კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია "ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით" - აშშ-ის საელჩო საქართველოში
"ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია "ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით" - აშშ-ის საელჩო საქართველოში

აშშ-ის სა­ელ­ჩის ოფი­ცი­ა­ლურ გვრედ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლი­თაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, 19 აპ­რი­ლის, ე.წ. შარლ მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბი­დან გას­ვლას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. გთა­ვა­ზობთ გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად:

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ძალ­ზედ შე­წუ­ხე­ბუ­ლი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლია პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ცალ­მხრი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გა­სუ­ლი­ყო 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბი­დან, დო­კუ­მენ­ტი­დან, რო­მე­ლიც შე­მუ­შავ­და ექ­ვსთვი­ა­ნი რთუ­ლი, მაგ­რამ ერ­თობ­ლი­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად და წარ­მო­ად­გენს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და მათი დე­მოკ­რა­ტი­ის წინსვლის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ გზას.

ცხრა არ­ჩე­უ­ლი პარ­ტი­ი­დან სულ მცი­რე ექ­ვსი პარ­ტი­ის ას­თხუთ­მეტ­მა პარ­ლა­მენ­ტარ­მა ხელი მო­ა­წე­რა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას და პი­რო­ბა დადო, რომ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ითა­ნამ­შრომ­ლებ­და ღრმა პო­ლა­რი­ზა­ცი­ის შე­სამ­ცი­რებ­ლად, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ პროგ­რესს აფერ­ხებს. ვა­შინგტო­ნის შეშ­ფო­თე­ბა სულ უფრო მე­ტად ღრმავ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მავ­ლის გზა­ზე გან­მე­ო­რე­ბი­თი უკან­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გამო. ყვე­ლა ხელ­მომ­წერ­მა პა­სუ­ხი უნდა აგოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში მათ მიერ აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე მა­შინ, რო­დე­საც ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ და­ჟი­ნე­ბით მო­თხოვ­ნას, რომ ყვე­ლა პარ­ტი­ამ ხელი მო­ა­წე­როს და სრუ­ლად შე­ას­რუ­ლოს შე­თან­ხმე­ბა. ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მიერ შე­თან­ხმე­ბი­დან ცალ­მხრი­ვად გას­ვლა კი­დევ ერთი გა­დახ­ვე­ვაა რო­გორც იმ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ში­ნა­არ­სი­სა და სუ­ლის­კვე­თე­ბი­დან, რო­მელ­შიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ასე­ვე, იმ შე­თან­ხმე­ბი­დან, რო­მელ­საც მან ხელი მო­ა­წე­რა. მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ქვეყ­ნის­თვის, მხო­ლოდ და მხო­ლოდ, უფრო მეტ პო­ლი­ტი­კურ არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბას ქმნის და აჩენს კი­თხვებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერ­თგუ­ლე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვი­სად­მი, იმ მიზ­ნე­ბის, რო­მე­ლიც პარ­ტი­ამ თა­ვად გან­სა­ზღვრა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბი სა­უ­კე­თე­სოდ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი, თუ შე­თან­ხმე­ბა­ში მიღ­წე­უ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი სა­სა­მარ­თლო, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მე­ბის სა­კი­თხე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მრვალ­პარ­ტი­უ­ლი კონ­სენ­სუ­სის სა­ფუძ­ველ­ზე და არა ერთი პარ­ტი­ის ცალ­მხრი­ვი მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად. დრო­უ­ლი პროგ­რე­სი ამ რე­ფორ­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ყვე­ლა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი გზაა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის ციკ­ლი დას­რულ­დეს და ეს პროგ­რე­სი კვლავ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის­თვის. დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სა და გან­ხეთ­ქი­ლე­ბის გა­მომ­წვევ ქმე­დე­ბებს სარ­გე­ბე­ლი მო­აქვს მხო­ლოდ მათ­თვის, ვინც ცდი­ლობს, ძირი გა­მო­უ­თხა­როს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ის სტა­ბი­ლუ­რო­ბა­სა და წარ­მა­ტე­ბას.ეს შე­თან­ხმე­ბა ქმნის სა­სარ­გებ­ლო გზამ­კვლევს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მე­ბის­თვის, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, პარ­ლა­მენ­ტში ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის გან­მტკი­ცე­ბის­თვის ძა­ლის­ხმე­ვის გა­საგ­რძე­ლებ­ლად. ეს რე­ფორ­მე­ბი, რო­მე­ლიც უნდა იყოს ინ­კლუ­ზი­უ­რი, მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პრო­ცე­სის შე­დე­გი, კვლა­ვაც სას­წრა­ფო და აუ­ცი­ლე­ბე­ლია.ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა პარ­ტი­ას, მათ შო­რის "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბი­სა და იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად შეს­რუ­ლე­ბის­კენ, რა­ზეც ისი­ნი შე­თან­ხმდნენ და რაც უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ ერთა ოჯახ­ში დრო­უ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის".

