Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემთვის სიტყვა "დიეტა" არც არსებობს, ვიძინებ საღამოს 9-ზე... თუმცა მეც მაქვს ნაოჭი და ამით ვამაყობ!" - როგორია ნანა ნებიერიძის სილამაზის საიდუმლო და რას ურჩევს ქალბატონებს?
"ჩემთვის სიტყვა "დიეტა" არც არსებობს, ვიძინებ საღამოს 9-ზე... თუმცა მეც მაქვს ნაოჭი და ამით ვამაყობ!" - როგორია ნანა ნებიერიძის სილამაზის საიდუმლო და რას ურჩევს ქალბატონებს?

"ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტია, რომ შენი წლო­ვა­ნე­ბა სწო­რად აღიქ­ვა და ბო­ლოს და ბო­ლოს მიხ­ვდე, რამ­დე­ნი წლის ხარ! ნა­ო­ჭი არ არის ტრა­გე­დია... მეც მაქვს ნა­ო­ჭი ყე­ლის არე­ში, თვალ­თან და ამით ვა­მა­ყობ! ძა­ლი­ან არას­წო­რია 40-ს პლუს ასაკ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად პლასტმა­სის სახე გქონ­დეს!" - ამ­ბობს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი და სიდ­ნე­ის ოლიმ­პი­ა­დის მო­ნა­წი­ლე წყალ­ში ხტო­მა­ში, ულა­მა­ზე­სი ნანა ნე­ბი­ე­რი­ძე. იგი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად პრო­ექ­ტი­დან "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" და­ა­მახ­სოვ­რდა... ყო­ფი­ლი სპორ­ტსმე­ნი მუდ­მი­ვად არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა არის უმ­თავ­რე­სი რამ დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად?

- პირ­ველ რიგ­ში, საქ­ცი­ე­ლი, მა­ნე­რე­ბი, სწო­რი აღ­ზრდა...

- თქვენ­ზე რამ მო­ახ­დი­ნა ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნა?

- დიდი მად­ლო­ბა, თუ ფიქ­რობთ, რომ დახ­ვე­წი­ლი ვარ... სა­ბედ­ნი­ე­როდ, ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა იმ მხრივ, რომ ბე­ბი­ა­ჩე­მი გახ­ლდათ პო­ლო­ნე­ლი გრა­ფი­ნია - ამა რა­უ­მოვ­სკა­ია, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი რამ მას­წავ­ლა...

მახ­სოვს, რო­დე­საც ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე წა­სას­ვლე­ლად ვემ­ზა­დე­ბო­დით, იმ პე­რი­ოდ­ში პრე­ზი­დენ­ტი იყო ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე და წას­ვლის წინ კან­ცე­ლა­რი­ა­ში, პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რა უნდა გვქო­ნო­და. სა­გან­გე­ბო გა­მო­სას­ვლე­ლი კოს­ტი­უ­მი და ქვე­და­ბო­ლო­ე­ბი გვეც­ვა, შლა­პე­ბიც - ულა­მა­ზე­სი ფორ­მის იყო... ბე­ბი­ამ გა­მო­წყო­ბი­ლი რომ და­მი­ნა­ხა, მი­თხრა, "ჩუ­ლო­ჩ­კე­ბი" ჩა­იც­ვიო. იგი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი გახ­ლდათ და ვერც მივ­ხვდი, რისი ჩაც­მა მირ­ჩია... თურ­მე, კოლ­ჰოტს გუ­ლის­ხმობ­და და გა­და­ვი­რიე, 40 გრა­დუ­სი სი­ცხე იყო, იწ­ვო­და თბი­ლი­სი და კოლ­ჰოტს რა ჩა­მაც­მევ­და?!. ჩემს აღ­შფო­თე­ბას ბე­ბი­ას საყ­ვე­დუ­რი მოჰ­ყვა: რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ დო­ნის მი­ღე­ბა­ზე ქალი შიშ­ვე­ლი ფე­ხე­ბით მიხ­ვი­დეო...

