სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიტერატურული კონკურსი "ლიტერა" წელს აღარ გაიმართება - რა განცხადებას ავრცელებს "მწერალთა სახლი"?
ლიტერატურული კონკურსი "ლიტერა" წელს აღარ გაიმართება - რა განცხადებას ავრცელებს "მწერალთა სახლი"?

არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა წლე­ვან­დე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის „ლი­ტე­რას“ ჩა­ტა­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას „მწე­რალ­თა სახ­ლი“ ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 110 წიგ­ნი­დან, გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი­სა და ავ­ტო­რე­ბის პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, კონ­კურ­სი­დან 92 წიგ­ნი მო­იხ­სნა.

„მწე­რალ­თა სახ­ლი“ იმედს იტო­ვებს, რომ სა­მი­ნის­ტროს­თან და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად კი­დევ ერთხელ გა­ნი­ხი­ლავს არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას და გა­მო­ნა­ხავს სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვალს მო­მა­ვა­ლი წლის­თვის.

„ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია „ლი­ტე­რა“ 2015 წელს „მწე­რალ­თა სახ­ლის“ ინი­ცი­რე­ბი­თა და კულ­ტუ­რის და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით და­არ­სდა. პრე­მია ყო­ველ­წლი­უ­რია და 6 ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ი­ცე­მა.

წელს სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის N00007864 (03.06.2021) ბრძა­ნე­ბით, შე­იც­ვა­ლა ჟი­უ­რის და­კომ­პლექ­ტე­ბის წესი: სა­მი­ნის­ტროს მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი კონ­კურ­სის ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ერთი წევ­რი სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უნდა იყოს. შე­სა­ბა­მი­სად, „ლი­ტე­რას“ ჟი­უ­რი­ში, რომ­ლის ხუ­თი­ვე წევ­რსაც აქამ­დე „მწე­რალ­თა სახ­ლი“ ირ­ჩევ­და და სა­მი­ნის­ტროს წა­რუდ­გენ­და შე­სა­თან­ხმებ­ლად, წელს პირ­ვე­ლად ერთი წევ­რი კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრომ შე­არ­ჩია.

„მწე­რალ­თა სახ­ლი“ ბრძა­ნე­ბის გაც­ნო­ბის­თა­ნა­ვე ეცა­და სა­მი­ნის­ტროს­თან დი­ა­ლოგ­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ას გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბის გა­და­ხედ­ვის თა­ო­ბა­ზე, რა­საც სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, „მწე­რალ­თა სახ­ლმა“, პრო­ცე­სის გამჭვირ­ვა­ლო­ბის მიზ­ნით, ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. ჟი­უ­რის და­კომ­პლექ­ტე­ბის წე­სის ცვლი­ლე­ბას ლი­ტე­რა­ტორ­თა პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­რე­ვად შე­ა­ფა­სა. შე­სა­ბა­მი­სად, მწერ­ლე­ბი­სა და გა­მომ­ცემ­ლე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა უარი თქვა კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე და უკან გა­ი­თხო­ვა სა­კონ­კურ­სოდ წარ­მოდ­გე­ნი­ლი გა­ნა­ცხა­დე­ბი. მუ­შა­ო­ბა­ზე უარი თქვა მწე­რალ­თა სახ­ლის მიერ შერ­ჩე­ულ­მა ჟი­უ­რის ოთხმა წევ­რმაც. სა­კონ­კურ­სოდ წარ­მოდ­გე­ნი­ლი 110 წიგ­ნი­დან, გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი­სა და ავ­ტო­რე­ბის პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, კონ­კურ­სი­დან დღე­ის­თვის მოხ­სნი­ლია 92 წიგ­ნი.

არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა წლე­ვან­დე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის „ლი­ტე­რას“ ჩა­ტა­რე­ბა. „მწე­რალ­თა სახ­ლი“ იმედს იტო­ვებს, რომ სა­მი­ნის­ტროს­თან და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად კი­დევ ერთხელ გა­ნი­ხი­ლავს არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას და გა­მო­ნა­ხავს სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვალს მო­მა­ვა­ლი წლის­თვის.

