ავტორი:

"ავსტრალიელი გოგო მოიტაცეს, მოკლეს და გადაჩეხეს..." - რას წერს გიგი უგულავა?

"ავსტრალიელი გოგო მოიტაცეს, მოკლეს და გადაჩეხეს..." - რას წერს გიგი უგულავა?

ოპოზიციონერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ავსტრალიერი გოგონა მოიტაცეს, მოკლეს და გადაჩეხეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ის პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"უბედურება გრძელდება. ავსტრალიელი გოგო მოიტაცეს. მოკლეს და გადაჩეხეს. რათქმაუნდა იქნება გამოძიება. ალბათ დამნაშავესაც მალე ვიპოვით. იქნება საყოველთაო და სამართლიანი რისხვა.

მაგრამ ახლაც და მერეც უნდა გვესმოდეს რომ ეს ყველაფერი 5 ივლისის გაგრძელებაა. ეს დღე არ იყო ერთჯერადი. ხუთში ივანიშვილის ღარიბაშვილმა სახელმწიფოს სახელით წაახალისა ყველაზე ბნელი ინსტიქტები და დაუსჯელობა. ხუთში ზემოდან მოსაყდრე შიომ ეს ყველაფერი დალოცა. ეს აპოკალიპტური მხეცი დარბის ქვეყანაში და ის არავის დაინდობს. ოცნებაა ამ ჯოჯოხეთის შემოქმედი" - წერს უგულავა.

თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ჯერჯერობით დაუდგენელია რა ვითარებაში გარდაიცვალა 31 წლის ტურისტი, შანე ბრუკი.

ცნობისთვის, ის სალაშქროდ წავიდა და მისი კვალი გუშინდელი დღიდან იკარგება. როგორც მეგობრების ჰყვებიან, გოგონა მთაწმინდის ტერიტოიაზე გადაადგილდებოდა.

სამძებრო სამუშაოებში 100 მაშველი იყო ჩართული. შსს-ს ინფორმაციით, ძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.