პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Black Sea Arena და მუსიკოსთა პარკი წარმოგიდგენთ შემეცნებით-გასართობ ინტერნეტპროექტს "მუსიკოსთა პარკის საიდუმლო ანუ დაუჯერებელი ამბავი"
Black Sea Arena და მუსიკოსთა პარკი წარმოგიდგენთ შემეცნებით-გასართობ ინტერნეტპროექტს "მუსიკოსთა პარკის საიდუმლო ანუ დაუჯერებელი ამბავი"

იყო და არა იყო რა…ყვე­ლა ზღა­პა­რი ახალ მოგ­ზა­უ­რო­ბას გვპ­რი­დე­ბა, მაგ­რამ მუ­სი­კოს­თა პარ­კის სა­ი­დუმ­ლო, ანუ და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი, არა მხო­ლოდ ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ში შე­სავ­ლე­ლი კა­რია, არა­მედ ახა­ლი გა­მოღ­ვი­ძე­ბის და­სა­წყი­სიც.

Black Sea Arena და მუ­სი­კოს­თა პარ­კი წარ­მო­გიდ­გენთ შე­მეც­ნე­ბით-გა­სარ­თობ ინ­ტერ­ნეტპ­რო­ექტს - "მუ­სი­კოს­თა პარ­კის სა­ი­დუმ­ლო ანუ და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი".

6 ეპი­ზო­დის­გან შემ­დგა­რი პრო­ექ­ტი აერ­თი­ა­ნებს რე­ა­ლი­თი შო­უ­სა და ფენ­ტე­ზის ჟანრს, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს გა­მორ­ჩე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბი მურ­მან ჯი­ნო­რია, მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლი გიგი გე­გე­ლაშ­ვი­ლი, ოზურ­გე­თის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი: ანი გო­დერ­ძიშ­ვი­ლი, ვახო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, ანი ბერ­სე­ნა­ძე, თა­მარ მდი­ნა­რა­ძე და რაც მთა­ვა­რია, 12 ბავ­შვი გუ­რი­ი­დან, რო­მელ­თა­გან უმე­ტე­სო­ბას ამ პრო­ექ­ტში სამ­სა­ხი­ო­ბო დე­ბი­უ­ტი ჰქონ­და.

ის­ტო­რია ვი­თარ­დე­ბა 12 ბავ­შვი­სა და მუ­სი­კოს­თა პარ­კის მე­გო­ბა­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბის გარ­შე­მო, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ სამ­ყა­რო­ში და­კარ­გუ­ლი ჰარ­მო­ნია ერ­თად აღად­გი­ნონ და ამით პლა­ნე­ტას გა­დარ­ჩე­ნა­ში და­ეხ­მა­რონ. ამ თავ­გა­და­სავ­ლე­ბით სავ­სე მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში მათ მი­ნიშ­ნე­ბე­ბი­სა და გა­მო­ცა­ნე­ბის ძებ­ნა უწევთ, რო­გორც მუ­სი­კოს­თა პარ­კის, ასე­ვე დენ­დრო­ლო­გი­უ­რი, წვერ­მა­ღა­ლას, მი­ნი­ა­ტუ­რე­ბი­სა და ცი­ცი­ნა­თე­ლას პარ­კე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მათი მთა­ვა­რი დაბ­რკო­ლე­ბა კი მხო­ლოდ დროა - ყვე­ლა მი­ნიშ­ნე­ბის პოვ­ნა, ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის ძრა­ვის ამოქ­მე­დე­ბა და სამ­ყა­რო­ში ჰარ­მო­ნი­ის დაბ­რუ­ნე­ბა 28 აგ­ვის­ტომ­დე უნდა მო­ას­წრონ.

სცე­ნა­რის ავ­ტო­რე­ბი ლე­ვან გო­გო­რე­ლი­ა­ნი, თემო მჟა­ვია და კაკი ჭან­კუ­რი­ძე არი­ან, კოს­ტი­უ­მე­ბის მხატ­ვა­რი და დე­კო­რა­ტო­რი კი მე­ლა­ნო ზიბ­ზი­ბა­ძეა.

