ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 26 ივლისს, ძიუდოს დაპირისპირებები გაგრძელდა. ეთერ ლიპარტელიანი (-57) ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს - მესამე ადგილისთვის იაპონელ ცუკასა იოშიდას დაუპირისპირდება. მან რეპეშაჟში პოლონელი იულია კოვალჩიკი დაამარცხა. შეხვედრა ძალიან დრამატული გამოდგა და დამატებით დროში გადავიდა. ქართველ ძიუდოისტს 2 გაფრთხილება ჰქონდა, მაგრამ გამარჯვების მომტანი ილეთი შეასრულა.
ლიპარტელიანი მეოთხედფინალში ფრან ლეონი სარა სისიკესთან დასანანად დამარცხდა. ქართველი სპორტსმენი ვაზარით იგებდა და აქტიურიც იყო, საბოლოოდ კი დამატებით დროში მეტოქემ მაინც აჯობა.
ეთერმა პირველ ეტაპზე ანგოლელ დიასონემა მუკუნგუის მარტივად, იპონით სძლია, მერვედფინალში კი გერმანელი ტერეზა შატილი დაამარცხა - შეხვედრის დასრულებამდე 11 წამი რჩებოდა, როცა მშვენიერი გდება გაუკეთა.