ამერიკელი სენატორი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც სენატორი წერს, ეს პასუხისმგებლობის მოხსნაა და როგორც ჩანს, პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს.
"ქართული ოცნების გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, მთავრობის პასუხისმგებლობის მოხსნაა და როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს - არა მთელი ქვეყნის. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს", - წერს რიში "ტვიტერზე".