სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხშირად ვაძლევთ რუსეთს საშუალებას აქ წყალი აამღვრიოს" - საით მიჰყავს ქვეყანა ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებიდან "ქართული ოცნების" გასვლის გადაწყვეტილებას?
"ხშირად ვაძლევთ რუსეთს საშუალებას აქ წყალი აამღვრიოს" - საით მიჰყავს ქვეყანა ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებიდან "ქართული ოცნების" გასვლის გადაწყვეტილებას?

"რუ­სე­თის­გან ახლა სხვა რი­ტო­რი­კა გვეს­მის. ვინ­მეს აქვს ილუ­ზია, რომ შე­იძ­ლე­ბა რუ­სეთ­მა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბა მო­ი­პო­ვოს?"

მას შემ­დეგ, რაც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" 19 აპ­რი­ლის, ე.წ. შარლ მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბა ანუ­ლი­რე­ბუ­ლად ცალ­მხრი­ვად გა­მო­ა­ცხა­და, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი შარლ მი­შე­ლი ყვე­ლა მხა­რეს მო­უ­წო­დებს, პირ­ველ რიგ­ში მო­ქა­ლა­ქე­თა ინ­ტე­რე­სე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ. შარლ მი­შე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს შეხ­ვდა, სა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია და სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლეს.

"ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ. ეს შე­თან­ხმე­ბა გა­ნაგ­რძობს ევ­რო­პულ გზას სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო ძლი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის მშე­ნებ­ლო­ბის­კენ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. მე ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მიერ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე ხე­ლის არ­მო­წე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს შე­თან­ხმე­ბა არის სა­უ­კე­თე­სო გზა რე­ფორ­მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რაც გა­აძ­ლი­ე­რებს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ტებს და ხელს შე­უ­წყობს კე­თილ­დღე­ო­ბის, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის ზრდას. ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ჭი­როა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის. ვერ ვხე­დავ ალ­ტერ­ნა­ტი­ვას სიღ­რმი­სე­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო და სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მე­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად და თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. მე მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა მხა­რეს, წინ და­ა­ყე­ნონ მო­ქა­ლა­ქე­თა ინ­ტე­რე­სე­ბი, მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კურ­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ფარ­გლებ­ში. კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში რიგ პო­ლი­ტი­კურ აქ­ტო­რებ­თან იწყე­ბა. გუ­შინ შევ­ხვდი პრე­ზი­დენტ ზუ­რა­ბიშ­ვილს და გან­ვი­ხი­ლეთ სი­ტუ­ა­ცია და ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.“- წერს შარლ მი­შე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მი­შე­ლის შე­ფა­სე­ბა­ზე გა­ცი­ლე­ბით მკაც­რი იყო კრი­ტი­კა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მხრი­დან. "ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ძალ­ზედ შე­წუ­ხე­ბუ­ლი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლია პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ცალ­მხრი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გა­სუ­ლი­ყო 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბი­დან, დო­კუ­მენ­ტი­დან, რო­მე­ლიც შე­მუ­შავ­და ექ­ვსთვი­ა­ნი რთუ­ლი, მაგ­რამ ერ­თობ­ლი­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად და წარ­მო­ად­გენს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და მათი დე­მოკ­რა­ტი­ის წინსვლის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ გზას", - ვკი­თხუ­ლობთ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ დო­კუ­მენ­ტის ანუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილ­ში და­სავ­ლურ გზა­ზე უა­რის თქმად შე­ფას­და. ambebi.ge ექ­სპერტს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში თენ­გიზ ფხა­ლა­ძეს ესა­უბ­რა.

- "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტის ანუ­ლი­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში ლო­გი­კურ ახ­სნას ვერ ვხე­დავ. ცალ­სა­ხად, ეს ნა­ბი­ჯი ძალ­ზე პრობ­ლე­მუ­რია "ოც­ნე­ბის­თვის“. ამ ნა­ბი­ჯის პრობ­ლე­მუ­რო­ბა უკვე და­დას­ტურ­და იმი­ტომ, რომ რე­ა­გი­რე­ბას არ და­უგ­ვი­ა­ნია, მოჰ­ყვა მკაც­რი შე­ფა­სე­ბე­ბი.

