"ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარემ, ნიკა მელიამ, ტელეკომპანია "ფორმულას“ ეთერში სტუმრობისას კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანზე ისაუბრა. მელიამ ის ფაქტი გაიხსენა, როდესაც წულუკიანმა სენაკის თეატრში "მთავარი არხის" ჟურნალიტს მიკროფონი წაართვა და მინისტრი 90-იანი წლების "საძმოს" წევრ ქალს შეადარა.
"ქალბატონი წულუკიანი მახსენებს იმ ქალბატონებს, რომლებიც 90-იან წლებში ძალიან მძიმე როლს ასრულებდნენ ხოლმე საძმოების ფარგლებში. მე მახსოვს, ძალიან მძიმე წლები იყო 90-იანები და იყო სხვადასხვა საძმოები და საძმოს ჰყავდა თავისი ქალი წევრი, რომელიც ყველაფრის მკადრებელი იყო და ხშირ შემთხვევაში დაჯგუფებებს შორის შეტაკების საფუძველი იყო.
ამ შეგრძნებებს მიღვივებს ეს ქალბატონი, რომელიც პირდაპირ ეთერში ძალადობს. რა მნიშვნელობა აქვს, აუცილებელია, რომ რომელიმე ქუჩის ტროტუარზე ჩამომჯდარი იჯდეს ადამიანი და ისე სჩადიოდეს დანაშაულს?! სენაკის თეატრში სავარძელში იჯდები და ისე ჩაიდენ დანაშაულს თუ ლოტკინზე სადმე ღამე სჩადიხარ მძიმე დანაშაულს, რა მნიშვნელობა აქვს?!" - განაცხადა ნიკა მელიამ.
პოლიტიკოსის შეფასებას თეა წულუკიანის მეუღლემ ნუგო კაკულიამ სოციალურ ქსელში უპასუხა.
"ისიც მოყევი, შენნაირ კაცებს 90-იანებში როგორ ექცეოდნენ. ტრაკი შეწიე, წელში გაიმართე და წადი ვარდისფერები გამოიცვალე...“ - წერს კაკულია.