საქართველოში 31 წლის ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების ამბავს სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ბაია პატარაია ეხმიანება და შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
"რა ტურიზმი და რა ევროკავშირი?! შემოგვღობეთ აწი და დაგვაწერეთ, რომ ადამიანებისთვის საშიში ტერიტორიაა.
მადლობა ქოცებს, 5-6 ივლისს ყველა მოძალადეს მწვანე რომ აუნთო.ახლა ვითვალოთ გვამები - ეს უკვე მეორე გაუპატიურებული და გარდაცვლილი უცხოელი ქალია ამ ზაფხულს.პ.ს. ახლა ჩემი თანამშრომელი მარტყობინებს, რომ ჩვენ მობილურ აპლიკაცია safe you-ს უცხოელები იწერენ პანტა-პუნტით, რადგან sos-ღილაკი აქვს, ლოკაციას ხედავს და განგაშის გაგზავნა შეუძლია მეგობრებისთვისაც,
ორგანიზაციებისთვისაც და პოლიციისთვისაც. ხოდა, ამას რომ ვნერგავდით, უცხოელებზე სულ არ მიფიქრია, მაგრამ აჰა... ხალხი საფრთხეში გრძნობს თავს საქართველოში", - წერს პატარაია.
შეგახსენებთ, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. მის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.