პირ­ვე­ლი ეპი­ზო­დის პრე­მი­ე­რა Black Sea Arena-ს ფე­ის­ბუქ და იუ­თუბ გვერ­დზე 26 ივ­ლისს შედ­გა და ყო­ვე­ლი შემ­დე­გი ეპი­ზო­დი ორ­შა­ბა­თო­ბით და­ი­დე­ბა. "მუ­სი­კოს­თა პარ­კის სა­ი­დუმ­ლო ანუ და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბის" კულ­მი­ნა­ცია 28 აგ­ვის­ტოს მუ­სი­კოს­თა პარკშია და­გეგ­მი­ლი, Black Sea Arena-ს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის მიერ შექ­მნი­ლი აუ­დიო-ვი­ზუ­ა­ლუ­რი შოუ სა­ხე­ლად „გა­მოღ­ვი­ძე­ბა“იქ­ნე­ბა.

magnolia
2

პანდემია აღარ არის? 300 ინფიცირებულზე ყველაფერი დავხურეთ , 3 000 ზე - ვგულაობთ :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

Black Sea Arena და მუსიკოსთა პარკი წარმოგიდგენთ შემეცნებით-გასართობ ინტერნეტპროექტს "მუსიკოსთა პარკის საიდუმლო ანუ დაუჯერებელი ამბავი"

Black Sea Arena და მუსიკოსთა პარკი წარმოგიდგენთ შემეცნებით-გასართობ ინტერნეტპროექტს "მუსიკოსთა პარკის საიდუმლო ანუ დაუჯერებელი ამბავი"

იყო და არა იყო რა…ყველა ზღაპარი ახალ მოგზაურობას გვპრიდება, მაგრამ მუსიკოსთა პარკის საიდუმლო, ანუ დაუჯერებელი ამბავი, არა მხოლოდ ჯადოსნურ სამყაროში შესავლელი კარია, არამედ ახალი გამოღვიძების დასაწყისიც.

Black Sea Arena და მუსიკოსთა პარკი წარმოგიდგენთ შემეცნებით-გასართობ ინტერნეტპროექტს - "მუსიკოსთა პარკის საიდუმლო ანუ დაუჯერებელი ამბავი".

6 ეპიზოდისგან შემდგარი პროექტი აერთიანებს რეალითი შოუსა და ფენტეზის ჟანრს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი მურმან ჯინორია, მსახიობი და მომღერალი გიგი გეგელაშვილი, ოზურგეთის თეატრის მსახიობები: ანი გოდერძიშვილი, ვახო ჩხარტიშვილი, ანი ბერსენაძე, თამარ მდინარაძე და რაც მთავარია, 12 ბავშვი გურიიდან, რომელთაგან უმეტესობას ამ პროექტში სამსახიობო დებიუტი ჰქონდა.

ისტორია ვითარდება 12 ბავშვისა და მუსიკოსთა პარკის მეგობარი პერსონაჟების გარშემო, რომლებიც ცდილობენ სამყაროში დაკარგული ჰარმონია ერთად აღადგინონ და ამით პლანეტას გადარჩენაში დაეხმარონ. ამ თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაში მათ მინიშნებებისა და გამოცანების ძებნა უწევთ, როგორც მუსიკოსთა პარკის, ასევე დენდროლოგიური, წვერმაღალას, მინიატურებისა და ციცინათელას პარკების ტერიტორიაზე. მათი მთავარი დაბრკოლება კი მხოლოდ დროა - ყველა მინიშნების პოვნა, ციცინათელების ძრავის ამოქმედება და სამყაროში ჰარმონიის დაბრუნება 28 აგვისტომდე უნდა მოასწრონ.

სცენარის ავტორები ლევან გოგორელიანი, თემო მჟავია და კაკი ჭანკურიძე არიან, კოსტიუმების მხატვარი და დეკორატორი კი მელანო ზიბზიბაძეა.

პირველი ეპიზოდის პრემიერა Black Sea Arena-ს ფეისბუქ და იუთუბ გვერდზე 26 ივლისს შედგა და ყოველი შემდეგი ეპიზოდი ორშაბათობით დაიდება. "მუსიკოსთა პარკის საიდუმლო ანუ დაუჯერებელი ამბის" კულმინაცია 28 აგვისტოს მუსიკოსთა პარკშია დაგეგმილი, Black Sea Arena-ს შემოქმედებითი ჯგუფის მიერ შექმნილი აუდიო-ვიზუალური შოუ სახელად „გამოღვიძება“იქნება.