საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იწვევს აცრა უშვილობას? შეიძლება აიცრან ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები?.. - ექიმი ნანა გეგეჭკორი ვაქცინაციის თაობაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს
იწვევს აცრა უშვილობას? შეიძლება აიცრან ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები?.. - ექიმი ნანა გეგეჭკორი ვაქცინაციის თაობაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

"სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ავუ­დი­ვარ 5-10 წუთ­ში ერთხელ მო­წე­რილ წე­რი­ლებს. კი­თხვე­ბი ერთი და იგი­ვეა. ყვე­ლა კი­თხვა­ზე არის პა­სუ­ხე­ბი ჩემი და ჩემი კო­ლე­გე­ბის პოს­ტებ­სა თუ ლექ­ცი­ებ­ში, და მა­ინც ასე­უ­ლო­ბით წე­რი­ლი პი­რა­დად ითხოვს მათ­ზე პა­სუხს" - წერს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მი ნანა გე­გეჭ­კო­რი და კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე ხში­რად დას­მულ შე­კი­თხვებს პა­სუ­ხობს.

უნდა აიც­რას თუ არა ადა­მი­ა­ნი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით?

- რაც უფრო გრძე­ლია თქვე­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სია და რაც მეტ პრე­პა­რატს ღე­ბუ­ლობთ, მით უფრო აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვაქ­ცი­ნა­ცია. არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა და­ა­ვა­დე­ბა გჭირთ. მთა­ვა­რია თქვე­ნი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი მწვა­ვე ფა­ზა­ში არ იყოს. ცალ-ცალ­კე და­ა­ვა­დე­ბე­ბის მო­წე­რას აზრი არ აქვს, პა­სუ­ხი ყვე­ლა ასეთ კი­თხვა­ზე იგი­ვეა.

უნდა შევ­წყვი­ტოთ თუ არა წამ­ლე­ბი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დღეს?

- არც ერთი მე­დი­კა­მენ­ტის, რა­საც ქრო­ნი­კუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ იყე­ნებთ, შე­წყვე­ტა სა­ჭი­რო არ არის. არც ერ­თის...

ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "სის­ხლის გა­მა­თხე­ლებ­ლე­ბი" გვჭირ­დე­ბა თუ არა პოსტვაქ­ცი­ნა­ცი­ურ პე­რი­ოდ­ში?

- ვაქ­ცი­ნა­ცია ვერც ერთ შემ­თხვე­ვა­ში ვერ გახ­დე­ბა ამ პრე­პა­რა­ტე­ბის და­ნიშ­ვნის მი­ზე­ზი. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი შემ­თხვე­ვაა, როცა ამას ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით აკე­თე­ბენ. მცდა­რია ეს მო­საზ­რე­ბა. ამ წუ­თის­თვის არც ერთი კვლე­ვა არ არ­სე­ბობს, რაც ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შე­იძ­ლე­ბა და­ე­დოს სა­ფუძ­ვლად.

ვაქ­ცი­ნა­ცია ფერ­ტი­ლო­ბა­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას?

- ამ დრო­ის­თვის არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მო­ნა­ცე­მი, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას შე­უძ­ლია უშ­ვი­ლო­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა. სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი... იყო კვლე­ვა სპერ­მის ხა­რისხზე Pfizer-ით აც­რი­ლებ­ში. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ფა­ი­ზე­რით აც­რი­ლებ­ში სპერ­მის ხა­რის­ხი არ იც­ვლე­ბო­და.

ვიც­რე­ბით თუ არა ისი­ნი, ვინც ორ­სუ­ლო­ბას უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ვგეგ­მავთ?

- აუ­ცი­ლებ­ლად ვიც­რე­ბით, რომ ორ­სუ­ლო­ბამ მშვი­დად ჩა­ი­ა­როს. ორ­დო­ზი­ა­ნი ვაქ­ცი­ნე­ბი­სას ორი­ვე დო­ზი­დან ორ კვი­რა­ში ვით­ვლე­ბით აც­რი­ლად და ამის შემ­დეგ ორ­სუ­ლო­ბის და­გეგ­მვა უსაფრ­ხოა.