- შე­ფა­სე­ბებს მარ­თლაც არ და­უგ­ვი­ა­ნია... რუ­სულ ორ­ბი­ტა­ზე დავ­ბრუნ­დით და ვერ გაგ­ვი­გია? სა­ერ­თა­შო­რი­სო თვალ­საზ­რი­სით, რას ნიშ­ნავს "ოც­ნე­ბის“ ეს ნა­ბი­ჯი?

- სა­ერ­თა­შო­რი­სო თვალ­საზ­რი­სით, ეს არის ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან ცუდი. ეს არის დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის შუ­ა­მა­ვა­ლიც და გა­რან­ტო­რიც არის ევ­რო­კავ­ში­რი და მისი ევ­რო­პუ­ლი კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტი. ამი­ტომ, ჩვენ ახლა რა­საც ვხე­დავთ, იმა­ვე შარლ მი­შე­ლის გან­ცხა­დე­ბი­დან, ის კვლა­ვაც ჩარ­თუ­ლია პრო­ცეს­ში და მხა­რე­ებ­თან ერ­თად გა­ი­მარ­თე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი. ახლა მთა­ვა­რია ის, რომ რე­ა­ლო­ბას თვა­ლი გა­ვუს­წო­როთ და ვთქვათ, რომ ეს არის პრობ­ლე­მა ქვეყ­ნის­თვის. მთავა­რია, რომ ქვე­ყა­ნა არ წა­ვი­დეს არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, არ გა­და­ვეშ­ვათ რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ა­ში და იმ ტი­პის პრობ­ლე­მებ­ში, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნას და­ა­ზა­რა­ლებს. უნდა ვი­ფიქ­როთ, რო­გორ დავ­დგეთ იმ რელ­სებ­ზე, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის­თვის და ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ეს არის უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის და სა­ა­თე­ბის ამო­ცა­ნა. ეს თუ მო­ხერ­ხდა, იქ­ნე­ბა კარ­გი, თუ არა - ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან ცუდი იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან სწო­რად იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის შე­ფა­სე­ბებ­ში, რომ ერ­თა­დერ­თი, ვი­საც ეს ხელს აძ­ლევს ისაა, ვი­საც არ სურს ძლი­ე­რი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო.

- რას ნიშ­ნავს ამ დო­კუ­მენ­ტის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა?

- ეს არის იმ სწორ გზა­ზე უა­რის თქმა, რომ­ლის ალ­ტერ­ნა­ტი­ვაც არ არ­სე­ბობს. სწო­რი გზა არის ის, რომ უმ­თავ­რე­სი იყოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი და შეს­რულ­დეს დო­კუ­მენ­ტი, რა­შიც ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი გვეხ­მა­რე­ბი­ან - რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რი, ასე­ვე აშშ. ამ დო­კუ­მენ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა ნატო - ს კო­მუ­ნი­კე­შიც იქნა ჩა­წე­რი­ლი, ძა­ლი­ან ბევრ რა­ღა­ცას­თან არის კავ­შირ­ში, ამი­ტომ ეს უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. ამ შე­თან­ხმე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა ნიშ­ნავს ქვეყ­ნის და­ზი­ა­ნე­ბას ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, იმი­ტომ, რომ ეს აჩენს ბევრ კი­თხვის ნი­შანს ქვეყ­ნის მი­მართ, იწ­ვევს კრი­ტი­კას ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან. ეს არის დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­საც ყვე­ლა ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რი ძა­ლი­ან დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს არის სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ეს არ არის უბ­რა­ლო დო­კუ­მენ­ტი. ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ, რომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ გა­და­ვი­დეს რელ­სე­ბი­დან, ყვე­ლა­ფერს მოგ­ვი­წო­დებს ეს ხალ­ხი ამის­თვის. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მარ­ტო ის კი არ არის, რომ ერთ-ერთი მხა­რე გა­მო­დის შე­თან­ხმე­ბი­დან, ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა და ეს არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი, ის არის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, რო­მე­ლიც არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, რაც აათ­მა­გებს და აას­მა­გებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას.

- თქვე­ნი აზ­რით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვინ­მეს­თან იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი, თუ და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღო "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“?

- კონ­სულ­ტა­ცი­ის ამას არა­ფე­რი ეტყო­ბო­და. შარლ მი­შელ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­ივ­ლის პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­თან და ყვე­ლას ამო­ცა­ნა ამ შემ­თხვე­ვა­ში არის ის, რომ იყ­ვნენ მაქ­სი­მა­ლუ­რად კონ­სტრუქ­ცი­უ­ლე­ბი და ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლოთ ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბით.

