საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტაჯიკეთის პრეზიდენტის დისშვილებმა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი სცემეს- ქვეყანაში კოვიდ 19-ის აფეთქებაა, რომელმაც ხელისუფლების მაღალ წრეებს "დაარტყა“
ტაჯიკეთის პრეზიდენტის დისშვილებმა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი სცემეს- ქვეყანაში კოვიდ 19-ის აფეთქებაა, რომელმაც ხელისუფლების მაღალ წრეებს "დაარტყა“
  • ფო­ტო­ზე: ტა­ჯი­კე­თის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი

"მას შემ­დეგ, რაც ტა­ჯი­კე­თის პრე­ზი­დენ­ტის ემო­მა­ლი რახ­მო­ნის და - 64 წლის კურ­ბომ­ბი რახ­მო­ნო­ვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­ვიდ-19-ით გარ­და­იც­ვა­ლა, მისი შვი­ლე­ბი ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს მი­უ­ვარ­დნენ და სცე­მეს, მას­თან ერ­თად კი ერთ-ერთი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნიც“, - წერს ამე­რი­კუ­ლი გა­ზე­თი "ვა­შინგტონ პოს­ტი“ («The Washington Post») სტა­ტი­ა­ში "ტა­ჯი­კე­თის პრე­ზი­დენ­ტის დის­შვი­ლებ­მა ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი სცე­მეს“ (ავ­ტო­რი - რო­ბინ დიქ­სო­ნი).

"მომ­ხდა­რი უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს იმით, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის რეს­პუბ­ლი­კა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით დას­ნე­ბოვ­ნე­ბის უე­ცა­რი აფეთ­ქე­ბა მოხ­და, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში უარ­ყოფ­და, შემ­დეგ კი მა­ს­მე­დი­ის ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბამ ფარ­თოდ გა­ა­შუ­ქა. აშ­კა­რაა, რომ "კო­ვი­დის“ "ტა­ჯი­კუ­რი აფეთ­ქე­ბა“ პირ­და­პირ ურტყამს ეროვ­ნუ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის უმაღ­ლეს დო­ნეს“, - ნათ­ქვა­მია პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში.

"პრე­ზი­დენ­ტის დის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე სა­მი­ო­დე კვი­რით ადრე კი­დევ ერთი "სა­მე­დი­ცი­ნო“ ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და - კო­რო­ნა­ვირუს­მა იმ­სხვერ­პლა ემო­მა­ლი რახ­მო­ნის სი­დედ­რიც. ქვეყ­ნის მთავ­რო­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა სულ უფრო ხში­რად აკ­რი­ტი­კებს იმის­თვის, რომ მან გა­სულ წელს არ მი­ი­ღო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზო­მე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ და ფაქ­ტი­უ­რად უმოქ­მე­დოდ იყო, რა­საც მიმ­დი­ნა­რე წელს ინ­ფექ­ცი­ის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ტალ­ღა მოჰ­ყვა.

კო­ვიდ-19-ის ამ ბოლო აფეთ­ქე­ბამ, რო­მელ­საც ტა­ჯი­კე­თის მთავ­რო­ბა უარ­ყოფ­და, სწო­რედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ წრე­ებს - გავ­ლე­ნი­ა­ნი და მდი­და­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ოჯა­ხებს "და­არ­ტყა“. ქვეყ­ნის ელი­ტა­ში და­ა­ვა­დე­ბის სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბა ბა­დებს კი­თხვებს - თუ ასე­თი ცუდი ვი­თა­რე­ბაა "ზე­მოთ“, რო­გო­რი სი­ტუ­ა­ცია იქ­ნე­ბა "ქვე­მოთ“, რი­გით მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში?

როცა შარ­შან, წლის და­სა­წყის­ში, ჩი­ნე­თი­დან რე­გი­ონ­ში კო­რო­ნა­ვირუს­მა გავ­რცე­ლე­ბა და­ი­წყო, ტა­ჯი­კე­თის ჯან­დაც­ვის უწყე­ბა აცხა­დებ­და, რომ ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კო­ვიდ-19 სა­ერ­თოდ არ იყო. ამ ორი­ო­დე თვის წი­ნათ კი მთავ­რო­ბამ სა­ზე­ი­მოდ გა­ნა­ცხა­და - "კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ვა­მარ­ცხე­თო“, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და­ა­ვა­დე­ბის ზრდის თა­ო­ბა­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­მა მო­ი­მა­ტა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

