თბილისში, მდინარე მტკვრის სანაპიროზე ამ წუთებში საძიებო-სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მუშაობს 20-ამდე მაშველი, მათ შორის არიან მყვინთავები, გამოიყენება მცურავი საშუალებები და ასევე, ფსკერის სკანირების სპეციალური მოწყობილობა.
ამ ეტაპზე, დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი.