საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის სესხის სუბსიდირება 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - სესხის ოდენობა 200 000 ლარამდე იქნება
მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის სესხის სუბსიდირება 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - სესხის ოდენობა 200 000 ლარამდე იქნება

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის, ნა­თია თურ­ნა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ან ახალ­შე­ძე­ნი­ლი შვი­ლე­ბის მქო­ნე ოჯა­ხე­ბის­თვის იპო­თე­კუ­რი სეს­ხის სუბ­სი­დი­რე­ბა 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა.

რო­გორც თურ­ნა­ვამ მთავ­რო­ბის დღე­ვან­დე­ლი სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, სეს­ხის ოდე­ნო­ბა 200 000 ლარი იქ­ნე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბას 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­შე­ძე­ნი­ლი შვი­ლის მქო­ნე ოჯა­ხე­ბის­თვის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა სეს­ხის პრო­ცენ­ტის ნა­ხე­ვა­რი იქ­ნე­ბა, ხოლო მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის­თვის - 2/3.

„პროგ­რა­მა „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იქცა ძა­ლი­ან მძლავრ ბერ­კე­ტად მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის, ასე­ვე მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბის. მას ემა­ტე­ბა კი­დევ ახა­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბი. პირ­ვე­ლი ქვეპ­როგ­რა­მა არის სუბ­სი­დი­რე­ბუ­ლი იპო­თე­კუ­რი სეს­ხე­ბი, რო­მე­ლიც გავ­რცელ­დე­ბა თი­თო­ე­ულ ოჯახ­ზე, რო­მელ­საც 1-ელი სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ ეყო­ლე­ბა ახალ­შო­ბი­ლი და ყო­ლის მო­მენ­ტი­დან 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უძ­ლია მი­მარ­თოს ბანკს, აი­ღოს იპო­თე­კუ­რი სეს­ხი და შე­ი­ძი­ნოს ახა­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი. 200 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის სეს­ხი იქ­ნე­ბა თა­ნა­სუბ­სი­დი­რე­ბუ­ლი. იმ ოჯა­ხე­ბის­თვის, ვი­საც შე­ე­ძი­ნე­ბა შვი­ლი, თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა იქ­ნე­ბა თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი - თუ 12%-ში აი­ღე­ბენ სესხს, 6% იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­სუბ­სი­დი­რე­ბუ­ლი. თუ სა­უ­ბა­რია მე­სა­მე, მე­ო­თხე და ყო­ველ მომ­დევ­ნო შვილ­ზე, ამ შემ­თხვე­ვა­ში თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა იქ­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით მეტი, და­ახ­ლო­ე­ბით 8% და ეს ოჯა­ხი 4%-ში აი­ღებს იპო­თე­კურ სესხს იმის­თვის, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი. ჩვენ ამ თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბას 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ.

მე­ო­რე კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც ავ­ტო­მა­ტუ­რად მო­ექ­ცე­ვა ამ პროგ­რა­მის მოქ­მე­დე­ბის ქვეშ, არის ის ოჯა­ხე­ბი, ვი­საც 3 ან მეტი შვი­ლი ჰყავთ. მა­თაც ავ­ტო­მა­ტუ­რად შე­ეძ­ლე­ბათ ისარ­გებ­ლონ ამ პროგ­რა­მით, ახა­ლი წევ­რის შე­ძე­ნის გა­რე­შეც. ვი­საც ჰყავს 3 ან მეტი შვი­ლი, 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან შე­უძ­ლია შემ­დე­გი 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­მარ­თოს სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი. აქაც ჩვენ 2/3-ს სა­ბან­კო პრო­ცენ­ტის და­ვუ­სუბ­სი­დი­რებთ, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 4%-იანი სეს­ხი იქ­ნე­ბა.

ჩვენ ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ეს პროგ­რა­მა შე­უ­წყობს ხელს ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და თი­თო­ე­ულ ასეთ ოჯახ­ში ახალ­მოვ­ლე­ნი­ლი წევ­რი იქ­ნე­ბა არამ­ხო­ლოდ სი­ხა­რუ­ლის, არა­მედ პრაქ­ტი­კუ­ლი სი­კე­თე­ე­ბის მომ­ტა­ნიც“, - აღ­ნიშ­ნა ნა­თია თურ­ნა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საარჩევნო,,, წელი...
0

მადლობა არჩევნებს---(ნეტავ კარტოფილს დაარიგებენ?

ნანა
1

თქვენ გაიხარეთ, რა კარგი ამბავია!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის სესხის სუბსიდირება 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - სესხის ოდენობა 200 000 ლარამდე იქნება

მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის სესხის სუბსიდირება 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - სესხის ოდენობა 200 000 ლარამდე იქნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის სუბსიდირება 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება.

როგორც თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სესხის ოდენობა 200 000 ლარი იქნება და სახელმწიფო თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში განახორციელებს. მისივე ინფორმაციით, ახალშეძენილი შვილის მქონე ოჯახებისთვის თანადაფინანსება სესხის პროცენტის ნახევარი იქნება, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - 2/3.

„პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ბოლო წლების განმავლობაში იქცა ძალიან მძლავრ ბერკეტად მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე მოსახლეობის დახმარების. მას ემატება კიდევ ახალი კომპონენტები. პირველი ქვეპროგრამა არის სუბსიდირებული იპოთეკური სესხები, რომელიც გავრცელდება თითოეულ ოჯახზე, რომელსაც 1-ელი სექტემბრის შემდეგ ეყოლება ახალშობილი და ყოლის მომენტიდან 12 თვის განმავლობაში შეუძლია მიმართოს ბანკს, აიღოს იპოთეკური სესხი და შეიძინოს ახალი საცხოვრებელი სახლი. 200 000 ლარის ოდენობის სესხი იქნება თანასუბსიდირებული. იმ ოჯახებისთვის, ვისაც შეეძინება შვილი, თანადაფინანსება იქნება თითქმის ნახევარი - თუ 12%-ში აიღებენ სესხს, 6% იქნება სახელმწიფოს მიერ დასუბსიდირებული. თუ საუბარია მესამე, მეოთხე და ყოველ მომდევნო შვილზე, ამ შემთხვევაში თანადაფინანსება იქნება გაცილებით მეტი, დაახლოებით 8% და ეს ოჯახი 4%-ში აიღებს იპოთეკურ სესხს იმისთვის, რომ გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები. ჩვენ ამ თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში განვახორციელებთ.

მეორე კატეგორია, რომელიც ავტომატურად მოექცევა ამ პროგრამის მოქმედების ქვეშ, არის ის ოჯახები, ვისაც 3 ან მეტი შვილი ჰყავთ. მათაც ავტომატურად შეეძლებათ ისარგებლონ ამ პროგრამით, ახალი წევრის შეძენის გარეშეც. ვისაც ჰყავს 3 ან მეტი შვილი, 1-ელი სექტემბრიდან შეუძლია შემდეგი 12 თვის განმავლობაში მიმართოს საბანკო დაწესებულებას, გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები. აქაც ჩვენ 2/3-ს საბანკო პროცენტის დავუსუბსიდირებთ, ანუ დაახლოებით 4%-იანი სესხი იქნება.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს პროგრამა შეუწყობს ხელს ჩვენი ოჯახების კეთილდღეობას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და თითოეულ ასეთ ოჯახში ახალმოვლენილი წევრი იქნება არამხოლოდ სიხარულის, არამედ პრაქტიკული სიკეთეების მომტანიც“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.