მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ შეიძლება მოძველბიჭო და მოხულიგნო პაატა იმნაძე გამოდიოდეს სპიკერად... მისი განცხადებები არის ხულიგნობა" - სერგო ჩიხლაძე
"არ შეიძლება მოძველბიჭო და მოხულიგნო პაატა იმნაძე გამოდიოდეს სპიკერად... მისი განცხადებები არის ხულიგნობა" - სერგო ჩიხლაძე

ერთ უფა­სო და ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვას მივ­ცემ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, ასეთ თავ­ხედ ადა­მი­ანს, რო­გო­რიც არის პა­ა­ტა იმ­ნა­ძე, მოძ­ველ­ბი­ჭო ელე­მენტს თუ არ გა­მო­უშ­ვე­ბენ სპი­კე­რად, უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, ნდო­ბა გა­ცი­ლე­ბით მეტი იქ­ნე­ბა პრო­ცე­სე­ბი­სად­მი - არ შე­იძ­ლე­ბა ეს მოძ­ველბ­ჭო, მო­ხუ­ლიგ­ნო პა­ა­ტა იმ­ნა­ძე გა­მო­დი­ო­დეს სპი­კე­რად, ყვე­ლა მისი გან­ცახ­დე­ბა არის უბ­რა­ლოდ ხუ­ლიგ­ნო­ბა ,- ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტმა სერ­გო ჩიხ­ლა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მათი სპი­კე­რე­ბი არას­წორ მე­სი­ჯებს აჟ­ღე­რე­ბენ ვაქ­ცი­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამის შემ­დეგ არ უნდა უკ­ვირ­დეთ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა ელის კონ­კრე­ტუ­ლად ერთ ვაქ­ცი­ნას, ამ შემ­თხვე­ვა­ში „ფა­ი­ზერს“.

ჩიხ­ლა­ძის თქმით, ის, რომ სხვა ვაქ­ცი­ნე­ბი­სად­მი ნდო­ბა არ არ­სე­ბობს, ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არას­წო­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია.

„ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ჩა­ა­ტა­რა მოკ­ვლე­ვა, რო­მელ­შიც რამ­დე­ნი­მე ასე­ულ­მა ათას­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა „ფა­ი­ზერს“ენ­დო­ბა, მერე იყო „მო­დერ­ნა“, მერე სხვა ვაქ­ცი­ნე­ბი და ბოლო ად­გილ­ზე იყო „სი­ნო­ფარ­მი“, „სი­ნო­ვა­კი“ და კი­დევ უფრო ბოლო ად­გი­ლას რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნა. ამ კვლე­ვი­დან ერთ კვი­რა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­ლი­ო­ნი დოზა „სი­ნო­ფარ­მი“ და „სი­ნო­ვა­კი“შე­მო­აქვს. ამ ვაქ­ცი­ნებს კი არ ვერ­ჩი, მე თვი­თონ ვარ აც­რი­ლი ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნით - „სი­ნო­ფარ­მით“, რად­გან, რაც არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი, იმით უნდა ავიც­რათ, მაგ­რამ შენ თუ კვლე­ვას ატა­რებ და ნდო­ბას ზრდი ამ კონ­კრე­ტუ­ლი ვაქ­ცი­ნის მი­მართ, მერე რა­ტომ გიკ­ვირს, რომ მა­ინც და მა­ინც ეს ვაქ­ცი­ნა უნდა ადა­მი­ანს. ის, რომ სხვა ვაქ­ცი­ნე­ბი­სად­მი ნდო­ბა არ არის, ესეც ხომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის „დამ­სა­ხუ­რე­ბაა“. გა­მო­ყავთ ასე­თი უსინ­დი­სო ადა­მი­ა­ნე­ბი და რა­ღაც სუ­ლე­ლურ მე­სი­ჯებს აჟ­ღე­რე­ბენ. მე­სიჯს რომ გა­აჟ­ღე­რებს ერთ-ერთი მთა­ვა­რი სპი­კე­რი, რომ „ფა­ი­ზე­რი“ ეს არის „მერ­სე­დე­სი“ და „მერ­სე­დე­სი“ რა სა­ჭი­როა ყვე­ლას ჰყავ­დეს, „მოსკვი­ჩიც“ უნდა ჰყავ­დეს ვი­ღა­ცა­სო, რა­ტომ გვიკ­ვირს მერე, რომ ფა­ი­ზე­რი­სად­მი არის უფრო მეტი ნდო­ბა. ყვე­ლა ვაქ­ცი­ნა სან­დოა, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თუ ხე­დავს, რომ „ფა­ი­ზერ­ზე“ არის ასე­თი ბუმი, მა­შინ კე­თი­ლი უნდა ინე­ბო და ამა­ზე იმუ­შა­ვე, იმი­ტომ, რომ იმა­ზე და­სა­კარ­გი დრო აღარ არის, რომ მე კი­დევ ავუხ­სნა მო­სახ­ლე­ო­ბას რა და რო­გორ - ვერ ავუხ­სე­ნი, ამი­ტომ ფაქ­ტი დამ­დგა­რი რაც არის, უნდა ვი­მუ­შა­ოთ ამა­ზე,“- გა­ნა­ცხა­და სერ­გო ჩიხ­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მო­მა­ტე­ბულ ტემპს, ჩიხ­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ეს დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სა და არა­ე­ფექ­ტუ­რი კამ­პა­ნი­ის შე­დე­გია.