ტა­ჯი­კე­თის პრე­ზი­დენ­ტი ემო­მა­ლი რახ­მო­ნი

"რახ­მო­ნის და - კურ­ბონ­ბი რახ­მო­ნო­ვა 20 ივ­ლისს გარ­და­იც­ვა­ლა ტა­ჯი­კე­თის ელი­ტურ სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ი­დან 10 დღის შემ­დეგ. მარ­თა­ლია, მისი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა, მაგ­რამ ად­გი­ლობ­რივ მა­ს­მე­დი­ა­ში (სა­მე­დი­ცი­ნო წრე­ე­ბი­დან) გა­ი­ჟო­ნა ცნო­ბა, რომ იგი სწო­რედ კო­ვიდ-19-მა იმ­სხვერ­პლა. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას კურ­ბონ­ბის ვა­ჟე­ბის თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრზე - ჯა­მო­ლი­დინ აბ­დუ­ლო­ზოდ­ზე და მას­თან მყოფ სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­ზე, ამ ამ­ბე­ბის წყა­როდ მა­ს­მე­დია ში­ნა­გან და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს იმოწ­მებს. თავ­დას­ხმის შე­დე­გად ორი­ვე მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა სე­რი­ო­ზუ­ლი ტრამ­ვე­ბი მი­ი­ღო. უფრო მე­ტიც - ცემა-ტყე­პი­სა და მუშ­ტი-კრი­ვის შე­დე­გად სხვა ექი­მე­ბიც და­ზა­რალ­დნენ.

რახ­მო­ნის სი­დედ­რი, უზ­ბე­კბი ასა­დუ­ლო­ე­ვა, 5 ივ­ლისს გარ­და­იც­ვა­ლა, 88 წლის ასაკ­ში. არც მისი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი არაა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ცხა­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის - ხან­დაზ­მუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი სა­ი­ქი­ო­ში კო­ვიდ-19-მა "წა­იყ­ვა­ნა“. გა­სულ კვი­რა­ში ტა­ჯი­კე­თის იმამ­მა მუს­ლი­მა­ნებს მო­უ­წო­და, რომ პრე­ზი­დენ­ტის სი­ძის - გავ­ლე­ნი­ა­ნი ბიზ­ნეს­მე­ნის შამ­სუ­ლო სო­ხი­ბო­ვის სი­ცო­ცხლი­სათ­ვის ლოც­ვა აღევ­ლი­ნათ, რო­მე­ლიც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ასე­ვე კო­რო­ნა­ვირუ­სით არის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი (შამ­სუ­ლოს ცო­ლად ჰყავს რახ­მო­ნის მე­სა­მე ქა­ლიშ­ვი­ლი - რუხ­შო­ნა). ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ს­მე­დი­ის ცნო­ბით, პრე­ზი­დენ­ტი სი­ძეს სამ­კურ­ნა­ლოდ გერ­მა­ნი­ა­ში გზავ­ნის. ასე­ვე ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია რახ­მო­ნის ცო­ლისძმა ჰა­სან ასა­დუ­ლო­ზო­დი - იგი ფლობს ბანკს, ავი­ა­კომ­პა­ნი­ა­სა და სხვა მრა­ვალ ფირ­მას“, - წერს "ვა­შინგტონ პოს­ტი".

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hih
3

აუჰ ეს რა მომხდარა კაცოო?! რა ჩამორჩენილი ქვეყანა ყოფილა ტაჯიკეთი. ჩვენი კი, ასეთ "პროევროპულ/ცივილიზებულ" ქვეყანას, სადაც არც კონდახით მტვრევენ თავს პარლამენტის წევრებს და არც აკულაკებენ, ევროკავშირი უარს გვეუბნება წევრობაზე. თუ თავის ქალასაც უმტვრევენ და აკუკაკებენ კიდეც? რაღაც მსგავსი ბუნდოვნად მახსოვს. დამესიზრმა ალბათ. ამას როგორ იკადრებდნენ. აგერ მთელი ცივილიზებული სამყარო აღსდგა მათ დასაცავად. ასეთი რამის გამკეთებლები რომ ყოფილიყვნენ, ხომ არ გამოესარჩლებოდნენ?

პოლიტიკ
0

ახლო მომავალში ტაჯიკეთი შეუერთდება ავღანეთს და ერთად იბრძოლებენ სასმელი წყლის პრობლემის აღმოფხვრისათვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

ტაჯიკეთის პრეზიდენტის დისშვილებმა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი სცემეს- ქვეყანაში კოვიდ 19-ის აფეთქებაა, რომელმაც ხელისუფლების მაღალ წრეებს "დაარტყა“

ტაჯიკეთის პრეზიდენტის დისშვილებმა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი სცემეს- ქვეყანაში კოვიდ 19-ის აფეთქებაა, რომელმაც ხელისუფლების მაღალ წრეებს "დაარტყა“
  • ფოტოზე: ტაჯიკეთის ჯანდაცვის მინისტრი

"მას შემდეგ, რაც ტაჯიკეთის პრეზიდენტის ემომალი რახმონის და - 64 წლის კურბომბი რახმონოვა საავადმყოფოში კოვიდ-19-ით გარდაიცვალა, მისი შვილები ჯანდაცვის მინისტრს მიუვარდნენ და სცემეს, მასთან ერთად კი ერთ-ერთი მაღალჩინოსანიც“, - წერს ამერიკული გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი“ («The Washington Post») სტატიაში "ტაჯიკეთის პრეზიდენტის დისშვილებმა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი სცემეს“ (ავტორი - რობინ დიქსონი).

