მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამას შეგვპირდა ბატონი კობახიძე, რომ შევიდოდა ყველა მედიაში" - "მთავარი არხის" გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა
"ამას შეგვპირდა ბატონი კობახიძე, რომ შევიდოდა ყველა მედიაში" - "მთავარი არხის" გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა

"მთა­ვა­რი არ­ხის" გა­ყიდ­ვე­ბის სახ­ლში სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რი შე­ვი­და. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს არის რიგ­გა­რე­შე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც უწყე­ბამ მი­ი­ღო.

რო­გორც არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ნიკა გვა­რა­მია "მთა­ვარ არხთან" სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, სახ­ლში შეს­ვლა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში შეს­ვლის იდენ­ტუ­რია.

"შე­ვიდ­ნენ, ამას შეგ­ვპირ­და ბა­ტო­ნი კო­ბა­ხი­ძე თა­ვის დრო­ზე, რომ შე­ვი­დო­და ყვე­ლა მე­დი­ა­ში... რომ გა­მო­საკ­ვლე­ვია ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა, და­ფი­ნან­სე­ბა და ა.შ. გას­ცა ბრძა­ნე­ბა და ბრძა­ნე­ბა სრულ­დე­ბა. მე ეჭვი მაქვს, რომ სხვა მე­დი­ებ­საც იგი­ვე ელო­დე­ბა. ეს ინ­ფორ­მა­ცია ჩვენ გვქონ­და მა­ნამ­დეც. ვე­ლო­დე­ბით ახლა სა­გა­და­სა­ხა­დო პო­ლი­ცი­ას და შემ­დეგ პრო­კუ­რა­ტუ­რას. რა ვიცი, რაღა უნდა მოხ­დეს მე­დი­ის თავს, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, იქ­ნე­ბა ეს პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი თუ იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ტო­რე­ბი, ამ ქვე­ყა­ნა­ში მთავ­რდე­ბა სი­ტყვის მთქმე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­მუ­შაო ად­გი­ლი აღარ იარ­სე­ბებს ძა­ლი­ან მალე. მერე მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ უნდა მი­მარ­თონ თა­ვის ამომ­რჩე­ველს ქარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა. ვინ უნდა აკ­რი­ტი­კოს ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა და ვინ უნდა მო­ახ­დი­ნოს ჩვე­ნი და­სავ­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის "ფრო­მო­უ­შე­ნი". რა უნდა გა­ა­კე­თოს ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­მა" და "რუს­თა­ვი ორმა". ეს ხომ სა­სა­ცი­ლოა. ამ ქვე­ყა­ნა­ში, ყვე­ლა მე­თო­დით ამ­თავ­რე­ბენ მე­დი­ას არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ორი თვით ადრე, - ამ­ბობს ნიკა გვა­რა­მია.

აღ­ნიშ­ნულ ფაქტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი ინგა გრი­გო­ლია და წერს:

"აგი­ჟე­ბენ და აგი­ჟე­ბენ თა­ვი­ანთ ჩლუნ­გებს, რომ მე­დი­ას და­ესხნენ თავს. წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი და და­გეგ­მი­ლი თავ­დას­ხმე­ბი გრძელ­დე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე . ამათ მარ­თლა ქუ­ჩა­ში ,მე­დი­ის ხოც­ვა-ჟლეტ­ვა აქვთ გა­და­წყვე­ტი­ლი. თა­ნაც 37-იანი რეპ­რე­სი­ე­ბის მსგავ­სად, ხალ­ხის სა­ხე­ლით " ხალ­ხის მტრე­ბის "წი­ნა­აღ­მდეგ" -ჩვენ­გან რომ ცდი­ლო­ბენ შექ­მნან თა­ვი­ან­თი საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­დით. . პა­რა­ლე­ლუ­რად და­ი­წყეს ტვებ­ში შეს­ვლაც .

