კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნება“ ოზურგეთის მერობის კანდიდატად არჩილ თალაკვაძის ძმას წარადგენს?
"ქართული ოცნება“ ოზურგეთის მერობის კანდიდატად არჩილ თალაკვაძის ძმას წარადგენს?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ოზურ­გე­თის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი შე­საძ­ლოა პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის ძმა, ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძე იყოს.

ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძე 2015 წლი­დან სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლად მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა 2020 წლის ნო­ემ­ბერ­ში თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის მი­ზე­ზი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრთან, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეს­თან კონ­ფლიქ­ტი გახ­და.

იმ­ხა­ნად ამ­ბობ­დნენ, რომ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის უფ­რო­სი ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძე ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, მი­ზე­ზი კი ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი კრი­ზი­სუ­ლი ვი­თა­რე­ბა, მისი არას­წო­რი მარ­თვა და სის­ტე­მის სრუ­ლი კო­ლა­ფი­სი გახ­და (სწო­რედ თა­ლაკ­ვა­ძის უწყე­ბა არე­გუ­ლი­რებ­და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბის გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბას), თუმ­ცა უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძემ “თა­ვი­სი სურ­ვი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე” და­წე­რა გან­ცხა­დე­ბა.

ambebi.ge ოზურ­გე­თის მე­რო­ბის სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­დატ­ზე სან­დო წყა­როს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერთ ლი­დერს, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც ჩვე­ნი შე­კი­თხვა უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვა.

ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძე 1984 წლის 8 აპ­რილს და­ი­ბა­და. 2001-2005 წლებ­ში სწავ­ლობ­და და და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ-ტექ­ნი­კუ­რი ფა­კულ­ტე­ტი, სპე­ცი­ა­ლო­ბა - სა­ბან­კო საქ­მე, კვა­ლი­ფი­კა­ცია - ეკო­ნო­მის­ტი.

სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა: 05.01.2015 – 2020 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და რე­ჟი­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი. 17.12.2014-04.01.2015 წწ. - სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სსიპ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი. 2014იან­ვა­რი-2014 დე­კემ­ბე­რი - სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სსიპ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე 2012-2013 წწ. - შპს მე­დი­ქალ პარ­კი სა­ქარ­თვე­ლო, სა­ო­პე­რა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი 2013 წ. - შპს "m3“, ფი­ნან­სუ­რი კონ­სულ­ტან­ტი 2010-2013 წწ. - შპს ალი­ანს მედი +, ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რი 2009-2010 წწ. - შპს აისი ჯგუ­ფი, რე­პორ­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი, ფი­ნან­სუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტი 2008-2009 წწ. - სს სა­ხალ­ხო და­ზღვე­ვა, ფი­ნან­სუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი 2007-2008 წწ. - შპს NGN Group, ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რი 2006-2007 წწ. - შპს ექ­სპერტ დი­ზა­ინ ჯგუ­ფი, ფი­ნან­სუ­რი კონ­სულ­ტან­ტი 2004-2005 წწ. - შპს "დია ამო“, ლო­გის­ტი­კის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი. იცის ქარ­თუ­ლი, რუ­სუ­ლი და ინ­გლი­სუ­რი ენე­ბი.

ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა: ჰყავს მე­უღ­ლე და ერთი შვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არავითარი ნეპოტიზმი-მხოლოდ (საქმე)
0

მალადეც.....წარმომიდგენია რამდეს გააკეთებს

აბა ჰე და აბა ჰო
0

მიდი მიდი უკვე გავრბივარ ხმის მისაცემად.ვაი თქვენს პატრონს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ქართული ოცნება“ ოზურგეთის მერობის კანდიდატად არჩილ თალაკვაძის ძმას წარადგენს?

"ქართული ოცნება“ ოზურგეთის მერობის კანდიდატად არჩილ თალაკვაძის ძმას წარადგენს?

"ქართული ოცნება“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი შესაძლოა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე იყოს.

ავთანდილ თალაკვაძე 2015 წლიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის ხელმძღვანელად მუშაობდა, თუმცა 2020 წლის ნოემბერში თანამდებობიდან გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან კონფლიქტი გახდა.

იმხანად ამბობდნენ, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა, მიზეზი კი ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარება, მისი არასწორი მართვა და სისტემის სრული კოლაფისი გახდა (სწორედ თალაკვაძის უწყება არეგულირებდა სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამართულად მუშაობას), თუმცა უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავთანდილ თალაკვაძემ “თავისი სურვილის საფუძველზე” დაწერა განცხადება.

ambebi.ge ოზურგეთის მერობის სავარაუდო კანდიდატზე სანდო წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად "ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.

ავთანდილ თალაკვაძე 1984 წლის 8 აპრილს დაიბადა. 2001-2005 წლებში სწავლობდა და დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, სპეციალობა - საბანკო საქმე, კვალიფიკაცია - ეკონომისტი.

სამუშაო გამოცდილება: 05.01.2015 – 2020 წლამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი. 17.12.2014-04.01.2015 წწ. - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი. 2014იანვარი-2014 დეკემბერი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე 2012-2013 წწ. - შპს მედიქალ პარკი საქართველო, საოპერაციო სამსახურის უფროსი 2013 წ. - შპს "m3“, ფინანსური კონსულტანტი 2010-2013 წწ. - შპს ალიანს მედი +, ფინანსური დირექტორი 2009-2010 წწ. - შპს აისი ჯგუფი, რეპორტინგის მენეჯერი, ფინანსური დეპარტამენტი 2008-2009 წწ. - სს სახალხო დაზღვევა, ფინანსური დეპარტამენტის უფროსი 2007-2008 წწ. - შპს NGN Group, ფინანსური მენეჯერი 2006-2007 წწ. - შპს ექსპერტ დიზაინ ჯგუფი, ფინანსური კონსულტანტი 2004-2005 წწ. - შპს "დია ამო“, ლოგისტიკის სამსახურის უფროსი. იცის ქართული, რუსული და ინგლისური ენები.

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.