სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორი მეგობარი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში და ორი ოქროს მედალი - რა მოხდა სიმაღლეზე ხტომის შეჯიბრისას? - "ეს ჯადოსნური მომენტი იყო"
ორი მეგობარი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში და ორი ოქროს მედალი - რა მოხდა სიმაღლეზე ხტომის შეჯიბრისას? - "ეს ჯადოსნური მომენტი იყო"

ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე სი­მაღ­ლე­ზე ხტო­მის ფი­ნალ­ში უჩ­ვე­უ­ლო რამ მოხ­და - ორი­ვე ფი­ნა­ლისტს ოქ­როს მე­და­ლი გა­დას­ცეს.

ამ­ბა­ვი კი ასე­თი იყო - სი­მაღ­ლე­ზე ხტო­მის ფი­ნალ­ში იტა­ლი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჯან­მარ­კო ტამ­ბე­რი და ყა­ტა­რე­ლი მუ­თაზ ბარ­ში­მი გა­ვიდ­ნენ. მათ შე­ჯიბრში თა­ნა­ბა­რი შე­დე­გი ჰქონ­დათ, რის გა­მოც, და­მა­ტე­ბით დრო­ში უნდა გარ­კვე­უ­ლი­ყო გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, თუმ­ცა სპორ­ტსმე­ნებ­მა სი­ტუ­ა­ცი­ის გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მოგ­ვა­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს.

ისი­ნი შე­თან­ხმდნენ, რომ ტო­კი­ოს ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ოქ­როს მე­დალს "გა­ი­ნა­წი­ლებ­დნენ."

"რას იტყვით ორ ოქ­რო­ზე?“ - მი­მარ­თა ბარ­შიმ­მა მსაჯს, რო­მელ­მაც უთხრა, რომ თუკი ამ­გვარ გა­და­წყვე­ტა­ზე ორი­ვე სპორ­ტსმე­ნი თა­ნახ­მა იყო, მა­შინ ორი­ვე მათ­განს ოქ­როს მე­დალს მის­ცემ­დნენ.

იტა­ლი­ე­ლი ჯან­მარ­კო ტამ­ბე­რი მე­ტო­ქეს მა­შინ­ვე და­თან­ხმდა, რის შემ­დე­გაც, ერ­თმა­ნეთს ჩა­ე­ხუტ­ნენ და ოლიმ­პი­უ­რი ოქრო მი­უ­ლო­ცეს.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტამ­ბე­რი და ბარ­ში­მი 2017 წლი­დან ახლო მე­გობ­რე­ბი არი­ან.

"მე ვიცი და ფაქ­ტია, რომ ჩემი გა­მოს­ვლის­თვის ოქ­როს მე­დალს ვიმ­სა­ხუ­რებ. ასე­ვე, ისიც(ტამ­ბე­რი) არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ვი­და და ვიცი, რომ ისიც იმ­სა­ხუ­რებს ოქ­როს მე­დალს. რაც მოხ­და, სპორ­ტის მიღ­მაა, ამა­ღელ­ვე­ბე­ლია და ეს არის გზავ­ნი­ლი ჩვენ­გან, რო­მე­ლიც გვინ­და სპორ­ტსმენ­თა მო­მა­ვალ თა­ო­ბას გა­ვუგ­ზავ­ნოთ“ - თქვა ბარ­შიმ­მა.

ჯან­მარ­კო ტამ­ბე­რი კი ამ­ბობს, რომ ოქ­როს მედ­ლის მე­გო­ბარ­თან გა­ზი­ა­რე­ბა მის­თვის კი­დევ უფრო დიდი სი­ხა­რუ­ლის მომ­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდა. "ჯერ კი­დევ არ მჯე­რა რომ მსგავ­სი რამ მოხ­და, ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი და რა­ღაც ჯა­დოს­ნუ­რია“, - თქვა სპორ­ტსმენ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gogita
0

ახლო მეგობრები რას ნიშნავს?

Beo
0

ასე როგორ შეიძლება? აბა დამატებითი დრო რისთვის არსებობს. არასწორი გადაწყვეტილებაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

ორი მეგობარი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში და ორი ოქროს მედალი - რა მოხდა სიმაღლეზე ხტომის შეჯიბრისას? - "ეს ჯადოსნური მომენტი იყო"

ორი მეგობარი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში და ორი ოქროს მედალი - რა მოხდა სიმაღლეზე ხტომის შეჯიბრისას? - "ეს ჯადოსნური მომენტი იყო"

ტოკიოს ოლიმპიადაზე სიმაღლეზე ხტომის ფინალში უჩვეულო რამ მოხდა - ორივე ფინალისტს ოქროს მედალი გადასცეს.

ამბავი კი ასეთი იყო - სიმაღლეზე ხტომის ფინალში იტალიის წარმომადგენელი ჯანმარკო ტამბერი და ყატარელი მუთაზ ბარშიმი გავიდნენ. მათ შეჯიბრში თანაბარი შედეგი ჰქონდათ, რის გამოც, დამატებით დროში უნდა გარკვეულიყო გამარჯვებული, თუმცა სპორტსმენებმა სიტუაციის განსხვავებულად მოგვარების გადაწყვეტილება მიიღეს.

ისინი შეთანხმდნენ, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალს "გაინაწილებდნენ."

"რას იტყვით ორ ოქროზე?“ - მიმართა ბარშიმმა მსაჯს, რომელმაც უთხრა, რომ თუკი ამგვარ გადაწყვეტაზე ორივე სპორტსმენი თანახმა იყო, მაშინ ორივე მათგანს ოქროს მედალს მისცემდნენ.

იტალიელი ჯანმარკო ტამბერი მეტოქეს მაშინვე დათანხმდა, რის შემდეგაც, ერთმანეთს ჩაეხუტნენ და ოლიმპიური ოქრო მიულოცეს.

მედიის ინფორმაციით, ტამბერი და ბარშიმი 2017 წლიდან ახლო მეგობრები არიან.

"მე ვიცი და ფაქტია, რომ ჩემი გამოსვლისთვის ოქროს მედალს ვიმსახურებ. ასევე, ისიც(ტამბერი) არაჩვეულებრივად გამოვიდა და ვიცი, რომ ისიც იმსახურებს ოქროს მედალს. რაც მოხდა, სპორტის მიღმაა, ამაღელვებელია და ეს არის გზავნილი ჩვენგან, რომელიც გვინდა სპორტსმენთა მომავალ თაობას გავუგზავნოთ“ - თქვა ბარშიმმა.

ჯანმარკო ტამბერი კი ამბობს, რომ ოქროს მედლის მეგობართან გაზიარება მისთვის კიდევ უფრო დიდი სიხარულის მომტანი აღმოჩნდა. "ჯერ კიდევ არ მჯერა რომ მსგავსი რამ მოხდა, ეს შესანიშნავი და რაღაც ჯადოსნურია“, - თქვა სპორტსმენმა.