მის­გან ნას­წავ­ლი მე­ო­რე უმ­თავ­რე­სი რამ დღემ­დე წე­სად მაქვს! სა­დაც უნდა წა­ვი­დე - ქორ­წილ­ში, და­ბა­დე­ბის დღე­ზე, პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე, ჯერ აუ­ცი­ლებ­ლად გემ­რი­ე­ლად უნდა ვი­სა­დი­ლო! სულ მე­უბ­ნე­ბო­და, ასეთ ად­გი­ლებ­ზე ჭამა არ შე­იძ­ლე­ბა, მხო­ლოდ რამე უნდა გა­სინ­ჯოო... გა­მო­რი­ცხუ­ლია, სად­მე მი­ვი­დე და წი­ნას­წარ გემ­რი­ე­ლად და­ნაყ­რე­ბუ­ლი არ ვიყო! ალ­ბათ ახლა ამას რომ წა­ი­კი­თხა­ვენ, და­ი­წყე­ბა ჩემი და­ბუ­ლინ­გე­ბა, მაგ­რამ რა ვქნა, ბე­ბი­ამ ბავ­შვო­ბი­დან ასე მი­მაჩ­ვია.

- ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ყო­ფილ­ხართ იმ დროს, როცა ჯერ კი­დევ ჩა­კე­ტილ სივ­რცე­ში ვცხოვ­რობ­დით... სი­ახ­ლე­ე­ბის გაც­ნო­ბას ამ­ჯო­ბი­ნებთ თუ ის­ტო­რი­ულ წარ­სულ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას?

- მე იმ თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნი ვარ, უკვე ძა­ლი­ან მყა­რად რომ დავ­დი­ვართ დე­და­მი­წა­ზე... მომ­წონს და მიყ­ვარს ის, რაც არის სი­ნამ­დვი­ლე­ში! რაც შე­ე­ხე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბას, პან­დე­მი­ამ ამ მხრივ ძა­ლი­ან დაგ­ვა­ზა­რა­ლა და ამი­ტო­მაც სა­გან­გე­ბოდ ავი­ცე­რი, სად­მე რომ წა­ვი­დე... მოგ­ზა­უ­რო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი "რეს­ტარ­ტია" ჩემ­თვის!

- თქვენ ხომ პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი იყა­ვით იმ მხრივ, რომ მა­შინ შე­გეძ­ლოთ გე­მოგ­ზა­უ­რათ, რო­დე­საც ჯერ კი­დევ ბევ­რს არ ჰქონ­და ამის სა­შუ­ა­ლე­ბა... პირ­ვე­ლად რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­დით და რით იყო შთამ­ბეჭ­და­ვი?

- ცოტა არას­წო­რად არის კი­თხვა დას­მუ­ლი... კი ბა­ტო­ნო, მე იმ პე­რი­ოდ­ში და­ვი­წყე სა­ზღვარ­გა­რეთ სი­ა­რუ­ლი, როცა ჩა­კე­ტი­ლი სივ­რცე იყო, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ, რისი ნახ­ვაც ძი­რი­თა­დად მი­წევ­და, ეს იყო: აე­რო­პორ­ტი, აუზი და ის, რა­საც ავ­ტო­ბუ­სი­დან ან სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი­დან ქუ­ჩა­ში და­ვი­ნა­ხავ­დით.

მერე რაც უფრო გა­ვი­ზარ­დე, მით მე­ტად ვპო­უ­ლობ­დი დროს მე­სე­ირ­ნა და რამე მე­ნა­ხა... პირ­ვე­ლი ჩემი მოგ­ზა­უ­რო­ბა იყო ავ­სტრი­ა­ში, ვე­ნა­ში... ვე­ნი­დან ინსბ­რუკ­ში წა­ვე­დით და ვი­ნა­ი­დან ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში ყოფ­ნის დროს და­ვი­კარ­გე. ხომ დიდი დრო გა­ვი­და, მაგ­რამ დღე­საც ვფიქ­რობ, რა­ტომ მი­პო­ვეს, ნე­ტავ იქ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი-მეთ­ქი (იცი­ნის)...

- მა­შინ არ შე­გე­შინ­დათ?

- არა... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჩა­კე­ტი­ლი სივ­რცი­დან 7 წლის ბავ­შვი უცებ აღ­მოჩ­ნდა ასეთ ქა­ლაქ­ში, უზარ­მა­ზარ მა­ღა­ზი­ა­ში და იმ­დე­ნი სა­ინ­ტე­რე­სო რამ ნახა... აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი.

- ყვე­ლა­ზე გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა სად ნა­ხეთ?

- ვი­ნა­ი­დან იტა­ლი­ა­ზე ვგიჟ­დე­ბი და ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს იტა­ლი­უ­რი ენა, სამ­ზა­რე­უ­ლო, სტი­ლი, ჩაც­მუ­ლო­ბა, ლა­პა­რა­კი, ქცე­ვა და ასე შემ­დეგ, ამი­ტო­მაც, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­ხედ­ვი­თაც იტა­ლია ჩემ­თვის ნო­მე­რი პირ­ვე­ლია!

- ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი­დან ვინ გახ­სენ­დე­ბათ მი­სა­ბა­ძად გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი?

- მე ძა­ლი­ან მომ­წონს ირა პრუ­სეც­კა­ია... სო­ლი­დურ ასაკ­ში მყო­ფი ქალ­ბა­ტო­ნი ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლია, არა­სო­დეს აქვს ზედ­მე­ტი წონა და ზუს­ტად ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­გო­რი ქა­ლიც ძა­ლი­ან მომ­წონს... ბრჭყვი­ა­ლებს და ზედ­მეტ ფე­რებს ვერ იპო­ვით მის სა­მოს­ში, ზუს­ტად იცის თა­ვი­სი სხე­უ­ლი და რო­გო­რი შე­მო­სი­ლით უნდა წარ­დგეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე! გვარ­მა შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი და­აბ­ნი­ოს, მაგ­რამ თბი­ლი­სე­ლი ქალ­ბა­ტო­ნია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს და ქარ­თვე­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რად. თე­მურ ჭყო­ნი­ას მე­უღ­ლის - მა­რი­ნა გუ­ნი­ას ახლო მე­გო­ბა­რია.

ამას წი­ნათ მე და ჩემი შვი­ლი ვსა­უბ­რობ­დით აჩი არ­ვე­ლა­ძის მე­უღ­ლე­ზე. ძა­ლი­ან მომ­წონს ეს გოგო, გა­მორ­ჩე­უ­ლად ბუ­ნებ­რი­ვია. არ არის გი­ჟუ­რად გა­ტა­ცე­ბუ­ლი ინი­ექ­ცი­ე­ბით და პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბით, თან ძა­ლი­ან თავ­მდა­ბა­ლია და ნაზი.

რაც შე­ე­ხე­ბა ცნო­ბი­ლებს, მა­ნი­კა ასა­თი­ანს გა­მო­ვარ­ჩევ­დი. ისიც ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვია. სა­უბ­რის და­სა­წყის­ში რაც ვახ­სე­ნე - საქ­ცი­ე­ლი, მა­ნე­რე­ბი, სწო­რი აღ­ზრდა, ყვე­ლა პუნ­ქტს მაქ­სი­მა­ლუ­რად აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ეს მისი და­ნახ­ვის პირ­ვე­ლი წა­მი­დან შე­იმ­ჩნე­ვა!

- უკვე მოზ­რდი­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი გყავთ, თა­ვად კი ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბით, შოკ­ში აგ­დებთ უც­ნო­ბებს, ვინც ბე­ბი­ის ამ­პლუ­ა­ში გა­გიც­ნობთ... რა არის თქვე­ნი ასე­თი გა­რეგ­ნო­ბის სა­ი­დუმ­ლო?

- დიდი მად­ლო­ბა, თუ ასე თვლით... არ­სე­ბობს ბევ­რი რამ, რა­საც ასე ვთქვათ, ვერ ვი­კად­რებ... მაქ­სი­მა­ლუ­რად ვა­კონ­ტრო­ლებ, ზედ­მე­ტი წონა არ მქონ­დეს. კა­ტე­გო­რი­უ­ლად წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ ამის და ჩემ­თვის სი­ტყვა "დი­ე­ტა" არც არ­სე­ბობს! ჯან­სა­ღი კვე­ბა, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი - ეს არის ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
8

აჩი არველაძის მეუღლე მეც ძალიან მომწონს. ნამდვილად მშვენიერი ქალია. ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე ვნახე და წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. სიმშვიდესა და კეთილშობილებას ასხივებდა. სადად ეცვა და დიდად არ აქტიურობდა, მაგრამ თვალს ვერ მოსწყვეტდი. 

გია
3
მქონდეს კაი ცხოვრება და შემოსავალი, ტახტადან არ ავდგებოდი
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ჩემთვის სიტყვა "დიეტა" არც არსებობს, ვიძინებ საღამოს 9-ზე... თუმცა მეც მაქვს ნაოჭი და ამით ვამაყობ!" - როგორია ნანა ნებიერიძის სილამაზის საიდუმლო და რას ურჩევს ქალბატონებს?

