პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის ელჩის განცხადებით, აშშ-მა 24 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვებისთვის ვადა 3 სექტემბრამდე მისცა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტება
რუსეთის ელჩის განცხადებით, აშშ-მა 24 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვებისთვის ვადა 3 სექტემბრამდე მისცა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტება

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­მარ­ტე­ბით, რუ­სე­თის ელ­ჩის, ანა­ტო­ლი ან­ტო­ნო­ვის გან­ცხა­დე­ბა, რომ აშშ-მა 24 რუს დიპ­ლო­მატს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის­თვის ვადა 3 სექ­ტემ­ბრამ­დე მის­ცა, არა­ზუს­ტია.

„მის მიერ სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბა არა­ზუს­ტია, არას­წო­რია. რუ­სე­ბის­თვის ვი­ზის სამ­წლი­ა­ნი ვა­დის ამო­წურ­ვა­ში ახა­ლი არა­ფე­რია. რო­დე­საც ვი­ზას ვადა ეწუ­რე­ბა, ამ პი­რებ­მა ქვე­ყა­ნა უნდა და­ტო­ვონ, ან შე­ი­ტა­ნონ გა­ნა­ცხა­დი მის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კერ­მა ნედ პრა­ის­მა.

შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში რუ­სე­თის ელ­ჩის, ანა­ტო­ლი ან­ტო­ნო­ვის გან­ცხა­დე­ბით, ვა­შინგტონ­მა 24 რუს დიპ­ლო­მატს ქვეყ­ნის და­სა­ტო­ვებ­ლად ვადა 3 სექ­ტემ­ბრამ­დე მის­ცა. ელ­ჩის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბის ვი­ზე­ბის მოქ­მე­დე­ბის ვადა იწუ­რე­ბა. ამას­თან, მისი თქმით, თით­ქმის ყვე­ლა მათ­გა­ნი ქვე­ყა­ნას ჩა­ნაც­ვლე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვებს, „რად­გან ვა­შინგტონ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ამ­კაც­რა ვი­ზის გა­ცე­მის პრო­ცე­დუ­რე­ბი“.

”თით­ქმის ყვე­ლა მათ­გა­ნი ქვე­ყა­ნას ჩა­ნაც­ვლე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვებს, რად­გან ვა­შინგტონ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ამ­კაც­რა ვი­ზის გა­ცე­მის პრო­ცე­დუ­რე­ბი,“ - აღ­ნიშ­ნა ან­ტო­ნოვ­მა გა­მო­ცე­მა National Interest-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ამას­თან, მან იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ რუ­სეთ­სა და აშშ-ს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­რე­გუ­ლირ­დე­ბა.

„ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ საღი აზრი გა­ი­მარ­ჯვებს და შევ­ძლებთ რუსი და ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბის ცხოვ­რე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბას შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და რუ­სეთ­ში ნაც­ვალ­გე­ბის პრინ­ცი­პით,” - აღ­ნიშ­ნა ან­ტო­ნოვ­მა გა­მო­ცე­მა National Interest-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მოს­კოვ­სა და ვა­შინგტონს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ვლა­დი­მერ პუ­ტინს მკვლე­ლად მი­იჩ­ნევს. და­ძა­ბუ­ლო­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად შემ­სუ­ბუქ­და ბა­ი­დენ­სა და პუ­ტინს შო­რის 16 ივ­ნისს გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, რა­საც რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო ობ­ლი­გა­ცი­ებ­ში ზო­გი­ერ­თი უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რის ფუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბაც კი მოჰ­ყვა შე­დე­გად.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მეოცნებე
0

ჩვეთან გამოუშვით--

555
13

არცაა საჭირო, რუსეთიდანაც მიაბრძანებენ და მორჩა

ავტორი:

რუსეთის ელჩის განცხადებით, აშშ-მა 24 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვებისთვის ვადა 3 სექტემბრამდე მისცა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტება

რუსეთის ელჩის განცხადებით, აშშ-მა 24 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვებისთვის ვადა 3 სექტემბრამდე მისცა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადება, რომ აშშ-მა 24 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვებისთვის ვადა 3 სექტემბრამდე მისცა, არაზუსტია.

„მის მიერ სიტუაციის შეფასება არაზუსტია, არასწორია. რუსებისთვის ვიზის სამწლიანი ვადის ამოწურვაში ახალი არაფერია. როდესაც ვიზას ვადა ეწურება, ამ პირებმა ქვეყანა უნდა დატოვონ, ან შეიტანონ განაცხადი მის გახანგრძლივებაზე“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებით, ვაშინგტონმა 24 რუს დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად ვადა 3 სექტემბრამდე მისცა. ელჩის განმარტებით, აღნიშნული დიპლომატების ვიზების მოქმედების ვადა იწურება. ამასთან, მისი თქმით, თითქმის ყველა მათგანი ქვეყანას ჩანაცვლების გარეშე დატოვებს, „რადგან ვაშინგტონმა მოულოდნელად გაამკაცრა ვიზის გაცემის პროცედურები“.

”თითქმის ყველა მათგანი ქვეყანას ჩანაცვლების გარეშე დატოვებს, რადგან ვაშინგტონმა მოულოდნელად გაამკაცრა ვიზის გაცემის პროცედურები,“ - აღნიშნა ანტონოვმა გამოცემა National Interest-თან ინტერვიუში.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები დარეგულირდება.

„ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და შევძლებთ რუსი და ამერიკელი დიპლომატების ცხოვრების ნორმალიზებას შეერთებულ შტატებსა და რუსეთში ნაცვალგების პრინციპით,” - აღნიშნა ანტონოვმა გამოცემა National Interest-თან ინტერვიუში.

მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მკვლელად მიიჩნევს. დაძაბულობა გარკვეულწილად შემსუბუქდა ბაიდენსა და პუტინს შორის 16 ივნისს გამართული შეხვედრის შემდეგ, რასაც რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციებში ზოგიერთი უცხოელი ინვესტორის ფულის დაბრუნებაც კი მოჰყვა შედეგად.