„ჩვენ არ გა­მო­ვი­ყე­ნეთ ის სა­შუ­ა­ლე­ბა, რა­საც ჰქვია ვაქ­ცი­ნა დრო­უ­ლად. ჩვენ რომ დაგ­ვე­წყო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი, მაქ­სი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია ან მეტ-ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში, დღეს, რა თქმა უნდა, მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი აც­რი­ლი იქ­ნე­ბო­და.

ამას­თა­ნა­ვე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ აირ­ჩია არას­წო­რი, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, ერ­თმა­ნე­თის გა­მომ­რი­ცხა­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რა­მაც დე­ზო­რი­ენ­ტა­ცია მო­ახ­დი­ნა მო­სახ­ლე­ო­ბის. მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მთავ­რო­ბას ეკის­რე­ბა. ვაქ­ცი­ნა რომ არ არის, აქაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვართ დამ­ნა­შა­ვე? ყვე­ლა უნდა გავ­სულ­ლი­ყა­ვით და კონ­ტრა­ბან­დუ­ლი გზით ჩვენ ჩვე­ნი ვაქ­ცი­ნა შე­მოგ­ვე­ტა­ნა? „- გა­ნა­ცხა­და სერ­გო ჩიხ­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გრიგოლი1408
0

ყველაფერზე როგორ სპეკულიანტობთ. თქვენთვის არაფერი წმინდა არ არსებობს. სულ იმნაძეს უყურებს ხალხი და იმიტომ არ იცრის. ინტერნეტი გაგიგია. უცხოური საიტები გაგიგია. თუ იმნაძე არის მოდის შემქმნელი

mama
0

იმნაძე და ძველი ბიჭი? მოკლედ რა დააბრალონ აღარ იციან.სტრატეგია ცილისწამება მიდით თქვენ თუ გადაარჩენთ ხალხს ამ პანდემიიდან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"არ შეიძლება მოძველბიჭო და მოხულიგნო პაატა იმნაძე გამოდიოდეს სპიკერად... მისი განცხადებები არის ხულიგნობა" - სერგო ჩიხლაძე

"არ შეიძლება მოძველბიჭო და მოხულიგნო პაატა იმნაძე გამოდიოდეს სპიკერად... მისი განცხადებები არის ხულიგნობა" - სერგო ჩიხლაძე

ერთ უფასო და ძალიან სასარგებლო რჩევას მივცემ ხელისუფლებას და ჯანდაცვის სამინისტროს, ასეთ თავხედ ადამიანს, როგორიც არის პაატა იმნაძე, მოძველბიჭო ელემენტს თუ არ გამოუშვებენ სპიკერად, უკეთესი იქნება, ნდობა გაცილებით მეტი იქნება პროცესებისადმი - არ შეიძლება ეს მოძველბჭო, მოხულიგნო პაატა იმნაძე გამოდიოდეს სპიკერად, ყველა მისი განცახდება არის უბრალოდ ხულიგნობა ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯანდაცვის ექსპერტმა სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება და მათი სპიკერები არასწორ მესიჯებს აჟღერებენ ვაქცინებთან დაკავშირებით და ამის შემდეგ არ უნდა უკვირდეთ, რომ მოსახლეობა ელის კონკრეტულად ერთ ვაქცინას, ამ შემთხვევაში „ფაიზერს“.

