მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თიბისის აპლიკაციების კონკურსი  იწყება
თიბისის აპლიკაციების კონკურსი  იწყება

თი­ბი­სის ყო­ველ­წლი­ურ აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის კონ­კურ­სზე სტარ­ტა­პე­ბის რე­გის­ტრა­ცია და­ი­წყო და ის 31 აგ­ვის­ტომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

თი­ბი­სის მხარ­და­ჭე­რით აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის კონ­კურ­სი უკვე მე­სა­მე წე­ლია ქვე­ყა­ნა­ში ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­დუსტრი­ის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად, ბიზ­ნეს­ში ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გა­და­წყვე­ტე­ბის შე­მო­სა­ტა­ნად და პრო­ცე­სე­ბის გა­სა­მარ­ტი­ვებ­ლად ტარ­დე­ბა.

პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ სტარ­ტაპს, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი მო­ბი­ლუ­რი ან ვებ-აპ­ლი­კა­ცი­ით გა­ა­მარ­ტი­ვებს ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას, ისე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით რო­გო­რე­ბი­ცაა: ფი­ნან­სე­ბი, ბუ­ღალ­ტე­რია, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვა, კლი­ენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, გა­ყიდ­ვე­ბის კონ­ტრო­ლი და სხვა.

პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი სამი ეტა­პის შემ­დეგ გა­მოვ­ლინ­დე­ბი­ან და მათ ფუ­ლა­დი პრე­მი­ე­ბი გა­და­ე­ცე­მათ. I ად­გი­ლი - 30 000 ლარი, II და III ად­გი­ლი - 15 000 ლარი.

კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლია, რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი წევ­რე­ბის­გან და­კომ­პლექ­ტე­ბულ გუნდს, ისე - კომ­პა­ნი­ებს. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სტარ­ტა­პე­ბი შემ­დე­გი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­ირ­ჩე­ვი­ან: რამ­დე­ნად ჭრის აპ­ლი­კა­ცია რე­ა­ლურ პრობ­ლე­მას, რო­გო­რია აპ­ლი­კა­ცი­ის კონ­ცეფ­ცია, ბიზ­ნეს­მო­დე­ლი და ა.შ. კონ­კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს კონ­კრე­ტუ­ლი დრო მი­ე­ცე­მათ პრო­ტო­ტი­პე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად. ფუ­ლა­დი ჯილ­დო კი აპ­ლი­კა­ცი­ის სრულ­ყო­ფას მოხ­მარ­დე­ბა.

კონ­კურ­სი სამ ეტა­პად ჩა­ტარ­დე­ბა. პირ­ველ ეტაპ­ზე მო­ნა­წი­ლე გუნ­დებ­მა პრო­დუქ­ტის იდეა და მისი მთა­ვა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლა უნდა წარ­მო­ად­გი­ნონ.

აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის გა­დარ­ჩე­ვის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლი გუნ­დე­ბი მე­ო­რე ეტაპ­ზე ჟი­უ­რის წი­ნა­შე, და­ხუ­რულ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე, პრო­დუქ­ტის სა­დე­მონ­სტრა­ციო პრო­ტო­ტიპს, ტექ­ნი­კურ გა­და­წყვე­ტას, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის გეგ­მას წა­რად­გე­ნენ. ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­და­სუ­ლი გუნ­დე­ბი კი, მუშა პრო­ტო­ტი­პი­სა და ბიზ­ნეს მო­დე­ლის და­სახ­ვე­წად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­ივ­ლი­ან.

სა­ბო­ლოო ეტაპ­ზე გა­და­სუ­ლი სტარ­ტა­პე­ბი ე.წ. ფი­ჩინგზე წარ­მო­ად­გე­ნენ მუშა პრო­ტო­ტი­პებს. კონ­კურ­სის შე­დე­გად ჟი­უ­რი 3 გა­მარ­ჯვე­ბულს გა­მო­ავ­ლენს. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დი 30 000 ლა­რით, მე­ო­რე და მე­სა­მე საპ­რი­ზო ად­გი­ლებ­ზე გა­სუ­ლი გუნ­დე­ბი კი - 15 000 ლა­რით და­ჯილ­დოვ­დე­ბი­ან.