- კა­რა­სინ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა და იმა­ვე დღეს მა­ა­მებ­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა აფ­რი­ნა ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით...

- კა­რა­სი­ნამ­დე იგი­ვე თემა რუ­დენ­კომ - სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ახ­სე­ნა. გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, იყო პე­რი­ო­დი რო­დე­საც რუ­სე­თი რა­ღა­ცე­ე­ბის გამო ითხოვ­და ბო­დი­შის მოხ­დას სა­ქარ­თვე­ლოს­გან, ახლა სხვა რი­ტო­რი­კა გვეს­მის, მაგ­რამ ვინ­მეს აქვს იმის ილუ­ზია, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია პირ­და­პი­რი ავი­აფ­რე­ნე­ბით ან მსგავ­სით რუ­სეთ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბა მო­ი­პო­ვოს? ერ­თა­დერ­თი, რი­თაც შე­იძ­ლე­ბა რუ­სეთ­მა მო­ი­პო­ვოს კე­თილ­გან­წყო­ბა, არის ის, რომ მან ხვალ­ვე და­ტო­ვოს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ში­ნაო საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვას და­ა­ნე­ბოს თავი.

ჩვე­ნი და­უ­ფიქ­რებ­ლო­ბით ხში­რად ვაძ­ლევთ რუ­სეთს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ აქ წყა­ლი აამ­ღვრი­ოს. რაც შე­ე­ხე­ბა ავი­ა­მი­მოს­ვლას, დროა ქარ­თულ­მა ბიზ­ნეს­მა შე­იგ­ნოს, რომ რუ­სუ­ლი ბა­ზა­რი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად არას­ტა­ბი­ლუ­რი და მთლი­ა­ნად გა­და­ე­წყოს სხვა ქვეყ­ნებ­ზე. ჯერ ერთი, რუსი ტუ­რის­ტი არ ხარ­ჯავს სხვა­ზე მეტს, მე­ო­რე - დღე­ვან­დე­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მგო­ნია, სა­ქარ­თვე­ლომ სა­ზღვა­რი უნდა ჩა­კე­ტოს იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ რუ­სეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ტეს­ტე­ბი და აც­რის ტეს­ტე­ბი ყალბ­დე­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ თა­ვის დრო­ზე მი­ხე­ილ სა­ა­აშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მა, რო­დე­საც მან აგ­ვის­ტოს ომის მერე ცალ­მხრი­ვად შე­მო­ი­ღო უვი­ზო რე­ჟი­მი რუ­სეთ­თან. ეს იყო ძა­ლი­ან არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ზო­გა­დად მი­მაჩ­ნია, რომ ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სი და ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა რაც უფრო შორს იქ­ნე­ბა რუ­სუ­ლი ეკო­ნო­მი­კი­სა და ბაზ­რი­სა­გან, მით უკე­თე­სი იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის იმი­ტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი ინ­სტრუ­მენ­ტი, რა­საც რუ­სე­თი იყე­ნებს ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

ასე რომ, ეს ავი­ა­მი­მოს­ვლა სა­ერ­თოდ თუ არ აღ­დგე­ბა, კი­დევ უფრო უკე­თე­სი იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ძმა
1

რუსეთი ოკუპანტია .როგორ შეიძლება მას ენდო ან საქმიანი ურთიერთობა დაამყარო. ნებისმიერ დროს როცა უნდა გიღალატებს და გაგწირავს თან რაც მთავარია ისევ ქართველის ხელით 

Ketevan
0

Eseigi sul ocnebis mxares viyavi mara es mishelis shetanxmebis anulirebis mere vis mxares viyo ukve vegargavige. Qartvel xalxs qoc nacebis meti archevani rom ar gvaq egaa chveni yvelaze didi ubedureba. Cuds da uares shoris isev cuds virchevt xome. davigalet ra iqneb vinme ketilsindisieri gamochndes sheqmnas rame axali partia rom is avirchiot.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ხშირად ვაძლევთ რუსეთს საშუალებას აქ წყალი აამღვრიოს" - საით მიჰყავს ქვეყანა ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებიდან "ქართული ოცნების" გასვლის გადაწყვეტილებას?

