სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯგუფური გაუპატიურება, ბულინგი და უმძიმესი ცხოვრება - ულამაზესი სპორტსმენის გზა ტრაგედიიდან დიდების მწვერვალამდე
ჯგუფური გაუპატიურება, ბულინგი და უმძიმესი ცხოვრება - ულამაზესი სპორტსმენის გზა ტრაგედიიდან დიდების მწვერვალამდე

პეიჯ ვან­ზან­ტი - ორ­თაბ­რძო­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ზე ლა­მაზ მებ­რძოლ გო­გო­ნა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი. UFC-ში (Ultimate Fighting Championship) მან 6 წელი იბ­რძო­ლა და სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბის გარ­და, გულ­შე­მატ­კივ­რის გული შთამ­ბეჭ­და­ვი გა­რეგ­ნო­ბი­თაც მი­ი­პყრო. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ის იბ­რძვის შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით და იმა­ზე მეტი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს, ვიდ­რე ბევრ სხვას UFC-ში. ბევ­რი ფიქ­რობს, პე­ი­ჯის ად­გი­ლი არ არის შიშ­ვე­ლი მუშ­ტე­ბით ბრძო­ლის არე­ნა­ზე, თუმ­ცა ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს ამ­ტკი­ცებს. მარ­თა­ლია, თა­ვის დრო­ზე, პირ­ველ ბრძო­ლა­ში და­მარ­ცხდა, თუმ­ცა არ და­ნებ­და, ხა­სი­ა­თის სიმ­ტკი­ცე და სი­მა­მა­ცე გა­მო­ავ­ლი­ნა.

პე­ი­ჯის ცხოვ­რე­ბა ურ­თუ­ლე­სი იყო, მას მო­უ­წია გა­და­ე­ტა­ნა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, უსას­ტი­კე­სი და­ცინ­ვა, ბუ­ლინ­გი, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, რო­გორც თვი­თონ­ვე ამ­ბობს, ყვე­ლა­ფე­რი ხა­სი­ა­თის სიმ­ტკი­ცი­სა და რე­ლი­გი­ის წყა­ლო­ბით გა­და­ლა­ხა. და­ქორ­წინ­და სპორ­ტსმენ­ზე, რო­მე­ლიც მის მსგავ­სად, მებ­რძო­ლია.

ბავ­შვო­ბა­ში პე­ი­ჯი საყ­ვა­რე­ლი, პო­ზი­ტი­უ­რი, გუ­ლან­თე­ბუ­ლი და ლაღი გო­გო­ნა იყო, რო­მე­ლიც ცეკ­ვა­ზე და­დი­ო­და და არას­დროს ფიქ­რობ­და შე­რე­ულ ორ­თაბ­რძო­ლებ­ზე. თუმ­ცა ზუს­ტად მისი გა­რეგ­ნო­ბა გახ­და ბუ­ლინ­გის მი­ზე­ზი. ბევ­რს შურ­და მისი, ამ­ცი­რებ­დნენ, ეს­როდ­ნენ ნა­გავს, უხევ­დნენ ჩან­თა­სა და წიგ­ნებს, სცემ­დნენ. პა­ტა­რა ვან­ზანტს არ შე­ეძ­ლო სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვა და კლა­სე­ლე­ბის მხრი­დან ყვე­ლა­ნა­ი­რი დამ­ცი­რე­ბის მოთ­მე­ნა უწევ­და.

ვე­რას­დროს ხვდე­ბო­და, რა­ტომ ვერ იტან­დნენ - ამის გამო არ უყ­ვარ­და სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი. როცა 14 წლის იყო, კლა­სე­ლებ­მა წვე­უ­ლე­ბა­ზე მი­იწ­ვი­ეს. გო­გო­ნას გა­უ­ხარ­და, მაგ­რამ ამა­ოდ - იმ ღა­მეს მან ჯო­ჯო­ხე­თი გა­მო­ი­ა­რა და სახ­ლში სრუ­ლი­ად სხვა ადა­მი­ა­ნი დაბ­რუნ­და.

"მარ­ტო­სუ­ლად ვგრძნობ­დი თავს და მწყინ­და, იმ დღეს მხო­ლოდ ერთი რამ გა­ვი­ფიქ­რე, - ვაუ, ძლივს, ვი­ღა­ცებს, შე­საძ­ლოა, ჩემ­თან და­მე­გობ­რე­ბა სურთ - მეთ­ქი... მაგ­რამ ბი­ჭებ­მა, რომ­ლე­ბიც წვე­უ­ლე­ბა­ზე იყ­ვნენ, წრე შე­მო­მარ­ტყეს და ძა­ლა­დო­ბა და­ი­წყეს. როცა ვცდი­ლობ­დი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­მე­წია, მცემ­დნენ. გონ­ზე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ჩემი სხე­უ­ლი თით­ქოს მოკ­ვდა. ვხვდე­ბო­დი, რაც ხდე­ბო­და, მაგ­რამ არ შე­მეძ­ლო ამის შე­ჩე­რე­ბა. სხვა გზა არ მქონ­და, გარ­და მოთ­მე­ნი­სა და ლოც­ვი­სა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მალე დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო“, - ამ­ბობს ვან­ზან­ტი.