ვცრით თუ არა ორ­სუ­ლებს?

- ამე­რი­კუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბით და ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი ორ­სუ­ლე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია და­საშ­ვე­ბია. ვი­ნა­ი­დან ამ ჯგუფ­ში რან­დო­მი­ზი­რე­ბუ­ლი კვლე­ვა არ არ­სე­ბობს, ორ­სუ­ლებს მო­უ­წო­დე­ბენ რის­კე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბულ­მა რეტ­როს­პექ­ტულ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ორ­სუ­ლებ­ში რნმ ვაქ­ცი­ნე­ბით და AstraZeneca-თი აცრა უსაფრ­თხო იყო.

რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ბავ­შვე­ბის კო­ვიდ­ვაქ­ცი­ნა­ცია?

- ამე­რი­კა­ში დაშ­ვე­ბუ­ლია Pfizer-ით ვაქ­ცი­ნა­ცია 12 წლი­დან ზე­მოთ. კვლე­ვა და­ას­რუ­ლა Moderna-მ და რო­გორც ვიცი, მალე შე­უ­ერ­თდე­ბა Pfizer-ს ამ მხრივ. უსაფრ­თხო­ე­ბის პრო­ფი­ლი ამ ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში სა­ი­მე­დოა. იყო რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა მი­ო­კარ­დი­ტის, თუმ­ცა სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი აქამ­დე არ­სე­ბულ შემ­თხვე­ვებს არ მოჰ­ყო­ლია და ამი­ტომ ჩა­ით­ვა­ლა, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ით მი­ღე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლი მკვეთ­რად მე­ტია ერ­თე­ულ გარ­თუ­ლე­ბებ­თან შე­და­რე­ბით.

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა შე­რე­უ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცია?

- ამის პრაქ­ტი­კა უკვე ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს. კვლე­ვებ­ში და­დას­ტურ­და, რომ პირ­ველ დო­ზად AstraZeneca და მე­ო­რე Phaizer-ი მძლავ­რი იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხით ხა­სი­ათ­დე­ბა. ასეთ პრაქ­ტი­კას აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს გერ­მა­ნია, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­რა­ნა­ირ ვაქ­ცი­ნებს ვერ შე­უ­რევთ და ვერც ბუს­ტერს გა­ი­კე­თებთ. ამ­გვა­რი პრო­ტო­კო­ლი ქვე­ყა­ნას არ გა­აჩ­ნია და შე­სა­ბა­მი­სად, ლე­გა­ლუ­რად შე­რე­უ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცია შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ალერ­გი­ე­ბი და ვაქ­ცი­ნა­ცია

- არა­ნა­ი­რი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია, გარ­და ერთი შემ­თხვე­ვი­სა, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის უკუჩ­ვე­ნე­ბა არაა. მხო­ლოდ ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი რე­აქ­ცია ვაქ­ცი­ნა­ში შე­მა­ვალ რო­მე­ლი­მე კომ­პო­ნენტზე ით­ვლე­ბა უკუჩ­ვე­ნე­ბად. ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი რე­აქ­ცია მწე­რე­ბის ნაკ­ბენ­ზე ან რა­ი­მე სხვა მე­დი­კა­მენტზე არ ით­ვლე­ბა რნმ და დნმ ვაქ­ცი­ნე­ბის უკუჩ­ვე­ნე­ბად. თუ რო­მე­ლი­მე ვაქ­ცი­ნის პირ­ველ დო­ზა­ზე გან­ვი­თარ­და ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი რე­აქ­ცია მე­ო­რე დოზა აღარ კეთ­დე­ბა.

ვიც­რე­ბით თუ არა კო­ვი­დის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ?