"მთა­ვარ არხს" შე­უ­სი­ეს ფი­ნან­სუ­რი. ხოდა, მე­რამ­დე­ნედ ვამ­ბობ, როცა თქვენ მო­გად­გე­ბი­ან, ახლა რომ ჩუ­მად სხედ­ხართ სახ­ლებ­ში, ვეჭ­ვობ, მიკრო­ფო­ნიც აღარ იქ­ნე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში მაგ დრო­ის­თვის,სა­დაც თქვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის ფეხ­ქვეშ გა­თელ­ვა­ზე ისა­უბ­რებთ. ზოგი კია მა­გის ღირ­სი, სა­ერ­თოდ აღარ არ­სე­ბობ­დეს კრი­ტი­კუ­ლი მე­დია. მაგ­რამ მთე­ლი ქვეყ­ნის ინ­ტე­რესს მაგ ზოგს ხომ არ გა­და­ვა­ყო­ლებთ. Nika Gvaramia მაგ­რად სდექთ!! ფი­ზი­კუ­რად ვერ, მაგ­რამ გუ­ლით თქვენ­თან ვარ!" - წერს გრი­გო­ლია.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერმონია
3

შევიდა და შევიდა... არ შეიძლება? ხელშეუხებლები არიან? რითი არიან სხვა კომპანიებზე უკეთესები?

ბიკენტი
2

და ფიზიკურად რატომ ვერ ჩემო ინგა? 2007- იდან გამოყოლილ ტრამვებს ხო არ უჩივით? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ამას შეგვპირდა ბატონი კობახიძე, რომ შევიდოდა ყველა მედიაში" - "მთავარი არხის" გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა

"ამას შეგვპირდა ბატონი კობახიძე, რომ შევიდოდა ყველა მედიაში" - "მთავარი არხის" გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა

"მთავარი არხის" გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეს არის რიგგარეშე გადაწყვეტილება, რომელიც უწყებამ მიიღო.

როგორც არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია "მთავარ არხთან" საუბარში ამბობს, სახლში შესვლა ტელევიზიაში შესვლის იდენტურია.

"შევიდნენ, ამას შეგვპირდა ბატონი კობახიძე თავის დროზე, რომ შევიდოდა ყველა მედიაში... რომ გამოსაკვლევია ყველა მედიასაშუალება, დაფინანსება და ა.შ. გასცა ბრძანება და ბრძანება სრულდება. მე ეჭვი მაქვს, რომ სხვა მედიებსაც იგივე ელოდება. ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა მანამდეც. ველოდებით ახლა საგადასახადო პოლიციას და შემდეგ პროკურატურას. რა ვიცი, რაღა უნდა მოხდეს მედიის თავს, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ, იქნება ეს პოლიტიკური სპექტრი თუ იქნება საერთაშორისო აქტორები, ამ ქვეყანაში მთავრდება სიტყვის მთქმელი ადამიანების სამუშაო ადგილი აღარ იარსებებს ძალიან მალე. მერე მაინტერესებს, როგორ უნდა მიმართონ თავის ამომრჩეველს ქართველმა პოლიტიკოსებმა. ვინ უნდა აკრიტიკოს ქართული ოცნება და ვინ უნდა მოახდინოს ჩვენი დასავლური მიმართულების "ფრომოუშენი". რა უნდა გააკეთოს ტელეკომპანია "იმედმა" და "რუსთავი ორმა". ეს ხომ სასაცილოა. ამ ქვეყანაში, ყველა მეთოდით ამთავრებენ მედიას არჩევნებამდე ორი თვით ადრე, - ამბობს ნიკა გვარამია.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ჟურნალისტი ინგა გრიგოლია და წერს:

"აგიჟებენ და აგიჟებენ თავიანთ ჩლუნგებს, რომ მედიას დაესხნენ თავს. წახალისებული და დაგეგმილი თავდასხმები გრძელდება ჟურნალისტებზე . ამათ მართლა ქუჩაში ,მედიის ხოცვა-ჟლეტვა აქვთ გადაწყვეტილი. თანაც 37-იანი რეპრესიების მსგავსად, ხალხის სახელით ,, ხალხის მტრების ,,წინააღმდეგ,, -ჩვენგან რომ ცდილობენ შექმნან თავიანთი საბჭოთა პროპაგანდით. . პარალელურად დაიწყეს ტვებში შესვლაც .

"მთავარ არხს" შეუსიეს ფინანსური. ხოდა, მერამდენედ ვამბობ, როცა თქვენ მოგადგებიან, ახლა რომ ჩუმად სხედხართ სახლებში, ვეჭვობ, მიკროფონიც აღარ იქნება ამ ქვეყანაში მაგ დროისთვის,სადაც თქვენი უფლებების ფეხქვეშ გათელვაზე ისაუბრებთ. ზოგი კია მაგის ღირსი, საერთოდ აღარ არსებობდეს კრიტიკული მედია. მაგრამ მთელი ქვეყნის ინტერესს მაგ ზოგს ხომ არ გადავაყოლებთ. Nika Gvaramia მაგრად სდექთ!! ფიზიკურად ვერ, მაგრამ გულით თქვენთან ვარ!" - წერს გრიგოლია.