მკითხველის კომენტარები / 90 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქარტველი
0

ცივი წყალი ძალიან ბევრი გვაქ თან ბუნებრივი მთის ეკოლოგიურათ სუფთა...

გიორგი
2

მივესალმებით ამერიკას, არა რუსეთს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია "ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით" - აშშ-ის საელჩო საქართველოში

"ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია "ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით" - აშშ-ის საელჩო საქართველოში

აშშ-ის საელჩის ოფიციალურ გვრედზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლითაც "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, 19 აპრილის, ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურებიან. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია "ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, დოკუმენტიდან, რომელიც შემუშავდა ექვსთვიანი რთული, მაგრამ ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიის წინსვლისთვის აუცილებელ გზას.

ცხრა არჩეული პარტიიდან სულ მცირე ექვსი პარტიის ასთხუთმეტმა პარლამენტარმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და პირობა დადო, რომ კეთილსინდისიერად ითანამშრომლებდა ღრმა პოლარიზაციის შესამცირებლად, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს აფერხებს. ვაშინგტონის შეშფოთება სულ უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გზაზე განმეორებითი უკანგადადგმული ნაბიჯების გამო. ყველა ხელმომწერმა პასუხი უნდა აგოს ხელშეკრულების ფარგლებში მათ მიერ აღებულ ვალდებულებებზე მაშინ, როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ დაჟინებით მოთხოვნას, რომ ყველა პარტიამ ხელი მოაწეროს და სრულად შეასრულოს შეთანხმება. ქართული ოცნების მიერ შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლა კიდევ ერთი გადახვევაა როგორც იმ მოლაპარაკებების შინაარსისა და სულისკვეთებიდან, რომელშიც "ქართული ოცნება" იღებდა მონაწილეობას, ასევე, იმ შეთანხმებიდან, რომელსაც მან ხელი მოაწერა. მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის, მხოლოდ და მხოლოდ, უფრო მეტ პოლიტიკურ არასტაბილურობას ქმნის და აჩენს კითხვებს "ქართული ოცნების" ერთგულებაზე საქართველოს დემოკრატიული მიზნების მიღწევისადმი, იმ მიზნების, რომელიც პარტიამ თავად განსაზღვრა საქართველოსთვის. საქართველოს ინტერესები საუკეთესოდ იქნება დაცული, თუ შეთანხმებაში მიღწეული კონკრეტული სასამართლო, კონსტიტუციური და საარჩევნო რეფორმების საკითხები განხორციელდება მრვალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე და არა ერთი პარტიის ცალმხრივი მოქმედების შედეგად. დროული პროგრესი ამ რეფორმების განსახორციელებლად ყველაზე პასუხისმგებლიანი გზაა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ციკლი დასრულდეს და ეს პროგრესი კვლავ უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის. დესტაბილიზაციისა და განხეთქილების გამომწვევ ქმედებებს სარგებელი მოაქვს მხოლოდ მათთვის, ვინც ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიის სტაბილურობასა და წარმატებას.ეს შეთანხმება ქმნის სასარგებლო გზამკვლევს მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის, რომელიც საჭიროა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, სასამართლო სისტემის პოლიტიზირების შესამცირებლად, საქართველოს საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ძალისხმევის გასაგრძელებლად. ეს რეფორმები, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური, მრავალპარტიული პროცესის შედეგი, კვლავაც სასწრაფო და აუცილებელია.ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მათ შორის "ქართულ ოცნებას", ერთობლივი მუშაობისა და იმ ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებისკენ, რაზეც ისინი შეთანხმდნენ და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ერთა ოჯახში დროული ინტეგრაციისთვის".