- მე ავი­ცე­რი კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი, ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის საკ­მა­ოდ მყა­რი ტიტ­რით. ვაქ­ცი­ნა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია კო­ვი­დის გა­და­ტა­ნი­დან 30 დღის გას­ვლის შემ­დგომ თუ სამ­კურ­ნა­ლოდ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის კოქ­ტე­ი­ლი ან პლაზ­მა არ იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ამ პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უნდა და­ე­ლო­დოთ 90 დღის გას­ვლას. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წინ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ტიტ­რის გა­სინ­ჯვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის. ეს სა­ჭი­როა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ვერ იც­რე­ბით, გინ­დათ გა­ა­ხან­გრძლი­ვოთ მო­ლო­დი­ნის პე­რი­ო­დი და გა­ინ­ტე­რე­სებთ, რამ­დე­ნად გაქვთ იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხი. კო­ვიდ-იმუ­ნი­ტე­ტი მხო­ლოდ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი არ არის. ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის არ არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში იმუ­ნუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბა მა­ინც გაქვთ. ზუს­ტად არა­ვინ იცის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის რა ტიტ­რი ით­ვლე­ბა სა­ი­მე­დოდ. სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ ვი­ყე­ნებთ ამ ანა­ლიზს რუ­ტი­ნუ­ლად.

სა­ჭი­როა თუ არა ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ­დე კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა?

- არა. თუ რამე სპე­ცი­ფი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი არ გაქვთ, არა­ნა­ი­რი ანა­ლი­ზე­ბი ან გა­მოკ­ვლე­ვე­ბი არ გჭირ­დე­ბათ.

რო­მე­ლი ვაქ­ცი­ნაა ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი?

- სიკ­ვდი­ლის­გან და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის­გან და­გი­ცავთ ევ­რო­პის და ამე­რი­კის წამ­ლის სა­ა­გენ­ტოს მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი თით­ქმის ყვე­ლა ვაქ­ცი­ნა. ცხა­დია ეფექ­ტუ­რო­ბის ხა­რის­ხი გან­სხვავ­დე­ბა. თუ არ­ჩე­ვა­ნი გაქვთ რნმ ან დნმ ვაქ­ცი­ნე­ბი ბევ­რად უფრო ეფექ­ტუ­რია. თუ არ­ჩე­ვა­ნი არ გაქვთ, ჩი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის ვაქ­ცი­ნე­ბი სულ არა­ფერს, ნამ­დვი­ლად ჯო­ბია.

ვინ უნდა აიც­რას?

- ყვე­ლა! სამ­წუ­ხა­როდ ბავ­შვებს ამე­რი­კის გარ­და არ­ცერ­თი ქვე­ყა­ნა არ ცრის, ცხა­დია, ვერ აც­რით სა­ქარ­თვე­ლო­შიც. დაშ­ვე­ბუ­ლი ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის ფარ­გლებ­ში უნდა აიც­რას ყვე­ლა, ვის­თვი­საც სა­კუ­თა­რი და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე ძვირ­ფა­სია. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ყვე­ლა ქმე­დე­ბა, მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ტოლ­ფა­სია.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
2

ეს ექიმი ყველაფრის მცოდნეა? კარდიოლოგი რატომ წყვეტს გინეკოლოგის გადასაწყვეტს საკითხს? 

man
0

ubralod mainteresebs am eqimma piradad gamoikvlia rame? kvleva chaatara tu ra xdeba ase tavdajerebit rom gvimtkicebs kargiao??? amaze ganatlebuli da stajiani profesorebi da eqimebi ceren rom dzaan didi riskia es gamoucdeli vaqcina da es gushindeli eqimi saertod vinaa??? tavis tavze igebs pasuxismgeblobas???

 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

იწვევს აცრა უშვილობას? შეიძლება აიცრან ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები?.. - ექიმი ნანა გეგეჭკორი ვაქცინაციის თაობაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

იწვევს აცრა უშვილობას? შეიძლება აიცრან ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები?.. - ექიმი ნანა გეგეჭკორი ვაქცინაციის თაობაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

"სამწუხაროდ, ვერ ავუდივარ 5-10 წუთში ერთხელ მოწერილ წერილებს. კითხვები ერთი და იგივეა. ყველა კითხვაზე არის პასუხები ჩემი და ჩემი კოლეგების პოსტებსა თუ ლექციებში, და მაინც ასეულობით წერილი პირადად ითხოვს მათზე პასუხს" - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის თაობაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს.