"მომხდარი უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იქცევს იმით, რომ ცენტრალური აზიის რესპუბლიკაში კორონავირუსით დასნებოვნების უეცარი აფეთქება მოხდა, რასაც ხელისუფლება გარკვეული დროის განმავლობაში უარყოფდა, შემდეგ კი მასმედიის ყველა საშუალებამ ფართოდ გააშუქა. აშკარაა, რომ "კოვიდის“ "ტაჯიკური აფეთქება“ პირდაპირ ურტყამს ეროვნული ხელმძღვანელობის უმაღლეს დონეს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

"პრეზიდენტის დის გარდაცვალებამდე სამიოდე კვირით ადრე კიდევ ერთი "სამედიცინო“ ინციდენტი მოხდა - კორონავირუსმა იმსხვერპლა ემომალი რახმონის სიდედრიც. ქვეყნის მთავრობას საზოგადოება სულ უფრო ხშირად აკრიტიკებს იმისთვის, რომ მან გასულ წელს არ მიიღო მნიშვნელოვანი ზომები კორონავირუსის წინააღმდეგ და ფაქტიურად უმოქმედოდ იყო, რასაც მიმდინარე წელს ინფექციის კატასტროფული ტალღა მოჰყვა.

კოვიდ-19-ის ამ ბოლო აფეთქებამ, რომელსაც ტაჯიკეთის მთავრობა უარყოფდა, სწორედ ხელისუფლების მაღალ წრეებს - გავლენიანი და მდიდარი პოლიტიკოსების ოჯახებს "დაარტყა“. ქვეყნის ელიტაში დაავადების სწრაფი გავრცელება ბადებს კითხვებს - თუ ასეთი ცუდი ვითარებაა "ზემოთ“, როგორი სიტუაცია იქნება "ქვემოთ“, რიგით მოქალაქეებში?

როცა შარშან, წლის დასაწყისში, ჩინეთიდან რეგიონში კორონავირუსმა გავრცელება დაიწყო, ტაჯიკეთის ჯანდაცვის უწყება აცხადებდა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე კოვიდ-19 საერთოდ არ იყო. ამ ორიოდე თვის წინათ კი მთავრობამ საზეიმოდ განაცხადა - "კორონავირუსი დავამარცხეთო“, იმის მიუხედავად, რომ სოციალურ ქსელებში დაავადების ზრდის თაობაზე შეტყობინებებმა მოიმატა“, - აღნიშნულია სტატიაში.

ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რახმონი

"რახმონის და - კურბონბი რახმონოვა 20 ივლისს გარდაიცვალა ტაჯიკეთის ელიტურ სახელმწიფო საავადმყოფოში, ჰოსპიტალიზაციიდან 10 დღის შემდეგ. მართალია, მისი სიკვდილის მიზეზი ოფიციალურად არ გამოცხადებულა, მაგრამ ადგილობრივ მასმედიაში (სამედიცინო წრეებიდან) გაიჟონა ცნობა, რომ იგი სწორედ კოვიდ-19-მა იმსხვერპლა. რაც შეეხება ინფორმაციას კურბონბის ვაჟების თავდასხმის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე - ჯამოლიდინ აბდულოზოდზე და მასთან მყოფ საავადმყოფოს დირექტორზე, ამ ამბების წყაროდ მასმედია შინაგან და ჯანდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებს იმოწმებს. თავდასხმის შედეგად ორივე მაღალჩინოსანმა სერიოზული ტრამვები მიიღო. უფრო მეტიც - ცემა-ტყეპისა და მუშტი-კრივის შედეგად სხვა ექიმებიც დაზარალდნენ.

რახმონის სიდედრი, უზბეკბი ასადულოევა, 5 ივლისს გარდაიცვალა, 88 წლის ასაკში. არც მისი სიკვდილის მიზეზი არაა ოფიციალურად გაცხადებული, თუმცა ყველამ ყველაფერი იცის - ხანდაზმული ქალბატონი საიქიოში კოვიდ-19-მა "წაიყვანა“. გასულ კვირაში ტაჯიკეთის იმამმა მუსლიმანებს მოუწოდა, რომ პრეზიდენტის სიძის - გავლენიანი ბიზნესმენის შამსულო სოხიბოვის სიცოცხლისათვის ლოცვა აღევლინათ, რომელიც, როგორც ამბობენ, ასევე კორონავირუსით არის ინფიცირებული (შამსულოს ცოლად ჰყავს რახმონის მესამე ქალიშვილი - რუხშონა). ადგილობრივი მასმედიის ცნობით, პრეზიდენტი სიძეს სამკურნალოდ გერმანიაში გზავნის. ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია რახმონის ცოლისძმა ჰასან ასადულოზოდი - იგი ფლობს ბანკს, ავიაკომპანიასა და სხვა მრავალ ფირმას“, - წერს "ვაშინგტონ პოსტი".

მოამზადა სიმონ კილაძემ