მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აცხადებს შსს რუსი მომღერლის ლევ ლეშენკოს საქართველოში ყოფნაზე?
რას აცხადებს შსს რუსი მომღერლის ლევ ლეშენკოს საქართველოში ყოფნაზე?

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუს­მა მომ­ღე­რალ­მა ლევ ლე­შენ­კომ სა­ქარ­თვე­ლო უკვე და­ტო­ვა, ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლი­სას კი, სის­ტე­მა­ში არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, რომ მას "ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნი დარ­ღვე­უ­ლი ჰქონ­და, რუს­მა მომ­ღე­რალ­მა ლევ ლე­შენ­კომ სა­ქარ­თვე­ლო უკვე და­ტო­ვა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს.

რო­გორც უწყე­ბა­ში აღ­ნიშ­ნეს, მას ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლი­სას სა­პას­პორ­ტო კონ­ტრო­ლის გავ­ლის დროს რა­ი­მე ხარ­ვე­ზი არ და­ფიქ­სი­რე­ბია.

"აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა უკვე და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია, რაც შე­ე­ხე­ბა მის შე­მოს­ვლას ქვე­ყა­ნა­ში, მან სა­პას­პორ­ტო კონ­ტრო­ლი გა­ი­ა­რა შე­უ­ფერ­ხებ­ლად, რად­გან არ ფიქ­სირ­დე­ბო­და რა­ი­მე სა­ხის კონ­ტრო­ლი, ასე­ვე არ უფიქ­სირ­დე­ბო­და ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლის ან გა­მოს­ვლის თა­რიღ­დამ­ღა", - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

ცნო­ბის­თვის, ოპო­ზი­ცია და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი რუსი მომ­ღერ­ლის, ლევ ლე­შენ­კოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას აპ­რო­ტეს­ტებ­და, რად­გან, მათი თქმით, მომ­ღე­რალს დარ­ღვე­უ­ლი აქვს "ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი.

"ჩვენ­მა მე­გობ­რებ­მა მოგ­ვა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც დარ­ღვე­უ­ლი აქვს „ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი, იმ­ყო­ფე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­თან და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­თან ერ­თად", - გა­ნა­ცხა­და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუსი მომ­ღე­რა­ლი ლევ ლე­შენ­კო სა­ქარ­თვე­ლო­ში, სას­ტუმ­რო „პა­რაგ­რაფ­ში“ ის­ვე­ნებ­და.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
xx
125

ჰააა ჰააა ჰააა ვინ არის ლეშენკი იცოდნენ კი საზღვარზე?

???!!!
108

გომელაურმა მისი მარშუტკით გაიყვანაა? არ დაფიქსირებულა:)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რას აცხადებს შსს რუსი მომღერლის ლევ ლეშენკოს საქართველოში ყოფნაზე?

რას აცხადებს შსს რუსი მომღერლის ლევ ლეშენკოს საქართველოში ყოფნაზე?

შსს-ს ინფორმაციით, რუსმა მომღერალმა ლევ ლეშენკომ საქართველო უკვე დატოვა, ქვეყანაში შემოსვლისას კი, სისტემაში არ დაფიქსირებულა, რომ მას "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი დარღვეული ჰქონდა, რუსმა მომღერალმა ლევ ლეშენკომ საქართველო უკვე დატოვა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, მას ქვეყანაში შემოსვლისას საპასპორტო კონტროლის გავლის დროს რაიმე ხარვეზი არ დაფიქსირებია.

"აღნიშნულმა პირმა უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია, რაც შეეხება მის შემოსვლას ქვეყანაში, მან საპასპორტო კონტროლი გაიარა შეუფერხებლად, რადგან არ ფიქსირდებოდა რაიმე სახის კონტროლი, ასევე არ უფიქსირდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის ან გამოსვლის თარიღდამღა", - აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი რუსი მომღერლის, ლევ ლეშენკოს საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებდა, რადგან, მათი თქმით, მომღერალს დარღვეული აქვს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი.

"ჩვენმა მეგობრებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ადამიანი, რომელსაც დარღვეული აქვს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი, იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრებთან და „ქართული ოცნების“ დეპუტატთან ერთად", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ. გავრცელებული ინფორმაციით, რუსი მომღერალი ლევ ლეშენკო საქართველოში, სასტუმრო „პარაგრაფში“ ისვენებდა.