Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯო ბაიდენი სრულად ვაქცინირებული პირებისთვის 100 აშშ დოლარის გადახდის ინიციატივით გამოდის
ჯო ბაიდენი სრულად ვაქცინირებული პირებისთვის 100 აშშ დოლარის გადახდის ინიციატივით გამოდის

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა შტა­ტე­ბის ად­გი­ლობ­რივ მთავ­რო­ბებს მო­უ­წო­და, თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ჩა­ი­ტა­რებს, 100 აშშ დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­დონ.

"მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა შტატ­სა და ად­გი­ლობ­რივ მთავ­რო­ბებს, გა­მო­ი­ყე­ნონ და­ფი­ნან­სე­ბა, რო­მე­ლიც მი­ი­ღეს, იმის­თვის, რომ გა­და­უ­ხა­დონ 100 დო­ლა­რი ყვე­ლას, ვინც სრუ­ლად აიც­რე­ბა. ვიცი, რომ შე­იძ­ლე­ბა ეს უსა­მარ­თლოდ ჟღერ­დეს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც უკვე აც­რი­ლია, მაგ­რამ თუ წა­ხა­ლი­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გვეხ­მა­რე­ბა ამ ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბა­ში, მი­მაჩ­ნია, რომ ჩვენ ისი­ნი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ", - აღ­ნიშ­ნა ბა­ი­დენ­მა.

ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტმა წა­რად­გი­ნა ახა­ლი წე­სე­ბი ფე­დე­რა­ლუ­რი მთავ­რო­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის. კერ­ძოდ, ისი­ნი, რომ­ლე­ბიც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენტს ვერ წა­რად­გე­ნენ, ვალ­დე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, კვი­რა­ში ერთხელ ან ორ­ჯერ კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტი ჩა­ი­ტა­რონ, პირ­ბა­დე­ე­ბი ატა­რონ და სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია და­იც­ვან.

“იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გან­მარ­ტა, რომ კო­ვიდ 19 -ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მო­თხოვ­ნა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. ყვე­ლას გვსურს, რომ ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს და­ვუბ­რუნ­დეთ და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი არი­ან, ამის სწრა­ფად და წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შე­უ­წყობს ხელს,“- აღ­ნიშ­ნა ბა­ი­დენ­მა.

ცნო­ბი­სათ­ვის, აშშ-ის და­ა­ვა­დე­ბის კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ში, რომ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 330 მი­ლი­ონს შე­ად­გენს, და­ახ­ლო­ე­ბით 163.8 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფე­დე­რა­ლუ­რი მთავ­რო­ბა არის უმ­სხვი­ლე­სი დამ­საქ­მე­ბე­ლი შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:))))
5

ამერიკელისთვის 100 დოლარი რა არის :) 

გელა
6

100 დოლარად შეგიძლიათ შიმპანზეს კვერცხები გადამინერგოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

ჯო ბაიდენი სრულად ვაქცინირებული პირებისთვის 100 აშშ დოლარის გადახდის ინიციატივით გამოდის

ჯო ბაიდენი სრულად ვაქცინირებული პირებისთვის 100 აშშ დოლარის გადახდის ინიციატივით გამოდის

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შტატების ადგილობრივ მთავრობებს მოუწოდა, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებს, 100 აშშ დოლარი გადაუხადონ.

"მოვუწოდებ ყველა შტატსა და ადგილობრივ მთავრობებს, გამოიყენონ დაფინანსება, რომელიც მიიღეს, იმისთვის, რომ გადაუხადონ 100 დოლარი ყველას, ვინც სრულად აიცრება. ვიცი, რომ შეიძლება ეს უსამართლოდ ჟღერდეს იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე აცრილია, მაგრამ თუ წახალისების საშუალებები გვეხმარება ამ ვირუსის დამარცხებაში, მიმაჩნია, რომ ჩვენ ისინი უნდა გამოვიყენოთ", - აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, პრეზიდენტმა წარადგინა ახალი წესები ფედერალური მთავრობის თანამშრომლებისთვის. კერძოდ, ისინი, რომლებიც ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს ვერ წარადგენენ, ვალდებულები იქნებიან, კვირაში ერთხელ ან ორჯერ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარონ, პირბადეები ატარონ და სოციალური დისტანცია დაიცვან.

“იუსტიციის დეპარტამენტმა განმარტა, რომ კოვიდ 19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოთხოვნა სავალდებულოა. ყველას გვსურს, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ და სამუშაო ადგილები, სადაც ადამიანები სრულად ვაქცინირებული არიან, ამის სწრაფად და წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს,“- აღნიშნა ბაიდენმა.

ცნობისათვის, აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, აშშ-ში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 330 მილიონს შეადგენს, დაახლოებით 163.8 მილიონი ადამიანი სრულად ვაქცინირებულია.

აღსანიშნავია, რომ ფედერალური მთავრობა არის უმსხვილესი დამსაქმებელი შეერთებულ შტატებში.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"