ავტორი:

რა განცხადებას ავრცელებს შსს ავსტრალიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით?

რა განცხადებას ავრცელებს შსს ავსტრალიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით?

შინაგან საქმეთა სამინისტრო მთაწმინდის ფერდზე ავსტრალიელი ქალის ცხედრის პოვნის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვნეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქე მიმდინარე წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. ​შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მთაწმინდის ფერდობზე სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

ასევე ძებნის ოპერაციაში ჩართულები იყო საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახური”, -ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო. დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები, ტარდება ყველა საჭირო ოპერატიული და საგამოძიებო და ღონისძიება.