"ჩემთვის სიტყვა "დიეტა" არც არსებობს, ვიძინებ საღამოს 9-ზე... თუმცა მეც მაქვს ნაოჭი და ამით ვამაყობ!" - როგორია ნანა ნებიერიძის სილამაზის საიდუმლო და რას ურჩევს ქალბატონებს?

"ფსიქოლოგიური მომენტია, რომ შენი წლოვანება სწორად აღიქვა და ბოლოს და ბოლოს მიხვდე, რამდენი წლის ხარ! ნაოჭი არ არის ტრაგედია... მეც მაქვს ნაოჭი ყელის არეში, თვალთან და ამით ვამაყობ! ძალიან არასწორია 40-ს პლუს ასაკში აბსოლუტურად პლასტმასის სახე გქონდეს!" - ამბობს ევროპის ჩემპიონი და სიდნეის ოლიმპიადის მონაწილე წყალში ხტომაში, ულამაზესი ნანა ნებიერიძე. იგი საზოგადოებას ყველაზე მეტად პროექტიდან "ცეკვავენ ვარსკვლავები" დაამახსოვრდა... ყოფილი სპორტსმენი მუდმივად არაჩვეულებრივად გამოიყურება.

- როგორ ფიქრობთ, რა არის უმთავრესი რამ დახვეწილი გემოვნების გამოსავლენად?

- პირველ რიგში, საქციელი, მანერები, სწორი აღზრდა...

- თქვენზე რამ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა?

- დიდი მადლობა, თუ ფიქრობთ, რომ დახვეწილი ვარ... საბედნიეროდ, ძალიან გამიმართლა იმ მხრივ, რომ ბებიაჩემი გახლდათ პოლონელი გრაფინია - ამა რაუმოვსკაია, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მასწავლა...

მახსოვს, როდესაც ოლიმპიურ თამაშებზე წასასვლელად ვემზადებოდით, იმ პერიოდში პრეზიდენტი იყო ედუარდ შევარდნაძე და წასვლის წინ კანცელარიაში, პრეზიდენტთან შეხვედრა უნდა გვქონოდა. საგანგებო გამოსასვლელი კოსტიუმი და ქვედაბოლოები გვეცვა, შლაპებიც - ულამაზესი ფორმის იყო... ბებიამ გამოწყობილი რომ დამინახა, მითხრა, "ჩულოჩკები" ჩაიცვიო. იგი რუსულენოვანი გახლდათ და ვერც მივხვდი, რისი ჩაცმა მირჩია... თურმე, კოლჰოტს გულისხმობდა და გადავირიე, 40 გრადუსი სიცხე იყო, იწვოდა თბილისი და კოლჰოტს რა ჩამაცმევდა?!. ჩემს აღშფოთებას ბებიას საყვედური მოჰყვა: როგორ შეიძლება ამ დონის მიღებაზე ქალი შიშველი ფეხებით მიხვიდეო...

მისგან ნასწავლი მეორე უმთავრესი რამ დღემდე წესად მაქვს! სადაც უნდა წავიდე - ქორწილში, დაბადების დღეზე, პრეზენტაციაზე, ჯერ აუცილებლად გემრიელად უნდა ვისადილო! სულ მეუბნებოდა, ასეთ ადგილებზე ჭამა არ შეიძლება, მხოლოდ რამე უნდა გასინჯოო... გამორიცხულია, სადმე მივიდე და წინასწარ გემრიელად დანაყრებული არ ვიყო! ალბათ ახლა ამას რომ წაიკითხავენ, დაიწყება ჩემი დაბულინგება, მაგრამ რა ვქნა, ბებიამ ბავშვობიდან ასე მიმაჩვია.

- ბევრ ქვეყანაში ყოფილხართ იმ დროს, როცა ჯერ კიდევ ჩაკეტილ სივრცეში ვცხოვრობდით... სიახლეების გაცნობას ამჯობინებთ თუ ისტორიულ წარსულში მოგზაურობას?

- მე იმ თაობის ადამიანი ვარ, უკვე ძალიან მყარად რომ დავდივართ დედამიწაზე... მომწონს და მიყვარს ის, რაც არის სინამდვილეში! რაც შეეხება მოგზაურობას, პანდემიამ ამ მხრივ ძალიან დაგვაზარალა და ამიტომაც საგანგებოდ ავიცერი, სადმე რომ წავიდე... მოგზაურობა სერიოზული "რესტარტია" ჩემთვის!

- თქვენ ხომ პრივილეგირებული იყავით იმ მხრივ, რომ მაშინ შეგეძლოთ გემოგზაურათ, როდესაც ჯერ კიდევ ბევრს არ ჰქონდა ამის საშუალება... პირველად რომელ ქვეყანაში იმყოფებოდით და რით იყო შთამბეჭდავი?

