მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანტივაქსერული პროპაგანდის ზეგავლენამ ჩააგდო ამ მდგომარეობაში ეს უნიჭიერესი ბიჭი" - რას წერენ ინფიცირებულ და კომაში მყოფ ლევან მაისაშვილზე?
"ანტივაქსერული პროპაგანდის ზეგავლენამ ჩააგდო ამ მდგომარეობაში ეს უნიჭიერესი ბიჭი" - რას წერენ ინფიცირებულ და კომაში მყოფ ლევან მაისაშვილზე?

ამ დრომ­დე მძი­მეა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის, ლე­ვან მა­ი­საშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც იო­ჰა­ნეს­ბურ­გის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას. იგი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

ცოტა ხნის წინ მა­ი­საშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა რაგ­ბის კავ­ში­რის გამ­გე­ო­ბის წევ­რმა ზურა ზო­ი­ძემ, სა­დაც წერს, რომ მწვრთნე­ლი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი პრო­პა­გან­დის ზე­გავ­ლე­ნამ ჩა­აგ­დო.

"რამ­დე­ნი დღეა გული მეწ­ვის და არც შე­მიძ­ლია არ დავ­წე­რო: ახლა, ამ წუ­თებ­ში, რო­დე­საც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი, ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის მწვრთნე­ლი ლე­ვან მა­ი­საშ­ვი­ლი სი­ცო­ცხლი­სათ­ვის იბ­რძვის სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში, მისი ეს მდგო­მა­რე­ო­ბა ჩემს პი­რად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­დაც მი­მაჩ­ნია, რად­გა­ნაც რაგ­ბის გამ­გე­ო­ბის წევ­რი ვარ და არ მიც­დია მისი დარ­წმუ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ში.

ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი პრო­პა­გან­დის ზე­გავ­ლე­ნამ ჩა­აგ­დო ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ეს უნი­ჭი­ე­რე­სი ბიჭი, რო­მელ­საც იმე­დით უყუ­რებს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­რაგ­ბო ოჯა­ხი. მე­ი­მე­დე­ბა, რომ ლე­ვა­ნი გა­ი­მარ­ჯვებს სი­ცო­ცხლი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში და ბო­ლომ­დე აღიდ­გენს ჯან­მრთე­ლო­ბას, რომ მო­მა­ვალ­შიც გა­უ­ძღვეს ბორ­ჯღა­ლოს­ნებს დიდი გა­მარ­ჯვე­ბე­ბი­სა­კენ.

ღირ­და კი ამ­დე­ნი რა­მის, მათ შო­რის სა­კუ­თა­რი კა­რი­ე­რის სას­წო­რის პი­ნა­ზე შეგ­დე­ბა?რო­დის მორ­ჩე­ბა ეს ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი "რუ­სუ­ლი რუ­ლე­ტი" ? ვინ იქ­ნე­ბა შემ­დე­გი, ვინ აიხ­დის თა­ვის ქა­ლას? ერთი რამ ვიცი: - სპორ­ტის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ხალ­ხი­სათ­ვის ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ვალ­დე­ბუ­ლო რომ ყო­ფი­ლი­ყო, ასეთ რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ ჩა­ვარ­დე­ბო­დით და ხე­ლოვ­ნურ კო­მა­ში მყო­ფი ლე­ვა­ნი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე არ იქ­ნე­ბო­და მი­ერ­თე­ბუ­ლი.

ახლა კი, მის გა­და­სარ­ჩე­ნად არ­სე­ნალ­ში მხო­ლოდ სამ­ხრე­თაფ­რი­კე­ლი ექი­მე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და მის­თვის ლოც­ვა­ღა გვაქვს დარ­ჩე­ნი­ლი P. S. თუ ეს პოს­ტი ვინ­მე ვაქ­ცი­ნი­რე­ბა­ზე მო­ჭოჭ­მა­ნე ადა­მი­ანს გა­მო­ად­გე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში, ბედ­ნი­ერ ადა­მი­ა­ნად ვიგ­რძნობ თავს" - წერს ზო­ი­ძე.

