ავტორი:

"მსოფლიოში ცნობილმა მოდის სახლმა სვანეთში გადაღებები გააუქმა, მიზეზი ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური განწყობებია" - რას წერს სოფო ჭყონია?

"მსოფლიოში ცნობილმა მოდის სახლმა სვანეთში გადაღებები გააუქმა, მიზეზი ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური განწყობებია" - რას წერს სოფო ჭყონია?

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელი და ორგანიზატორი, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სოფო ჭყონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მსოფლიოში ცნობილმა მოდის სახლმა საქართველოში დაგეგმილი გადაღებები გადადო.

როგორც ჭყონიას პოსტში ვკითხულობთ, ამის მიზეზი ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობები გახდა.

"მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ დიდ მოდის სახლს სარეკლამო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ჰქონდა გადაღება საქართველოში, კერძოდ სვანეთში. ეს გადაღება ჰოლივუდის ვარსკვლავის მონაწილეობით უნდა მომხდარიყო.

ზუსტად ერთი წელი მიმდინარეობდა მოლაპარაკება ამ პროექტზე. დღეს მათ გადაღება საქართველოში გააუქმეს ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობების გამო. ძალიან სამწუხაროა!" - წერს სოფო ჭყონია.