ჩიხლაძის თქმით, ის, რომ სხვა ვაქცინებისადმი ნდობა არ არსებობს, ეს ხელისუფლების არასწორი მუშაობის შედეგია.

„ ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატარა მოკვლევა, რომელშიც რამდენიმე ასეულმა ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უმეტესობა „ფაიზერს“ენდობა, მერე იყო „მოდერნა“, მერე სხვა ვაქცინები და ბოლო ადგილზე იყო „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და კიდევ უფრო ბოლო ადგილას რუსული ვაქცინა. ამ კვლევიდან ერთ კვირაში ხელისუფლებას მილიონი დოზა „სინოფარმი“ და „სინოვაკი“შემოაქვს. ამ ვაქცინებს კი არ ვერჩი, მე თვითონ ვარ აცრილი ჩინური ვაქცინით - „სინოფარმით“, რადგან, რაც არის ხელმისაწვდომი, იმით უნდა ავიცრათ, მაგრამ შენ თუ კვლევას ატარებ და ნდობას ზრდი ამ კონკრეტული ვაქცინის მიმართ, მერე რატომ გიკვირს, რომ მაინც და მაინც ეს ვაქცინა უნდა ადამიანს. ის, რომ სხვა ვაქცინებისადმი ნდობა არ არის, ესეც ხომ ხელისუფლების „დამსახურებაა“. გამოყავთ ასეთი უსინდისო ადამიანები და რაღაც სულელურ მესიჯებს აჟღერებენ. მესიჯს რომ გააჟღერებს ერთ-ერთი მთავარი სპიკერი, რომ „ფაიზერი“ ეს არის „მერსედესი“ და „მერსედესი“ რა საჭიროა ყველას ჰყავდეს, „მოსკვიჩიც“ უნდა ჰყავდეს ვიღაცასო, რატომ გვიკვირს მერე, რომ ფაიზერისადმი არის უფრო მეტი ნდობა. ყველა ვაქცინა სანდოა, მაგრამ ხელისუფლება თუ ხედავს, რომ „ფაიზერზე“ არის ასეთი ბუმი, მაშინ კეთილი უნდა ინებო და ამაზე იმუშავე, იმიტომ, რომ იმაზე დასაკარგი დრო აღარ არის, რომ მე კიდევ ავუხსნა მოსახლეობას რა და როგორ - ვერ ავუხსენი, ამიტომ ფაქტი დამდგარი რაც არის, უნდა ვიმუშაოთ ამაზე,“- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

რაც შეეხება ვირუსის გავრცელების მომატებულ ტემპს, ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ ეს დაგვიანებული ვაქცინაციისა და არაეფექტური კამპანიის შედეგია.

„ჩვენ არ გამოვიყენეთ ის საშუალება, რასაც ჰქვია ვაქცინა დროულად. ჩვენ რომ დაგვეწყო ვაქცინაციის პროცესი, მაქსიური ვაქცინაცია ან მეტ-ნაკლებად ეფექტური ვაქცინაცია იანვარ-თებერვალში, დღეს, რა თქმა უნდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილი იქნებოდა.

ამასთანავე, ხელისუფლებამ და ჯანდაცვის სამინისტრომ აირჩია არასწორი, არაადეკვატური კომუნიკაცია, ერთმანეთის გამომრიცხავი განცხადებები, რამაც დეზორიენტაცია მოახდინა მოსახლეობის. მთავარი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. ვაქცინა რომ არ არის, აქაც საზოგადოება ვართ დამნაშავე? ყველა უნდა გავსულლიყავით და კონტრაბანდული გზით ჩვენ ჩვენი ვაქცინა შემოგვეტანა? „- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.