ბი­ჭებ­მა არა მხო­ლოდ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს პე­ი­ჯი, არა­მედ სკო­ლა­შიც გა­ავ­რცე­ლეს ხმე­ბი მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ. გო­გო­ნა კი­დევ უფრო გა­რი­ყეს: დას­ცი­ნოდ­ნენ და ბოზს ეძახ­დნენ. პე­ი­ჯ­მა გა­და­ტა­ნილ ტრა­გე­დი­ა­ზე მშობ­ლებ­საც არა­ფე­რი უთხრა... სუ­ი­ციდ­ზე ფიქ­რობ­და, თუმ­ცა სა­კუ­თარ თავ­ში ძალა გა­მო­ნა­ხა და "შავი ფიქ­რე­ბი" დაძ­ლია, რა­შიც დიდ­წი­ლად სპორ­ტი და­ეხ­მა­რა.

როცა კლა­სე­ლე­ბის ბუ­ლინ­გი აუ­ტა­ნე­ლი გახ­და, მშობ­ლებ­მა UFC-ის ჩემ­პი­ო­ნის, კენ შემ­რო­კის დარ­ბაზ­ში შე­იყ­ვა­ნეს. პე­იჯს სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა, ხოლო საყ­ვა­რე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე გო­გოს­გან მალე მებ­რძო­ლად გარ­და­იქ­მნა. გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბამ და და­ცინ­ვამ გო­გო­ნა ბევ­რად ძლი­ე­რი გა­ხა­და - მას ფო­ლა­დის ხა­სი­ა­თი ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და.

"ვფიქ­რობ, ჩემი გა­რეგ­ნო­ბის გამო ვერ მი­ტან­დნენ. სკო­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დია. ისე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო, იმ­დე­ნად მტკი­ო­და... უბ­რა­ლოდ, ამ დროს არ გინ­და მოკ­ვდე, გსურს, რომ ეს ტკი­ვი­ლი რო­გორ­მე აღარ შე­იგ­რძნო. სწო­რედ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო კო­ლე­ჯში ადრე შე­ვე­დი. ახლა წარ­სულ­ში არა­ფერს შევ­ცვლი­დი. და­ცინ­ვამ უფრო ძლი­ე­რი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გამ­ხა­და", - ამ­ბობს პე­ი­ჯი.

გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შე­სა­ხებ ვან­ზან­ტმა თა­ვის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ წიგნ­ში და­წე­რა. სწო­რედ აქე­დან გა­ი­გეს მის­მა მშობ­ლებ­მაც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წიგ­ნის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გო­გო­ნე­ბი პე­იჯს სწე­რენ, ის კი მათ დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ეხ­მა­რე­ბა და რჩე­ვებს აძ­ლევს.

პე­ი­ჯ­მა UFC-ში პირ­ვე­ლი ბრძო­ლა 20 წლის ასაკ­ში ჩა­ა­ტა­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემ­პი­ო­ნი ვერ გახ­და, 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი ფანი გა­ი­ჩი­ნა. 2020 წელს კი ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ტო­ვა.

იმ პე­რი­ოდ­ში ვან­ზან­ტი უკვე პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო - ად­გი­ლობ­რივ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ობ­და, "ინ­სტაგ­რამ­ზე“ კი მი­ლი­ო­ნო­ბით გა­მომ­წე­რი ემა­ტე­ბო­და.

"ყვე­ლამ იცის რამ­დენს ვშო­უ­ლობ­დი UFC-ში - 46 ათას დო­ლარს ბრძო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის და ერთ მაგ­დენს გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ამა­ზე ბევ­რად მე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა "ინ­სტაგ­რა­მის" რეკ­ლა­მე­ბით შე­მიძ­ლია.მხო­ლოდ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის“ ერთი სე­ზო­ნით იმა­ზე მეტი ვი­შო­ვე, ვიდ­რე UFC-ში მთე­ლი კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე“, - ამ­ბობს სპორ­ტსმე­ნი, თუმ­ცა სპორ­ტს თავს არ ანე­ბებს. მას უყ­ვარს ორ­თაბ­რძო­ლე­ბი და ამ­ჟა­მად BKFC-ის მებ­რძო­ლია.

მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის. 2018 წელს "ბე­ლა­ტო­რის“ მებ­რძოლ­მა ოს­ტინ ვან­დერ­ფორდმა მას ხელი სთხო­ვა. წყვი­ლი დღემ­დე ერ­თად არის.

"რწმე­ნა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით კი კა­რი­ე­რა­ში. მე ამ გა­გე­ბით ვიზ­რდე­ბო­დი - და­ვი­ბა­დე ქრის­ტი­ა­ნულ ოჯახ­ში, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად, ღმერ­თი შე­და­რე­ბით გვი­ან შე­ვი­ცა­ნი. რწმე­ნა მი­მარ­თუ­ლე­ბას აძ­ლევ­და ჩემს კა­რი­ე­რას. ბევ­რი და­ცე­მა და აღ­მაფ­რე­ნა გან­ვი­ცა­დე, რო­მე­ლიც ამე­რი­კულ მთებს მა­გო­ნებს. თუმ­ცა ყო­ველ­თვის ვრჩე­ბო­დი პო­ზი­ტი­ურ ადა­მი­ა­ნად, იმი­ტომ, რომ ღმერ­თის გეგ­მებს ვენ­დო­ბი", - ამ­ბობს პე­ი­ჯი.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თთთთ
3

ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება, მაგრამ ამ ბიჭს რა დიდი ყურები აქვს...

დიდება უფალს
2

დიდება უფალს! სულ წარმატებებით გევლოს...ყოჩაღ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ჯგუფური გაუპატიურება, ბულინგი და უმძიმესი ცხოვრება - ულამაზესი სპორტსმენის გზა ტრაგედიიდან დიდების მწვერვალამდე

ჯგუფური გაუპატიურება, ბულინგი და უმძიმესი ცხოვრება - ულამაზესი სპორტსმენის გზა ტრაგედიიდან დიდების მწვერვალამდე

პეიჯ ვანზანტი - ორთაბრძოლების სამყაროში ყველაზე ლამაზ მებრძოლ გოგონადაა აღიარებული. UFC-ში (Ultimate Fighting Championship) მან 6 წელი იბრძოლა და სპორტული მიღწევების გარდა, გულშემატკივრის გული შთამბეჭდავი გარეგნობითაც მიიპყრო. საინტერესოა, რომ ის იბრძვის შიშველი ხელებით და იმაზე მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე ბევრ სხვას UFC-ში. ბევრი ფიქრობს, პეიჯის ადგილი არ არის შიშველი მუშტებით ბრძოლის არენაზე, თუმცა ის საწინააღმდეგოს ამტკიცებს. მართალია, თავის დროზე, პირველ ბრძოლაში დამარცხდა, თუმცა არ დანებდა, ხასიათის სიმტკიცე და სიმამაცე გამოავლინა.

პეიჯის ცხოვრება ურთულესი იყო, მას მოუწია გადაეტანა გაუპატიურება, უსასტიკესი დაცინვა, ბულინგი, მაგრამ საბოლოოდ, როგორც თვითონვე ამბობს, ყველაფერი ხასიათის სიმტკიცისა და რელიგიის წყალობით გადალახა. დაქორწინდა სპორტსმენზე, რომელიც მის მსგავსად, მებრძოლია.

ბავშვობაში პეიჯი საყვარელი, პოზიტიური, გულანთებული და ლაღი გოგონა იყო, რომელიც ცეკვაზე დადიოდა და არასდროს ფიქრობდა შერეულ ორთაბრძოლებზე. თუმცა ზუსტად მისი გარეგნობა გახდა ბულინგის მიზეზი. ბევრს შურდა მისი, ამცირებდნენ, ესროდნენ ნაგავს, უხევდნენ ჩანთასა და წიგნებს, სცემდნენ. პატარა ვანზანტს არ შეეძლო საკუთარი თავის დაცვა და კლასელების მხრიდან ყველანაირი დამცირების მოთმენა უწევდა.

ვერასდროს ხვდებოდა, რატომ ვერ იტანდნენ - ამის გამო არ უყვარდა სკოლაში სიარული. როცა 14 წლის იყო, კლასელებმა წვეულებაზე მიიწვიეს. გოგონას გაუხარდა, მაგრამ ამაოდ - იმ ღამეს მან ჯოჯოხეთი გამოიარა და სახლში სრულიად სხვა ადამიანი დაბრუნდა.

