სპორტსმენი ნანა ნებიერაძე გიორგი გახარიას პარტიას უერთდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ნებიერაძე წერს, პოლიტიკაში მიდის და იბრძოლებს ქვეყნისთვის.
„ძალიან ბევრი ვიფიქრე, როგორ დამეწყო ...დავწერე წავშალე, დავწერე წავშალე..და ვიწყებ ასე: მეგობრებო, მე პოლიტიკაში მივდივარ! დიახ, სწორად წაიკითხეთ...არ მოგეჩვენათ.. მე პოლიტიკაში მოვდივარ! და რატომ იცით? ვფიქრობ, დღეს დადგა დრო, როდესაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი სამშობლოს, ჩვენი შვილების და შვილიშვილების წინაშე...მე მინდა სიახლე, მინდა უკეთესი ქვეყანა და არსად გავიქცევი, არსად არ წავალ.. აქ ვიქნები და აქ ვიბრძოლებ იმ ქვეყნუსთვის რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს..სადაც ჩემი მშობლები, მე, ჩემი შვილი და შვილიშვილი დაიბადა.. ამბობენ, "პოლიტიკა ბინძური" საქმეაო...არა, ბატონებო..პოლიტიკას ადამიანები ქმნიან...ჰოდა უნდა მოვიხადო ჩემი ვალი, რაც ასე ძალიან მაწუხებს, მე თავად უნდა შევცვალო, ვიბრძოლო..და მოვიგო! დიახ, მოვიგო ჩემი სამშობლოს უკეთესი მომავალი! ბრძოლას ბავშვობიდან ვარ მიჩვეული, ოღონდ სპორტულ შეჯიბრებებში, სპორტულ დარბაზებში..ახლა კი ვიბრძოლებ ჩემი ქვეყნისთვის გიორგი გახარიას გუნდთან ერთად..
პატივისცემით და დიდი სიყვარულით თქვენი საქართველოს და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების მონაწილე წყალში ხტომაში ნანა ნებიერიძე“, - წერს ნებიერიძე.