ავტორი:

ზაალ უდუმაშვილის თქმით, ოპოზიციის და მედიის წინააღმდეგ მიმართული პლაკატები "ქართული ოცნების“ რაიონულ ოფისებში იყო განაწილებული და იქიდან არიგებდნენ

ზაალ უდუმაშვილის თქმით, ოპოზიციის და მედიის წინააღმდეგ მიმართული პლაკატები "ქართული ოცნების“ რაიონულ ოფისებში იყო განაწილებული და იქიდან არიგებდნენ

"გამოფენა შემთხვევით არ მომხდარა. მერიამ სამარცხვინო განცხადება გააკეთა, რომ "თბილსერვისჯგუფი“ ამ პლაკატებს ჩამოხსნისო. როდესაც იქ დავრეკეთ, გვითხრეს, რომ შაბათ-კვირას ისვენებენ და ორშაბათიდან დაიწყებენ პლაკატების ჩამოხსნას. ეს რომ ყოფილიყო ოპოზიციის პლაკატები, ერთ საათში ხომ ყველაფერი გასუფთავებული იქნებოდა?," - თბილისში ოპოზიციის და მედიის წინააღმდეგ მიმართული პლაკატების შესახებ ასეთი განცხადება "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.

როგორც უდუმაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ აღნიშნა, პლაკატები "ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ერთობლივი, შეთანხმებული გეგმის მიხედვით გამოაკრეს. უდუმაშვილი თვლის, რომ მხოლოდ ერთი ჯგუფი ამას ვერ შეძლებდა.

"თან ამბობენ, ერთმა ჯგუფმა გააკეთაო. ერთმა ჯგუფმა შეიძლება კონკრეტულ ლოკაციაზე, მაქსიმუმ ერთ უბანში გააკეთოს, მაგრამ მთელი ქალაქია აჭრელებული. მივცეთ კონკრეტული მისამართები, საიდანაც რიგდებოდა ეს პლაკატები? "ქართული ოცნების“ ყველა ოფისს მიაკითხონ, სადაც დღემდე ინახება ის პლაკატები, რომელიც უნდა გაკრულიყო. ყველა რაიონულ ოფისში იყო გადანაწილებული და შემდგომ იქიდან არიგებდნენ."