"მარტოსულად ვგრძნობდი თავს და მწყინდა, იმ დღეს მხოლოდ ერთი რამ გავიფიქრე, - ვაუ, ძლივს, ვიღაცებს, შესაძლოა, ჩემთან დამეგობრება სურთ - მეთქი... მაგრამ ბიჭებმა, რომლებიც წვეულებაზე იყვნენ, წრე შემომარტყეს და ძალადობა დაიწყეს. როცა ვცდილობდი წინააღმდეგობა გამეწია, მცემდნენ. გონზე ვიყავი, მაგრამ ჩემი სხეული თითქოს მოკვდა. ვხვდებოდი, რაც ხდებოდა, მაგრამ არ შემეძლო ამის შეჩერება. სხვა გზა არ მქონდა, გარდა მოთმენისა და ლოცვისა, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულებულიყო“, - ამბობს ვანზანტი.

ბიჭებმა არა მხოლოდ გააუპატიურეს პეიჯი, არამედ სკოლაშიც გაავრცელეს ხმები მომხდარის შესახებ. გოგონა კიდევ უფრო გარიყეს: დასცინოდნენ და ბოზს ეძახდნენ. პეიჯმა გადატანილ ტრაგედიაზე მშობლებსაც არაფერი უთხრა... სუიციდზე ფიქრობდა, თუმცა საკუთარ თავში ძალა გამონახა და "შავი ფიქრები" დაძლია, რაშიც დიდწილად სპორტი დაეხმარა.

როცა კლასელების ბულინგი აუტანელი გახდა, მშობლებმა UFC-ის ჩემპიონის, კენ შემროკის დარბაზში შეიყვანეს. პეიჯს სიტუაცია ძალიან მოეწონა, ხოლო საყვარელი მოცეკვავე გოგოსგან მალე მებრძოლად გარდაიქმნა. გაუპატიურებამ და დაცინვამ გოგონა ბევრად ძლიერი გახადა - მას ფოლადის ხასიათი ჩამოუყალიბდა.

"ვფიქრობ, ჩემი გარეგნობის გამო ვერ მიტანდნენ. სკოლა ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდია. ისეთი სიტუაცია იყო, იმდენად მტკიოდა... უბრალოდ, ამ დროს არ გინდა მოკვდე, გსურს, რომ ეს ტკივილი როგორმე აღარ შეიგრძნო. სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო კოლეჯში ადრე შევედი. ახლა წარსულში არაფერს შევცვლიდი. დაცინვამ უფრო ძლიერი და თავდაჯერებული გამხადა", - ამბობს პეიჯი.

გაუპატიურების შესახებ ვანზანტმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა. სწორედ აქედან გაიგეს მისმა მშობლებმაც. აღსანიშნავია, რომ წიგნის გამოქვეყნების შემდეგ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგონები პეიჯს სწერენ, ის კი მათ დიდი ენთუზიაზმით ეხმარება და რჩევებს აძლევს.

პეიჯმა UFC-ში პირველი ბრძოლა 20 წლის ასაკში ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონი ვერ გახდა, 6 წლის განმავლობაში უამრავი ფანი გაიჩინა. 2020 წელს კი ორგანიზაცია დატოვა.

იმ პერიოდში ვანზანტი უკვე პოპულარული იყო - ადგილობრივ "ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობდა, "ინსტაგრამზე“ კი მილიონობით გამომწერი ემატებოდა.

"ყველამ იცის რამდენს ვშოულობდი UFC-ში - 46 ათას დოლარს ბრძოლაში მონაწილეობისთვის და ერთ მაგდენს გამარჯვების შემთხვევაში. ამაზე ბევრად მეტის გამომუშავება "ინსტაგრამის" რეკლამებით შემიძლია.მხოლოდ "ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთი სეზონით იმაზე მეტი ვიშოვე, ვიდრე UFC-ში მთელი კარიერის მანძილზე“, - ამბობს სპორტსმენი, თუმცა სპორტს თავს არ ანებებს. მას უყვარს ორთაბრძოლები და ამჟამად BKFC-ის მებრძოლია.

მის პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი კარგად არის. 2018 წელს "ბელატორის“ მებრძოლმა ოსტინ ვანდერფორდმა მას ხელი სთხოვა. წყვილი დღემდე ერთად არის.

"რწმენა ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით კი კარიერაში. მე ამ გაგებით ვიზრდებოდი - დავიბადე ქრისტიანულ ოჯახში, თუმცა რეალურად, ღმერთი შედარებით გვიან შევიცანი. რწმენა მიმართულებას აძლევდა ჩემს კარიერას. ბევრი დაცემა და აღმაფრენა განვიცადე, რომელიც ამერიკულ მთებს მაგონებს. თუმცა ყოველთვის ვრჩებოდი პოზიტიურ ადამიანად, იმიტომ, რომ ღმერთის გეგმებს ვენდობი", - ამბობს პეიჯი.

ავტორი: ანრი კურტანიძე