ამასთან, თორნტონი ინტერვიუში ამბობს, რომ ვაშინგტონში საქართველოს მიმართ თითქოს მოთმინება ილევა.

"ამ ეტაპზე, როგორც უკვე ვთქვი, ვფიქრობ, მოთმინება ილევა. ვაშინგტონში საქართველოს ყველა უპირატესობა აქვს მიცემული. ეს ყველა მხარისთვის კარგია. ჩვენ გვსურს საქართველო წარმატებული იყოს. ის რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა. ამიტომ ჩვენ საქართველოში დიდი ინვესტიცია ჩავდეთ - დემოკრატიისა და განვითარების თვალსაზრისით. ბოლო წლებში მრჩება განცდა, რომ მოთმინება ილევა.

გუშინ რამდენიმე ორგანიზაციასთან შეხვედრას დავესწარი, სადაც კითხვები არის იმაზე, თუ რას ვაკეთებთ, რამდენად ეფექტურია ფულის საქართველოში დახარჯვა, უკეთესი ხომ არ იქნება თანხები სადმე სხვაგან დავხარჯოთ. ეს საქართველოსთვის ძალიან სევდისმომგვრელი ნიშანია. მე ჯერ ისევ მჯერა საქართველოსი და ვფიქრობ, რომ ქვეყანა უბრალოდ რთულ პერიოდს გადის. საქართველომ ერთ წარმოუდგენელ რამეს მიაღწია - ამერიკაში რესპუბლიკელები და დემოკრატები გააერთიანა. ეს ნამდვილად წარმოუდგენელია და ამასთან, იმაზე მიანიშნებს, თუ რამდენად თანმიმდევრულად ადევნებს თვალს კონგრესი ბოლო მოვლენებს“, - განაცხადა თორნტონმა.

რაც შეეხება რეკომენდაციებს მთავრობისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს, როგორც თორნტონი ამბობს, ამ შემთხვევაში ეს არის შეთანხმებაში დაბრუნება და აღებული ვალდებულებების პატივისცემა, მრავალპარტიული დემოკრატიისა და ძალთა უკეთესი ბალანსის უზრუნველყოფა პარლამენტში, საარჩევნო რეფორმების განხორციელება, რომლებიც დაიწყო, და სასამართლოში დანიშვნების შეჩერება, სანამ რაიმე შეთანხმება არ იქნება მიღწეული.

"ესაა ცხადი ნაბიჯები. ეს პრობლემა საქართველოსთვის უნიკალური არ არის. არის ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი. თუკი ეს ხელისუფლება გრძნობს საფრთხეს, რომ მომდევნო არჩევნებში შეიძლება 43% ვერ აიღონ... ძალიან რთულია მმართველი პარტიები დაარწმუნო იმოქმედონ ისე, რაც მათი აზრით, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების საწინააღმდეგო იქნება. ეს ამერიკაშიც ასეა. მაგრამ საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას უნდა ახსოვდეს, რომ დემოკრატია საქართველოს უდიდესი სიმდიდრე იყო ყოველთვის და მისი გაფლანგვა გამანადგურებელი იქნება მათთვის, საერთაშორისო არენაზეც და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მათთვის, როგორც ქვეყნისთვის. ეს ქვეყანას უკიდურესად დაასუსტებს უფრო მავნებელი გარე აქტორების წინაშე“, - განაცხადა თორნტონმა.