პოლიტიკა

11

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე თევზებშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირებას. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობას, უცნობ ადამიანებთან კონტაქტს. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. მთვარის ეს დღე განქორწინებისთვისაც კი უიღბლოდ ითვლება.
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნება" ვისთანაც უფრო იაფად გამოვა, იმასთან შეკრავს კოალიციას... ჩვენ ძვირი ვღირვართ" - იაგო ხვიჩია
"ოცნება" ვისთანაც უფრო იაფად გამოვა, იმასთან შეკრავს კოალიციას... ჩვენ ძვირი ვღირვართ" - იაგო ხვიჩია

ვის­თა­ნაც უფრო ია­ფად გა­მო­ვა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" იმას­თან შეკ­რა­ვენ კო­ა­ლი­ცი­ას - ჩვენ ძვი­რი ვღირ­ვართ, ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბი უფრო ია­ფად იყი­დე­ბი­ან და ბა­ზარ­ზე ფასს გვიგ­დე­ბენ , - ამის შე­სა­ხებ "გირ­ჩის" დე­პუ­ტატ­მა იაგო ხვი­ჩი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, „ნაც­მოძ­რა­ო­ბას­თან“ კო­ა­ლი­ცია გა­მო­რი­ცხუ­ლია, რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას, „არ­სე­ბობს მა­გა­ლი­თე­ბი, როცა მტერ­თა­ნაც გა­რიგ­დე­ბი­ან ხოლ­მე, მაგ­რამ არა­ვინ რიგ­დე­ბა მო­ღა­ლა­ტეს­თან“.

ხვი­ჩია მი­იჩ­ნევს, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ კო­ა­ლი­ცი­ას იმას­თან შეკ­რავს, ვის­თა­ნაც დას­ჭირ­დე­ბა.

"ეს არის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო რი­ტო­რი­კა და ამას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ გა­აჩ­ნია რე­ა­ლურ ზრახ­ვებ­თან იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ კო­ა­ლი­ცი­ას გა­ა­კე­თებ იმას­თან ვის­თა­ნაც გჭირ­დე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აკ­ლდე­ბა გა­ხა­რი­ას ხმე­ბი და რას იზამს? მო­ღა­ლა­ტეს­თან არ გა­ვა­კე­თე­ბო კო­ა­ლი­ცი­ას და "ნა­ცებს" გა­და­ა­ბა­რებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას? ამი­ტომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" კო­ა­ლი­ცი­ას შეკ­რავს იმას­თან, ვის­თა­ნაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ვის­თან, დღეს ისი­ნი არ იტყვი­ან, ჩემი აზ­რით იმას­თან შეკ­რავს კო­ა­ლი­ცი­ას, ვის­თა­ნაც უფრო ია­ფად გა­მოვ­ლენ.

ჩვენ ძვი­რი ვღირ­ვართ, ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბი უფრო ია­ფად იყი­დე­ბი­ან და ბა­ზარ­ზე ფასს გვიგ­დე­ბენ. აქამ­დე სულ ასე იყო და აწიც ასე იქ­ნე­ბა. ჩვენ კონ­კრე­ტუ­ლი სა­კი­თხით დავ­დი­ვართ, რაც გვა­ინ­ტე­რე­სებს და შე­საც­ვლე­ლია ამ ქვე­ყა­ნა­ში, მა­გა­ლი­თად, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მა - პო­ლი­ცი­ის შე­რი­ფე­ბი და პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის მო­სა­მარ­თლე­ე­ბის არ­ჩე­ვი­თო­ბა, რო­მელ­საც თუ ვინ­მე გა­ა­კე­თებს, მას­თან კო­ა­ლი­ცი­ა­ში უნდა წახ­ვი­დე, აბა რის­თვის ხარ, ეს რომ გა­ა­კე­თო ამის­თვის ხარ პო­ლი­ტი­კა­ში, ოღონდ ჩემი კო­ლე­გე­ბი ბევ­რად ნაკ­ლე­ბით კმა­ყო­ფილ­დე­ბი­ან, ამი­ტომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ამას მე არ შე­მომ­თა­ვა­ზებს", - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ.დ.
0

ნამდვილად ძვირი ხართ - ჰა,ჰა, 5 თეთრი !

?
0

ფასი დაასახელე ))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დამანგრეველი მიწისძვრის მომენტში გადაღებული კადრები - თურქეთში, ძლიერი ბიძგების შედეგად, 20-მდე შენობა ჩამოინგრა, არის მსხვერპლი
ავტორი:

"ოცნება" ვისთანაც უფრო იაფად გამოვა, იმასთან შეკრავს კოალიციას... ჩვენ ძვირი ვღირვართ" - იაგო ხვიჩია

"ოცნება" ვისთანაც უფრო იაფად გამოვა, იმასთან შეკრავს კოალიციას... ჩვენ ძვირი ვღირვართ" - იაგო ხვიჩია

ვისთანაც უფრო იაფად გამოვა "ქართული ოცნება" იმასთან შეკრავენ კოალიციას - ჩვენ ძვირი ვღირვართ, ჩვენი კოლეგები უფრო იაფად იყიდებიან და ბაზარზე ფასს გვიგდებენ , - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ნაცმოძრაობასთან“ კოალიცია გამორიცხულია, რაც შეეხება გიორგი გახარიას, „არსებობს მაგალითები, როცა მტერთანაც გარიგდებიან ხოლმე, მაგრამ არავინ რიგდება მოღალატესთან“.

ხვიჩია მიიჩნევს, რომ სინამდვილეში „ქართული ოცნება“ კოალიციას იმასთან შეკრავს, ვისთანაც დასჭირდება.

"ეს არის წინასაარჩევნო რიტორიკა და ამას არანაირი კავშირი არ გააჩნია რეალურ ზრახვებთან იქიდან გამომდინარე, რომ კოალიციას გააკეთებ იმასთან ვისთანაც გჭირდება. წარმოიდგინეთ ხელისუფლებას აკლდება გახარიას ხმები და რას იზამს? მოღალატესთან არ გავაკეთებო კოალიციას და "ნაცებს" გადააბარებს ხელისუფლებას? ამიტომ "ქართული ოცნება" კოალიციას შეკრავს იმასთან, ვისთანაც აუცილებელი იქნება. ვისთან, დღეს ისინი არ იტყვიან, ჩემი აზრით იმასთან შეკრავს კოალიციას, ვისთანაც უფრო იაფად გამოვლენ.

ჩვენ ძვირი ვღირვართ, ჩვენი კოლეგები უფრო იაფად იყიდებიან და ბაზარზე ფასს გვიგდებენ. აქამდე სულ ასე იყო და აწიც ასე იქნება. ჩვენ კონკრეტული საკითხით დავდივართ, რაც გვაინტერესებს და შესაცვლელია ამ ქვეყანაში, მაგალითად, მართლმსაჯულების რეფორმა - პოლიციის შერიფები და პირველი ინსტანციის მოსამართლეების არჩევითობა, რომელსაც თუ ვინმე გააკეთებს, მასთან კოალიციაში უნდა წახვიდე, აბა რისთვის ხარ, ეს რომ გააკეთო ამისთვის ხარ პოლიტიკაში, ოღონდ ჩემი კოლეგები ბევრად ნაკლებით კმაყოფილდებიან, ამიტომ "ქართული ოცნება" ამას მე არ შემომთავაზებს", - განაცხადა ხვიჩიამ.