„მწე­რალ­თა სახ­ლის“ საქ­მი­ა­ნო­ბის უმ­თავ­რე­სი მი­მარ­თუ­ლე­ბა მწერ­ლე­ბის, მთარ­გმნე­ლე­ბის და გა­მომ­ცემ­ლე­ბის, ასე­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და კულ­ტუ­რუ­ლი სფე­როს მხარ­და­ჭე­რა, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და გან­ვი­თა­რე­ბაა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
2

ვფიქრობ 92 მოხსნილ წიგნს ჩაანაცვლებს დიდი ქართველი პოეტის არჩილ თალაკვაძის ლექსების კრებული, რომელმაც ფრიად მოხიბლა კულტურის მინისტრი ქალბატონი წულუკიანი

ჩეკისტი
4

მწერლებო თავს კანონგარეშედ რატომ იყენებთ? თქვენ თქვენი თავი ვინ გგონიათ, მწერლები ხართ თუ ჰიპები?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

ლიტერატურული კონკურსი "ლიტერა" წელს აღარ გაიმართება - რა განცხადებას ავრცელებს "მწერალთა სახლი"?

ლიტერატურული კონკურსი "ლიტერა" წელს აღარ გაიმართება - რა განცხადებას ავრცელებს "მწერალთა სახლი"?

არსებულ ვითარებაში შეუძლებელი ხდება წლევანდელი ლიტერატურული კონკურსის „ლიტერას“ ჩატარება, - ამის შესახებ განცხადებას „მწერალთა სახლი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 110 წიგნიდან, გამომცემლობებისა და ავტორების პირადი განცხადებების საფუძველზე, კონკურსიდან 92 წიგნი მოიხსნა.

„მწერალთა სახლი“ იმედს იტოვებს, რომ სამინისტროსთან და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავს არსებულ სიტუაციას და გამონახავს საუკეთესო გამოსავალს მომავალი წლისთვის.

„ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წელს „მწერალთა სახლის“ ინიცირებითა და კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა. პრემია ყოველწლიურია და 6 ნომინაციაში გაიცემა.

წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის N00007864 (03.06.2021) ბრძანებით, შეიცვალა ჟიურის დაკომპლექტების წესი: სამინისტროს მიერ დაფინანსებული ნებისმიერი კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ერთი წევრი სამინისტროს წარმომადგენელი უნდა იყოს. შესაბამისად, „ლიტერას“ ჟიურიში, რომლის ხუთივე წევრსაც აქამდე „მწერალთა სახლი“ ირჩევდა და სამინისტროს წარუდგენდა შესათანხმებლად, წელს პირველად ერთი წევრი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეარჩია.

„მწერალთა სახლი“ ბრძანების გაცნობისთანავე ეცადა სამინისტროსთან დიალოგსა და კომუნიკაციას განხორციელებული ცვლილების გადახედვის თაობაზე, რასაც სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „მწერალთა სახლმა“, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ჟიურის შემადგენლობა გაასაჯაროვა. ჟიურის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ლიტერატორთა პროტესტი მოჰყვა. საზოგადოებამ სამინისტროს გადაწყვეტილება შემოქმედებით საქმიანობაში ჩარევად შეაფასა. შესაბამისად, მწერლებისა და გამომცემლების დიდმა ნაწილმა უარი თქვა კონკურსში მონაწილეობაზე და უკან გაითხოვა საკონკურსოდ წარმოდგენილი განაცხადები. მუშაობაზე უარი თქვა მწერალთა სახლის მიერ შერჩეულმა ჟიურის ოთხმა წევრმაც. საკონკურსოდ წარმოდგენილი 110 წიგნიდან, გამომცემლობებისა და ავტორების პირადი განცხადებების საფუძველზე, კონკურსიდან დღეისთვის მოხსნილია 92 წიგნი.

არსებულ ვითარებაში შეუძლებელი ხდება წლევანდელი ლიტერატურული კონკურსის „ლიტერას“ ჩატარება. „მწერალთა სახლი“ იმედს იტოვებს, რომ სამინისტროსთან და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავს არსებულ სიტუაციას და გამონახავს საუკეთესო გამოსავალს მომავალი წლისთვის.

„მწერალთა სახლის“ საქმიანობის უმთავრესი მიმართულება მწერლების, მთარგმნელების და გამომცემლების, ასევე საგანმანათლებლო და კულტურული სფეროს მხარდაჭერა, პოპულარიზაცია და განვითარებაა“, - ნათქვამია განცხადებაში.