უნდა აიცრას თუ არა ადამიანი ქრონიკული დაავადებებით?

- რაც უფრო გრძელია თქვენი დაავადებების სია და რაც მეტ პრეპარატს ღებულობთ, მით უფრო აუცილებელია ვაქცინაცია. არა აქვს მნიშვნელობა, რა დაავადება გჭირთ. მთავარია თქვენი ქრონიკული დაავადებები მწვავე ფაზაში არ იყოს. ცალ-ცალკე დაავადებების მოწერას აზრი არ აქვს, პასუხი ყველა ასეთ კითხვაზე იგივეა.

უნდა შევწყვიტოთ თუ არა წამლები ვაქცინაციის დღეს?

- არც ერთი მედიკამენტის, რასაც ქრონიკული პრობლემების სამკურნალოდ იყენებთ, შეწყვეტა საჭირო არ არის. არც ერთის...

ეგრეთ წოდებული "სისხლის გამათხელებლები" გვჭირდება თუ არა პოსტვაქცინაციურ პერიოდში?

- ვაქცინაცია ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გახდება ამ პრეპარატების დანიშვნის მიზეზი. სამწუხაროდ, ბევრი შემთხვევაა, როცა ამას ექიმის დანიშნულებით აკეთებენ. მცდარია ეს მოსაზრება. ამ წუთისთვის არც ერთი კვლევა არ არსებობს, რაც ამ გადაწყვეტილებას შეიძლება დაედოს საფუძვლად.

ვაქცინაცია ფერტილობაზე ახდენს გავლენას?

- ამ დროისთვის არ არსებობს არანაირი მონაცემი, რომ ვაქცინაციას შეუძლია უშვილობის პროვოცირება. საერთოდ არანაირი... იყო კვლევა სპერმის ხარისხზე Pfizer-ით აცრილებში. კვლევამ აჩვენა, რომ ფაიზერით აცრილებში სპერმის ხარისხი არ იცვლებოდა.

ვიცრებით თუ არა ისინი, ვინც ორსულობას უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ?

- აუცილებლად ვიცრებით, რომ ორსულობამ მშვიდად ჩაიაროს. ორდოზიანი ვაქცინებისას ორივე დოზიდან ორ კვირაში ვითვლებით აცრილად და ამის შემდეგ ორსულობის დაგეგმვა უსაფრხოა.

ვცრით თუ არა ორსულებს?

- ამერიკული ვაქცინებით და ასტრაზენეკათი ორსულების ვაქცინაცია დასაშვებია. ვინაიდან ამ ჯგუფში რანდომიზირებული კვლევა არ არსებობს, ორსულებს მოუწოდებენ რისკების გათვალისწინებით მიიღონ გადაწყვეტილება. ამ დროისთვის არსებულმა რეტროსპექტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ორსულებში რნმ ვაქცინებით და AstraZeneca-თი აცრა უსაფრთხო იყო.

რამდენად უსაფრთხოა ბავშვების კოვიდვაქცინაცია?

- ამერიკაში დაშვებულია Pfizer-ით ვაქცინაცია 12 წლიდან ზემოთ. კვლევა დაასრულა Moderna-მ და როგორც ვიცი, მალე შეუერთდება Pfizer-ს ამ მხრივ. უსაფრთხოების პროფილი ამ ასაკობრივ ჯგუფში საიმედოა. იყო რამდენიმე შემთხვევა მიოკარდიტის, თუმცა სერიოზული გართულებები აქამდე არსებულ შემთხვევებს არ მოჰყოლია და ამიტომ ჩაითვალა, რომ ვაქცინაციით მიღებული სარგებელი მკვეთრად მეტია ერთეულ გართულებებთან შედარებით.

