ავტორი:

"საქართველოში ინგლისურს ასწავლიდა... გაუჩინარებამდე მისი ტელეფონიდან ისმოდა ყვირილი - "გთხოვთ, გაწიეთ ხელები" - რას ჰყვებიან მეგობრები დაკარგულ გოგონაზე

"საქართველოში ინგლისურს ასწავლიდა... გაუჩინარებამდე მისი ტელეფონიდან ისმოდა ყვირილი - "გთხოვთ, გაწიეთ ხელები" - რას ჰყვებიან მეგობრები დაკარგულ გოგონაზე

თბილისში დაკარგული ავსტრიელი გოგონა შანა ბრუკი საქართველოში თითქმის ერთი წელია ცხოვრობს. როგორც მისი მეგობრები "ფორმულას" უყვებიან, ის ლაშქრობით იყო დაკავებული და ხშირად დადიოდა მთიან ადგილებშიც.

რაც შეეხება გაუჩინარების დღეს, იხსენებენ, რომ ბოლოს მისი ტელეფონიდან ზარი შევიდა მეგობართან ამერიკაში, სადაც ისმოდა ხმები "ძალიან გთხოვთ, გაწიეთ ხელები.

"საქართველოში ერთ წელზე მეტია ცხოვრობს. ჩვენ ორივე ინგლისურის მასწავლებლები ვართ. თბილისის მახლობლად, მთებში სალაშქროდ ხშირად დადიოდა. მთაწმინდაზე სიარული მისთვის უჩვეულო არ იყო. დაინტერესებული იყო ფიტნესით.

გუშინ სახლი 4-ის ნახევარზე დატოვა. 4 საათზე მეგობარს დაურეკა ამერიკაში. ნახევარ სააათში ისევ შევიდა ზარი, მან გაიგო ყვირილი, "ძალიან გთხოვთ, გაწიეთ ხელები" ამის შემდეგ არაფერი გაგვიგია" - ამბობს დაკარგული გოგონას მეგობარი.

ცნობისთვის, შანა ბრუკი სალაშქროდ წავიდა და მისი კვალი გუშინდელი დღიდან იკარგება. სამძებრო სამუშაოებში 100 მაშველია ჩართული. შსს-ს ინფორმაციით, ძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.