კონ­კურ­სის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა, ასე­ვე რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლა შემ­დეგ ბმულ­ზეა - https://bit.ly/AppsChallengeTBC შე­საძ­ლე­ბე­ლი.

აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის კონ­კურ­სი თი­ბი­სის პროგ­რა­მა „სტარ­ტა­პე­რის“ გუნ­დმა რამ­დე­ნი­მე წლის წინ წა­მო­ი­წყო. კონ­კურ­სის მი­ზა­ნია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­თი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის, სოფ­ტე­ბის თუ სხვა ციფ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტე­ბის შექ­მნა, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნებს და ბიზ­ნე­სებს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას გა­უ­მარ­ტი­ვებს; ასე­ვე, ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა­ში ვებ-დე­ვე­ლოპ­მენ­ტის ცნო­ბა­დო­ბას გაზ­რდა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

თიბისის აპლიკაციების კონკურსი  იწყება

თიბისის აპლიკაციების კონკურსი  იწყება

თიბისის ყოველწლიურ აპლიკაციების კონკურსზე სტარტაპების რეგისტრაცია დაიწყო და ის 31 აგვისტომდე გაგრძელდება.

თიბისის მხარდაჭერით აპლიკაციების კონკურსი უკვე მესამე წელია ქვეყანაში ტექნოლოგიური ინდუსტრიის გასავითარებლად, ბიზნესში ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემოსატანად და პროცესების გასამარტივებლად ტარდება.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სტარტაპს, რომელიც საკუთარი მობილური ან ვებ-აპლიკაციით გაამარტივებს ადამიანების ყოველდღიურობას, ისეთი მიმართულებებით როგორებიცაა: ფინანსები, ბუღალტერია, ადამიანური რესურსების მართვა, კლიენტებთან ურთიერთობა, გაყიდვების კონტროლი და სხვა.

პროექტის გამარჯვებულები სამი ეტაპის შემდეგ გამოვლინდებიან და მათ ფულადი პრემიები გადაეცემათ. I ადგილი - 30 000 ლარი, II და III ადგილი - 15 000 ლარი.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, როგორც ინდივიდუალური წევრებისგან დაკომპლექტებულ გუნდს, ისე - კომპანიებს. გამარჯვებული სტარტაპები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩევიან: რამდენად ჭრის აპლიკაცია რეალურ პრობლემას, როგორია აპლიკაციის კონცეფცია, ბიზნესმოდელი და ა.შ. კონკურსის დასრულების შემდეგ გამარჯვებულებს კონკრეტული დრო მიეცემათ პროტოტიპების დასასრულებლად. ფულადი ჯილდო კი აპლიკაციის სრულყოფას მოხმარდება.

კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე მონაწილე გუნდებმა პროდუქტის იდეა და მისი მთავარი შესაძლებლობების მაჩვენებელი ვიზუალური მასალა უნდა წარმოადგინონ.

აპლიკაციების გადარჩევის შედეგად გამოვლენილი გუნდები მეორე ეტაპზე ჟიურის წინაშე, დახურულ პრეზენტაციაზე, პროდუქტის სადემონსტრაციო პროტოტიპს, ტექნიკურ გადაწყვეტას, განხორციელებისა და კომერციალიზაციის გეგმას წარადგენენ. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები კი, მუშა პროტოტიპისა და ბიზნეს მოდელის დასახვეწად ინდივიდუალურ კონსულტაციებს გაივლიან.

საბოლოო ეტაპზე გადასული სტარტაპები ე.წ. ფიჩინგზე წარმოადგენენ მუშა პროტოტიპებს. კონკურსის შედეგად ჟიური 3 გამარჯვებულს გამოავლენს. გამარჯვებული გუნდი 30 000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები კი - 15 000 ლარით დაჯილდოვდებიან.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზეა - https://bit.ly/AppsChallengeTBC შესაძლებელი.

აპლიკაციების კონკურსი თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ გუნდმა რამდენიმე წლის წინ წამოიწყო. კონკურსის მიზანია, საქართველოში ისეთი აპლიკაციების, სოფტების თუ სხვა ციფრული გადაწყვეტების შექმნა, რომლებიც ადამიანებს და ბიზნესებს ყოველდღიურ ცხოვრებას გაუმარტივებს; ასევე, ახალგაზრდა თაობაში ვებ-დეველოპმენტის ცნობადობას გაზრდა და პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერა.

R