"ხშირად ვაძლევთ რუსეთს საშუალებას აქ წყალი აამღვრიოს" - საით მიჰყავს ქვეყანა ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებიდან "ქართული ოცნების" გასვლის გადაწყვეტილებას?

"რუსეთისგან ახლა სხვა რიტორიკა გვესმის. ვინმეს აქვს ილუზია, რომ შეიძლება რუსეთმა ჩვენი საზოგადოების კეთილგანწყობა მოიპოვოს?"

მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის, ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად ცალმხრივად გამოაცხადა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ყველა მხარეს მოუწოდებს, პირველ რიგში მოქალაქეთა ინტერესები გაითვალისწინონ. შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, სადაც პოლიტიკური სიტუაცია და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს.

"ჩემთვის ცნობილია 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ. ეს შეთანხმება განაგრძობს ევროპულ გზას საქართველოში უფრო ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობისკენ, ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. მე ასევე ყურადღება გავამახვილე "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელშეკრულებაზე ხელის არმოწერასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა რეფორმის განსახორციელებლად, რაც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობის, სამუშაო ადგილების ზრდას. ეს ყველაფერი საჭიროა საქართველოს მოქალაქეებისთვის. ვერ ვხედავ ალტერნატივას სიღრმისეული საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გასაგრძელებლად და თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად. მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები, მიიღონ მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკური დისკურსის განვითარებაში ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში. კონსულტაციები საქართველოში რიგ პოლიტიკურ აქტორებთან იწყება. გუშინ შევხვდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს და განვიხილეთ სიტუაცია და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები.“- წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.

მიშელის შეფასებაზე გაცილებით მკაცრი იყო კრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. "ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია "ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, დოკუმენტიდან, რომელიც შემუშავდა ექვსთვიანი რთული, მაგრამ ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიის წინსვლისთვის აუცილებელ გზას", - ვკითხულობთ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

"ქართული ოცნების“ მიერ დოკუმენტის ანულირების საკითხი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში დასავლურ გზაზე უარის თქმად შეფასდა. ambebi.ge ექსპერტს საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- "ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების გადაწყვეტილებაში ლოგიკურ ახსნას ვერ ვხედავ. ცალსახად, ეს ნაბიჯი ძალზე პრობლემურია "ოცნებისთვის“. ამ ნაბიჯის პრობლემურობა უკვე დადასტურდა იმიტომ, რომ რეაგირებას არ დაუგვიანია, მოჰყვა მკაცრი შეფასებები.

- შეფასებებს მართლაც არ დაუგვიანია... რუსულ ორბიტაზე დავბრუნდით და ვერ გაგვიგია? საერთაშორისო თვალსაზრისით, რას ნიშნავს "ოცნების“ ეს ნაბიჯი?

- საერთაშორისო თვალსაზრისით, ეს არის ქვეყნისთვის ძალიან ცუდი. ეს არის დოკუმენტი, რომლის შუამავალიც და გარანტორიც არის ევროკავშირი და მისი ევროპული კავშირის პრეზიდენტი. ამიტომ, ჩვენ ახლა რასაც ვხედავთ, იმავე შარლ მიშელის განცხადებიდან, ის კვლავაც ჩართულია პროცესში და მხარეებთან ერთად გაიმართება კონსულტაციები. ახლა მთავარია ის, რომ რეალობას თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ ეს არის პრობლემა ქვეყნისთვის. მთავარია, რომ ქვეყანა არ წავიდეს არასწორი მიმართულებით, არ გადავეშვათ რადიკალიზაციაში და იმ ტიპის პრობლემებში, რომლებიც ქვეყანას დააზარალებს. უნდა ვიფიქროთ, როგორ დავდგეთ იმ რელსებზე, რომელიც ქვეყნისთვის და ეროვნული ინტერესებისთვის არის მნიშვნელოვანი. ეს არის უახლოესი დღეების და საათების ამოცანა. ეს თუ მოხერხდა, იქნება კარგი, თუ არა - ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იმიტომ, რომ ძალიან სწორად იყო აღნიშნული ჩვენი პარტნიორების შეფასებებში, რომ ერთადერთი, ვისაც ეს ხელს აძლევს ისაა, ვისაც არ სურს ძლიერი ქართული სახელმწიფო.

- რას ნიშნავს ამ დოკუმენტის უგულებელყოფა?

