მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურებიან - რა განაცხადეს ექსპრეზიდენტმა და ექსპრემიერმა?
გიორგი მარგველაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურებიან - რა განაცხადეს ექსპრეზიდენტმა და ექსპრემიერმა?

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბი­დან გას­ვლის თა­ო­ბა­ზე.

მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში“ აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ბრძო­ლა­ში ის პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე იქ­ნე­ბა:

"ბუ­ნებ­რი­ვია, მე ყო­ველ­თვის ვა­ფიქ­სი­რებ ჩემს პო­ზი­ცი­ას და აქ­ტი­ურ კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ში ვარ პო­ლი­ტი­კო­სებ­თან. ვერ ვი­ტყვი, რომ ეს ყო­ველ­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბია, მაგ­რამ მე კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ში ვარ და ღია ვარ ხოლ­მე. ახლა ბრძო­ლაა, როცა ჩვე­ნი ქვეყ­ნის კურსს ცვლი­ან და გუ­ბერ­ნი­ად უნ­დათ გა­მო­ა­ცხა­დონ. რო­მე­ლი­მეს თუ ჰგო­ნია, რომ ამ გუ­ბერ­ნი­ას რუს "ნა­მეს­ტნიკს“ ვა­რან­ცოვს და­უ­ნიშ­ნა­ვენ, რო­გორც მა­შინ იყო, ეს ძა­ლი­ან გეშ­ლე­ბათ. ამას ქარ­თვე­ლებს გა­ა­კე­თე­ბი­ნე­ბენ, ქარ­თვე­ლე­ბის ხე­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი გუ­ბერ­ნია იქ­ნე­ბა. არ გე­გო­ნოთ, რომ აქ ვა­რან­ცო­ვი ჩა­მო­ვა და ოპე­რის თე­ატრს და გო­ლო­ვი­ნის "პროს­პექტს“ აა­შე­ნებს. ბუ­ნებ­რი­ვია, რო­დე­საც ასე­თი დრა­მა­ტუ­ლი თავ­ხე­დო­ბა გა­ნიზ­რა­ხა რა­ღაც ჯგუფ­მა, რომ უზურ­პა­ცია მო­ახ­დი­ნოს და რუ­სე­თის ზურგგა­მაგ­რე­ბულ­მა წა­იყ­ვა­ნოს ეს ქვე­ყა­ნა, რა თქმა უნდა, ამ ბრძო­ლა­ში ვიქ­ნე­ბი. ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, რომ ამ ბრძო­ლა­ში ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით ბევ­რი მო­ქა­ლა­ქე ჩა­ერ­თვე­ბა. ასე­ვე ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, რომ ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბიც რა­ღაც მო­მენ­ტში გა­ი­აზ­რე­ბენ იმ დიდ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რაც თა­ვი­სი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის მი­მართ აქვთ და მი­ი­ღე­ბენ ადეკ­ვა­ტურ ზო­მებს. მარ­ტი­ვია - სა­ხე­ლო­ბი­თი სან­ქცი­ე­ბი, მათ­თვის, ვი­საც მიჰ­ყავთ ეს ქვე­ყა­ნა რუ­სე­თის­კენ! კონ­კრე­ტუ­ლი პერ­სო­ნე­ბი ატ­რი­ა­ლე­ბენ ახლა ქვეყ­ნის სა­ჭეს და მი­ა­ქა­ნე­ბენ ჩრდი­ლო­ე­თით“, - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბი­დან გას­ვლის თა­ო­ბა­ზე არის ნა­ბი­ჯი უკი­დუ­რე­სი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უკუს­ვლა ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე, - ასე აფა­სებს გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის ანუ­ლი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

კვი­რი­კაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, "პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მოვ­ლე­ნა­თა ამ­გვარ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ეკის­რე­ბა პირ­ველ რიგ­ში ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას”.

"თუმ­ცა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაც", რო­მელ­მაც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე არ­მი­ერ­თე­ბით სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა მმარ­თველ პარ­ტი­ას, უარი ეთ­ქვა აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე, ასე­ვე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია იმ რე­ა­ლო­ბა­ზე, რო­მელ­შიც აღ­მოჩ­ნდა ქვე­ყა­ნა.

