კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამომძიებლები ინტერესდებიან, ჰყავდა თუ არა მას მტრები, მოიხმარდა თუ არა ნარკოტიკს..." - რას ამბობენ გარდაცვლილი ავსტრალიელი ქალის კოლეგები
"გამომძიებლები ინტერესდებიან, ჰყავდა თუ არა მას მტრები, მოიხმარდა თუ არა ნარკოტიკს..." - რას ამბობენ გარდაცვლილი ავსტრალიელი ქალის კოლეგები

თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე შა­ნაი ბრუ­კის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე მისი კო­ლე­გე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის გა­მო­ი­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც პე­და­გოგ­მა ელე­ნე ჩინ­ჩა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, ჰყავ­და თუ არა მას მტრე­ბი, მო­იხ­მარ­და თუ არა ნარ­კო­ტიკს და თა­მა­შობ­და თუ არა აზარ­ტულ თა­მა­შებს.

"და­მის­ვეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კი­თხვე­ბი, რამ­დე­ნი ხა­ნია ვიც­ნობ, რამ­დე­ნი ხა­ნია ჩა­მო­სუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, თუ ვიცი მის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ რა­ი­მე. თუ იყე­ნებ­და ნარ­კო­ტი­კებს, თუ თა­მა­შობ­და. და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი კი­თხვე­ბი და­მის­ვეს, რა­ზეც რა თქმა უნდა, გა­ვე­ცი პა­სუ­ხი, რომ ასე­თი დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო, ძა­ლი­ან თბი­ლი, კონ­ტაქ­ტუ­რი, წე­სი­ე­რი და ძა­ლი­ან კარ­გი პე­და­გო­გი. მგო­ნია, მიყ­ვე­ბი­ან ასეთ ვერ­სი­ას და თვი­თო­ნაც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ეს იყო გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა. ფიქ­რო­ბენ, რომ ვი­ღაც ავად­მყო­ფი, მა­ნი­ა­კი იყო“, - გა­ნა­ცხა­და ელე­ნე ჩინ­ჩა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ავ­სტრა­ლი­ე­ლი ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც შსს-ში აცხა­დე­ბენ, აქ­ტი­უ­რად გრძელ­დე­ბა ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი დამ­ნა­შა­ვე პი­რის დად­გე­ნი­სა და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით.

შე­გახ­სე­ნებთ, ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე შა­ნაი ბრუ­კი 30 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ავტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­მა მე­გო­ბარ­მა გა­ავ­რცე­ლა. მისი გან­ცხა­დე­ბით, როცა შა­ნაი ბრუკს ტე­ლე­ფო­ნით ელა­პა­რა­კე­ბო­და, ის მთაწ­მინ­და­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, თავს და­ესხნენ. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ცხე­და­რი მთაწ­მინ­დის ფერ­დზე 31 ივ­ლისს იპო­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
3

მე მაინტერესებს მკვლელობის მოტივი, რა მოტივი ამოძრავებდა მლვლელს?

კ ო მ ბ ლ ე
7

ჯერ ერთი, ლაიქების გასარები სტალინს ქონია?, ცხრა იყო და უცბათ ერთი გახდა , ხან შეიძლება ჩვიდმეტზე ახტეს. 

და მეორე; მტერი თუ ყავდაო? რომ კიტხულობენ, განა არ იცით,, რომ ნიუორკის მაფიის ხუთივე ოჯახი ყავდა გადამტერებული. სამჯერ ესროლეს ზემლია ზემლია რაკეტა, ორჯერ ყუმბარმტყორცნი, სამჯერ მანქანა დაუნაღმეს და აუფეთქეს, სასწაულად გადარჩა, ერთხელ ტოკიო ვაშინგტონის რეისზე თვითმფრინავიდან გადმოაგდეს, მაშინაც სასწაულად გადარჩა, რადგან ჟორას ბასეინში ჩავარდა და... მისი თავი ტერორისტებმა 25 მილიონად შეაფასეს, ამ ყველაფერს თუ არ ჩავთვლით, სხვა მტერი არც ყოლია, საერთოდ მშვიდობიანი და უწყონარი ადამიანი იყო, რა მტერი? რის მტერი? რომელი მტერი? 

განა ეგენი მტრებად ითვლებიან? იქნებ ეჭვი რუსულ სპეცსამსახურებზე გაქვთ? იქნებ პუტინი, ჰაა? ბაიდენმა ხომ თქვა პუტინი მკვლელიაო? ხოდა აგერ მკვლელობა და უპოვნეთ პუტინთან კავშირი..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"გამომძიებლები ინტერესდებიან, ჰყავდა თუ არა მას მტრები, მოიხმარდა თუ არა ნარკოტიკს..." - რას ამბობენ გარდაცვლილი ავსტრალიელი ქალის კოლეგები

"გამომძიებლები ინტერესდებიან, ჰყავდა თუ არა მას მტრები, მოიხმარდა თუ არა ნარკოტიკს..." - რას ამბობენ გარდაცვლილი ავსტრალიელი ქალის კოლეგები

თბილისის პოლიციის დეპარტამენტში ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის გარდაცვალების საქმეზე მისი კოლეგებისა და მეგობრების გამოიკითხვა მიმდინარეობს.

როგორც პედაგოგმა ელენე ჩინჩალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამომძიებლები ინტერესდებიან, ჰყავდა თუ არა მას მტრები, მოიხმარდა თუ არა ნარკოტიკს და თამაშობდა თუ არა აზარტულ თამაშებს.

"დამისვეს ჩვეულებრივი კითხვები, რამდენი ხანია ვიცნობ, რამდენი ხანია ჩამოსულია საქართველოში, როგორი ურთიერთობა გვქონდა, თუ ვიცი მის პირადი ცხოვრების შესახებ რაიმე. თუ იყენებდა ნარკოტიკებს, თუ თამაშობდა. დაახლოებით ასეთი კითხვები დამისვეს, რაზეც რა თქმა უნდა, გავეცი პასუხი, რომ ასეთი დეტალები არ ვიცი. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ძალიან თბილი, კონტაქტური, წესიერი და ძალიან კარგი პედაგოგი. მგონია, მიყვებიან ასეთ ვერსიას და თვითონაც დარწმუნებულები არიან, რომ ეს იყო განზრახ მკვლელობა. ფიქრობენ, რომ ვიღაც ავადმყოფი, მანიაკი იყო“, - განაცხადა ელენე ჩინჩალაძემ.

ცნობისთვის, ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. როგორც შსს-ში აცხადებენ, აქტიურად გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.

შეგახსენებთ, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ავტრალიის მოქალაქის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.