- ეს არის იმ სწორ გზაზე უარის თქმა, რომლის ალტერნატივაც არ არსებობს. სწორი გზა არის ის, რომ უმთავრესი იყოს ეროვნული ინტერესები და შესრულდეს დოკუმენტი, რაშიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვეხმარებიან - როგორც ევროკავშირი, ასევე აშშ. ამ დოკუმენტის მნიშვნელობა ნატო - ს კომუნიკეშიც იქნა ჩაწერილი, ძალიან ბევრ რაღაცასთან არის კავშირში, ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ. ამ შეთანხმების უგულებელყოფა ნიშნავს ქვეყნის დაზიანებას ყველა მიმართულებით, იმიტომ, რომ ეს აჩენს ბევრ კითხვის ნიშანს ქვეყნის მიმართ, იწვევს კრიტიკას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ფაქტობრივად, ეს არის საერთაშორისო ვალდებულება, ეს არ არის უბრალო დოკუმენტი. ჩვენი პარტნიორები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ჩვენი ურთიერთობები არ გადავიდეს რელსებიდან, ყველაფერს მოგვიწოდებს ეს ხალხი ამისთვის. "ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა მარტო ის კი არ არის, რომ ერთ-ერთი მხარე გამოდის შეთანხმებიდან, ის ხელისუფლებაა და ეს არის პასუხისმგებლობის გამაძლიერებელი ფაქტორი, ის არის პოლიტიკური პარტია, რომელიც არის ხელისუფლებაში, რაც აათმაგებს და აასმაგებს პასუხისმგებლობას.

- თქვენი აზრით, ეს გადაწყვეტილება ვინმესთან იყო შეთანხმებული, თუ დამოუკიდებლად მიიღო "ქართულმა ოცნებამ“?

- კონსულტაციის ამას არაფერი ეტყობოდა. შარლ მიშელმა გამოაცხადა, რომ კონსულტაციებს გაივლის პოლიტიკურ პარტიებთან და ყველას ამოცანა ამ შემთხვევაში არის ის, რომ იყვნენ მაქსიმალურად კონსტრუქციულები და ვიხელმძღვანელოთ ეროვნული ინტერესებით.

- კარასინმაც არ დააყოვნა და იმავე დღეს მაამებლური განცხადება აფრინა ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით...

- კარასინამდე იგივე თემა რუდენკომ - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ახსენა. გულწრფელად გეტყვით, იყო პერიოდი როდესაც რუსეთი რაღაცეების გამო ითხოვდა ბოდიშის მოხდას საქართველოსგან, ახლა სხვა რიტორიკა გვესმის, მაგრამ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ შესაძლებელია პირდაპირი ავიაფრენებით ან მსგავსით რუსეთმა საზოგადოების კეთილგანწყობა მოიპოვოს? ერთადერთი, რითაც შეიძლება რუსეთმა მოიპოვოს კეთილგანწყობა, არის ის, რომ მან ხვალვე დატოვოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია და საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას დაანებოს თავი.

ჩვენი დაუფიქრებლობით ხშირად ვაძლევთ რუსეთს საშუალებას, რომ აქ წყალი აამღვრიოს. რაც შეეხება ავიამიმოსვლას, დროა ქართულმა ბიზნესმა შეიგნოს, რომ რუსული ბაზარი არის აბსოლუტურად არასტაბილური და მთლიანად გადაეწყოს სხვა ქვეყნებზე. ჯერ ერთი, რუსი ტურისტი არ ხარჯავს სხვაზე მეტს, მეორე - დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მგონია, საქართველომ საზღვარი უნდა ჩაკეტოს იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთში კორონავირუსის ტესტები და აცრის ტესტები ყალბდება. მიმაჩნია, რომ თავის დროზე მიხეილ საააშვილის გადაწყვეტილება იყო ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც მან აგვისტოს ომის მერე ცალმხრივად შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთთან. ეს იყო ძალიან არასწორი გადაწყვეტილება და ზოგადად მიმაჩნია, რომ ქართული ბიზნესი და ქართველი საზოგადოება რაც უფრო შორს იქნება რუსული ეკონომიკისა და ბაზრისაგან, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რასაც რუსეთი იყენებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

ასე რომ, ეს ავიამიმოსვლა საერთოდ თუ არ აღდგება, კიდევ უფრო უკეთესი იქნება ჩვენთვის.