უფრო ნაკლები პროცენტია, რომ დამნაშავე უცხოელი იყოს, უფრო საქართველოს მოქალაქე - გვაქვს რაღაცები, თუმცა ჯერ ვერ ვიტყვით, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ავსტრალიელი ქალის მკვლელობის საქმეზე განაცხადა, რომელიც მოკლული მთაწმინდის პარკში იპოვეს.
მისი თქმით, უწყება მომხდარის გამოძიებისთვის ყველაფერს აკეთებს.
"ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა. პირველ რიგში მინდა მის ოჯახს, მის ახლობლებს მივუსამძიმრო. მაქსიმალურს ვაკეთებთ, ნამდვილად 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ჩვენი თანამშრომლები, გამომძიებლები, ოპერატიული თანამშრომლები, რომ სწრაფად მოხდეს გამოძიება.
გვაქვს რაღაცები, თუმცა ჯერ ვერ ვიტყვით. შეიძლება გაფუჭდეს ეს გამოძიება და რაც ვიწვალეთ ამ ორი ღამის განმავლობაში, შეიძლება წყალში ჩაგვეყაროს ჩემი ერთი სიტყვით და არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალო. სადაც საშუალებაა, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება გარდაცვლილი, ყველაზე ერთნაირად ვმუშაობთ და არის ერთი სტანდარტი“, - განაცხადა გომელაურმა.