- ცოტა არასწორად არის კითხვა დასმული... კი ბატონო, მე იმ პერიოდში დავიწყე საზღვარგარეთ სიარული, როცა ჩაკეტილი სივრცე იყო, მაგრამ მერწმუნეთ, რისი ნახვაც ძირითადად მიწევდა, ეს იყო: აეროპორტი, აუზი და ის, რასაც ავტობუსიდან ან სამარშრუტო ტაქსიდან ქუჩაში დავინახავდით.

მერე რაც უფრო გავიზარდე, მით მეტად ვპოულობდი დროს მესეირნა და რამე მენახა... პირველი ჩემი მოგზაურობა იყო ავსტრიაში, ვენაში... ვენიდან ინსბრუკში წავედით და ვინაიდან ძალიან პატარა ვიყავი, ერთ-ერთ მაღაზიაში ყოფნის დროს დავიკარგე. ხომ დიდი დრო გავიდა, მაგრამ დღესაც ვფიქრობ, რატომ მიპოვეს, ნეტავ იქ დავრჩენილიყავი-მეთქი (იცინის)...

- მაშინ არ შეგეშინდათ?

- არა... წარმოიდგინეთ, ჩაკეტილი სივრციდან 7 წლის ბავშვი უცებ აღმოჩნდა ასეთ ქალაქში, უზარმაზარ მაღაზიაში და იმდენი საინტერესო რამ ნახა... აღფრთოვანებული ვიყავი.

- ყველაზე გემოვნებიანი მოსახლეობა სად ნახეთ?

- ვინაიდან იტალიაზე ვგიჟდები და ყველაზე მეტად მიყვარს იტალიური ენა, სამზარეულო, სტილი, ჩაცმულობა, ლაპარაკი, ქცევა და ასე შემდეგ, ამიტომაც, გემოვნებიანი მოსახლეობის მიხედვითაც იტალია ჩემთვის ნომერი პირველია!

- ცნობილი ქართველი ქალბატონებიდან ვინ გახსენდებათ მისაბაძად გემოვნებიანი?

- მე ძალიან მომწონს ირა პრუსეცკაია... სოლიდურ ასაკში მყოფი ქალბატონი ძალიან დახვეწილია, არასოდეს აქვს ზედმეტი წონა და ზუსტად ისე გამოიყურება, როგორი ქალიც ძალიან მომწონს... ბრჭყვიალებს და ზედმეტ ფერებს ვერ იპოვით მის სამოსში, ზუსტად იცის თავისი სხეული და როგორი შემოსილით უნდა წარდგეს საზოგადოების წინაშე! გვარმა შეიძლება ბევრი დააბნიოს, მაგრამ თბილისელი ქალბატონია, საქართველოში ცხოვრობს და ქართველია ყველანაირად. თემურ ჭყონიას მეუღლის - მარინა გუნიას ახლო მეგობარია.

ამას წინათ მე და ჩემი შვილი ვსაუბრობდით აჩი არველაძის მეუღლეზე. ძალიან მომწონს ეს გოგო, გამორჩეულად ბუნებრივია. არ არის გიჟურად გატაცებული ინიექციებით და პლასტიკური ოპერაციებით, თან ძალიან თავმდაბალია და ნაზი.

რაც შეეხება ცნობილებს, მანიკა ასათიანს გამოვარჩევდი. ისიც ძალიან ბუნებრივია. საუბრის დასაწყისში რაც ვახსენე - საქციელი, მანერები, სწორი აღზრდა, ყველა პუნქტს მაქსიმალურად აკმაყოფილებს. ეს მისი დანახვის პირველი წამიდან შეიმჩნევა!

- უკვე მოზრდილი შვილიშვილი გყავთ, თავად კი ისე გამოიყურებით, შოკში აგდებთ უცნობებს, ვინც ბებიის ამპლუაში გაგიცნობთ... რა არის თქვენი ასეთი გარეგნობის საიდუმლო?

- დიდი მადლობა, თუ ასე თვლით... არსებობს ბევრი რამ, რასაც ასე ვთქვათ, ვერ ვიკადრებ... მაქსიმალურად ვაკონტროლებ, ზედმეტი წონა არ მქონდეს. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ამის და ჩემთვის სიტყვა "დიეტა" არც არსებობს! ჯანსაღი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი - ეს არის ჩემი ყოველდღიურობა...წაიკითხეთ სრულად