შესაძლებელია თუ არა შერეული ვაქცინაცია?

- ამის პრაქტიკა უკვე ნამდვილად არსებობს. კვლევებში დადასტურდა, რომ პირველ დოზად AstraZeneca და მეორე Phaizer-ი მძლავრი იმუნური პასუხით ხასიათდება. ასეთ პრაქტიკას აქტიურად იყენებს გერმანია, თუმცა საქართველოში ვერანაირ ვაქცინებს ვერ შეურევთ და ვერც ბუსტერს გაიკეთებთ. ამგვარი პროტოკოლი ქვეყანას არ გააჩნია და შესაბამისად, ლეგალურად შერეული ვაქცინაცია შეუძლებელია.

ალერგიები და ვაქცინაცია

- არანაირი ალერგიული რეაქცია, გარდა ერთი შემთხვევისა, ვაქცინაციის უკუჩვენება არაა. მხოლოდ ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინაში შემავალ რომელიმე კომპონენტზე ითვლება უკუჩვენებად. ანაფილაქსიური რეაქცია მწერების ნაკბენზე ან რაიმე სხვა მედიკამენტზე არ ითვლება რნმ და დნმ ვაქცინების უკუჩვენებად. თუ რომელიმე ვაქცინის პირველ დოზაზე განვითარდა ანაფილაქსიური რეაქცია მეორე დოზა აღარ კეთდება.

ვიცრებით თუ არა კოვიდის გადატანის შემდეგ?

- მე ავიცერი კოვიდგადატანილი, ანტისხეულების საკმაოდ მყარი ტიტრით. ვაქცინაცია შესაძლებელია კოვიდის გადატანიდან 30 დღის გასვლის შემდგომ თუ სამკურნალოდ ანტისხეულების კოქტეილი ან პლაზმა არ იყო გამოყენებული. ამ პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში უნდა დაელოდოთ 90 დღის გასვლას. ვაქცინაციის წინ ანტისხეულების ტიტრის გასინჯვა აუცილებელი არ არის. ეს საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვერ იცრებით, გინდათ გაახანგრძლივოთ მოლოდინის პერიოდი და გაინტერესებთ, რამდენად გაქვთ იმუნური პასუხი. კოვიდ-იმუნიტეტი მხოლოდ ანტისხეულები არ არის. ანტისხეულების არ არსებობის პირობებში იმუნური მეხსიერება მაინც გაქვთ. ზუსტად არავინ იცის ანტისხეულების რა ტიტრი ითვლება საიმედოდ. სწორედ აქედან გამომდინარე არ ვიყენებთ ამ ანალიზს რუტინულად.

საჭიროა თუ არა ვაქცინაციამდე კვლევების ჩატარება?

- არა. თუ რამე სპეციფიური დაავადების კლინიკური ნიშნები არ გაქვთ, არანაირი ანალიზები ან გამოკვლევები არ გჭირდებათ.

რომელი ვაქცინაა ყველაზე ეფექტური?

- სიკვდილისგან და ჰოსპიტალიზაციისგან დაგიცავთ ევროპის და ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ აღიარებული თითქმის ყველა ვაქცინა. ცხადია ეფექტურობის ხარისხი განსხვავდება. თუ არჩევანი გაქვთ რნმ ან დნმ ვაქცინები ბევრად უფრო ეფექტურია. თუ არჩევანი არ გაქვთ, ჩინური წარმოების ვაქცინები სულ არაფერს, ნამდვილად ჯობია.

ვინ უნდა აიცრას?

- ყველა! სამწუხაროდ ბავშვებს ამერიკის გარდა არცერთი ქვეყანა არ ცრის, ცხადია, ვერ აცრით საქართველოშიც. დაშვებული ასაკობრივი ჯგუფის ფარგლებში უნდა აიცრას ყველა, ვისთვისაც საკუთარი და სხვა ადამიანების სიცოცხლე ძვირფასია. ვაქცინაციის წინააღმდეგ მიმართული ყველა ქმედება, მკვლელობაში მონაწილეობის ტოლფასია.