ცნო­ბის­ვის, ლე­ვან მა­ი­საშ­ვილს კო­რო­ნა­ვირუ­სი რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ და­უდ­გინ­და. სამ­ხრეთ აფ­რი­კას­თან თა­მა­შის შემ­დგომ გუნდში გა­მოვ­ლინ­და რამ­დე­ნი­მე კო­ვიდ­შემ­თხვე­ვა, მათ შო­რის და­ინ­ფი­ცირ­და მთა­ვა­რი მწვრთნე­ლიც.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პოო
11
რატო ფიქრობთ რო ანტივაქსერულმა კამპანიამ გამოიწვია ეს ყველაფერი.რა იცი რო აცრილიყო რას გამოიწვევდა.ვაქცინაცია ხო ნებაყოფლობითია და ვისაც უნდა გაიკეთებს ვაქცინას და ვისაც არ უნდა არ გაიკეთებს.დავიჯერო თქვენ და ისინი ვინც თქვენნაირად ფიქრობენ ჩემს ჯანმრთელობაზე და ჩემს სიცოცხლეზე მეტად ზრუნავთ ვიდრე მეე?არ დაბლოკოთ
!!!
8

მაგ სიმართლით იარეთ , ვისაც ამ ადამიანის ავადმყოფობა ანტივაქსერული პროპაგანდის შედეგი ჰგონია! ძალიან კარგად იციან რისი ბრალიცაა!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ანტივაქსერული პროპაგანდის ზეგავლენამ ჩააგდო ამ მდგომარეობაში ეს უნიჭიერესი ბიჭი" - რას წერენ ინფიცირებულ და კომაში მყოფ ლევან მაისაშვილზე?

"ანტივაქსერული პროპაგანდის ზეგავლენამ ჩააგდო ამ მდგომარეობაში ეს უნიჭიერესი ბიჭი" - რას წერენ ინფიცირებულ და კომაში მყოფ ლევან მაისაშვილზე?

ამ დრომდე მძიმეა კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის მდგომარეობა, რომელიც იოჰანესბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადის მკურნალობას. იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ცოტა ხნის წინ მაისაშვილთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა რაგბის კავშირის გამგეობის წევრმა ზურა ზოიძემ, სადაც წერს, რომ მწვრთნელი ამ მდგომარეობაში ანტივაქსერული პროპაგანდის ზეგავლენამ ჩააგდო.

"რამდენი დღეა გული მეწვის და არც შემიძლია არ დავწერო: ახლა, ამ წუთებში, როდესაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი, ბორჯღალოსნების მწვრთნელი ლევან მაისაშვილი სიცოცხლისათვის იბრძვის სამხრეთ აფრიკაში, მისი ეს მდგომარეობა ჩემს პირად პასუხისმგებლობადაც მიმაჩნია, რადგანაც რაგბის გამგეობის წევრი ვარ და არ მიცდია მისი დარწმუნება ვაქცინაციის აუცილებლობაში.

ანტივაქსერული პროპაგანდის ზეგავლენამ ჩააგდო ამ მდგომარეობაში ეს უნიჭიერესი ბიჭი, რომელსაც იმედით უყურებს მთელი საქართველოს სარაგბო ოჯახი. მეიმედება, რომ ლევანი გაიმარჯვებს სიცოცხლისათვის ბრძოლაში და ბოლომდე აღიდგენს ჯანმრთელობას, რომ მომავალშიც გაუძღვეს ბორჯღალოსნებს დიდი გამარჯვებებისაკენ.

ღირდა კი ამდენი რამის, მათ შორის საკუთარი კარიერის სასწორის პინაზე შეგდება?როდის მორჩება ეს ანტივაქსერული "რუსული რულეტი" ? ვინ იქნება შემდეგი, ვინ აიხდის თავის ქალას? ერთი რამ ვიცი: - სპორტის სფეროში მოღვაწე ხალხისათვის ვაქცინაცია სავალდებულო რომ ყოფილიყო, ასეთ რთულ მდგომარეობაში არ ჩავარდებოდით და ხელოვნურ კომაში მყოფი ლევანი სუნთქვის აპარატზე არ იქნებოდა მიერთებული.

ახლა კი, მის გადასარჩენად არსენალში მხოლოდ სამხრეთაფრიკელი ექიმების პროფესიონალიზმი და მისთვის ლოცვაღა გვაქვს დარჩენილი P. S. თუ ეს პოსტი ვინმე ვაქცინირებაზე მოჭოჭმანე ადამიანს გამოადგება გადაწყვეტილების მიღებაში, ბედნიერ ადამიანად ვიგრძნობ თავს" - წერს ზოიძე.

ცნობისვის, ლევან მაისაშვილს კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ დაუდგინდა. სამხრეთ აფრიკასთან თამაშის შემდგომ გუნდში გამოვლინდა რამდენიმე კოვიდშემთხვევა, მათ შორის დაინფიცირდა მთავარი მწვრთნელიც.