და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რა გეგ­მე­ბი აქვს და რო­გორ მოქ­მე­დებს ესა თუ ის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, სწო­რედ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა პო­ზი­ტი­უ­რი დღის წეს­რი­გის შექ­მნა, რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ქმე­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის შიდა და სა­გა­რეო ამო­ცა­ნე­ბის გა­და­წყვე­ტის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა”, - წერს კვი­რი­კაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე".

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
NN
1

ბიძინას ყველაზე დიდი შეცდომა მარგველაშვილი რა ღრმა მარაზმშია ჩაძირული

რეტრო
4

ისევ ის დრო სჯობა ესენი რო იყვნენ თანამდებობაზე. ეხლა ძალიან ცუდი დრო დადგა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

გიორგი მარგველაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურებიან - რა განაცხადეს ექსპრეზიდენტმა და ექსპრემიერმა?

გიორგი მარგველაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურებიან - რა განაცხადეს ექსპრეზიდენტმა და ექსპრემიერმა?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეხმიანებიან "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე.

მარგველაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ აღნიშნა, რომ ამ ბრძოლაში ის პოლიტიკურ ასპარეზზე იქნება:

"ბუნებრივია, მე ყოველთვის ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას და აქტიურ კონსულტაციებში ვარ პოლიტიკოსებთან. ვერ ვიტყვი, რომ ეს ყოველთვის წარმატებული კონსულტაციებია, მაგრამ მე კონსულტაციებში ვარ და ღია ვარ ხოლმე. ახლა ბრძოლაა, როცა ჩვენი ქვეყნის კურსს ცვლიან და გუბერნიად უნდათ გამოაცხადონ. რომელიმეს თუ ჰგონია, რომ ამ გუბერნიას რუს "ნამესტნიკს“ ვარანცოვს დაუნიშნავენ, როგორც მაშინ იყო, ეს ძალიან გეშლებათ. ამას ქართველებს გააკეთებინებენ, ქართველების ხელით გაკეთებული რუსული გუბერნია იქნება. არ გეგონოთ, რომ აქ ვარანცოვი ჩამოვა და ოპერის თეატრს და გოლოვინის "პროსპექტს“ ააშენებს. ბუნებრივია, როდესაც ასეთი დრამატული თავხედობა განიზრახა რაღაც ჯგუფმა, რომ უზურპაცია მოახდინოს და რუსეთის ზურგგამაგრებულმა წაიყვანოს ეს ქვეყანა, რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში ვიქნები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ბრძოლაში ქართული ოპოზიციის მეშვეობით ბევრი მოქალაქე ჩაერთვება. ასევე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც რაღაც მომენტში გაიაზრებენ იმ დიდ ვალდებულებას, რაც თავისი წინამორბედების მიმართ აქვთ და მიიღებენ ადეკვატურ ზომებს. მარტივია - სახელობითი სანქციები, მათთვის, ვისაც მიჰყავთ ეს ქვეყანა რუსეთისკენ! კონკრეტული პერსონები ატრიალებენ ახლა ქვეყნის საჭეს და მიაქანებენ ჩრდილოეთით“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე არის ნაბიჯი უკიდურესი პოლარიზაციისკენ და მნიშვნელოვანი უკუსვლა ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე, - ასე აფასებს გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას.

კვირიკაშვილის შეფასებით, "პასუხისმგებლობა მოვლენათა ამგვარ განვითარებაზე ეკისრება პირველ რიგში ქართული ოცნების ხელმძღვანელობას”.

"თუმცა, "ნაციონალური მოძრაობაც", რომელმაც ხელშეკრულებაზე არმიერთებით საშუალება მისცა მმართველ პარტიას, უარი ეთქვა აღებულ ვალდებულებებზე, ასევე პასუხისმგებელია იმ რეალობაზე, რომელშიც აღმოჩნდა ქვეყანა.

და მიუხედავად იმისა, თუ რა გეგმები აქვს და როგორ მოქმედებს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, სწორედ მმართველი პარტიის ვალდებულებაა პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა, რადიკალური ოპოზიციის ქმედების მიუხედავად საერთაშორისო ვალდებულების შესრულება და ქვეყნის განვითარების შიდა და საგარეო ამოცანების გადაწყვეტის უზრუნველყოფა”, - წერს კვირიკაშვილი "ფეისბუქზე".