ავტორი:

"კოვიდის გადატანიდან 180 დღის შემდეგ დელტა (ინდური) ვარიანტით რეინფიცირების რისკი 1.5X გაზრდილია ალფა ვარიანტთან შედარებით" - რატომ მიმართავს ბიძინა კულუმბეგოვი ჟურნალისტებს

"კოვიდის გადატანიდან 180 დღის შემდეგ დელტა (ინდური) ვარიანტით რეინფიცირების რისკი 1.5X გაზრდილია ალფა ვარიანტთან შედარებით" - რატომ მიმართავს ბიძინა კულუმბეგოვი ჟურნალისტებს

ექიმი ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჟურნალისტებს მიმართავს.

"26 ადამიანი კოვიდით გარდაცვლილი. ტრაგედია უგმიროდ... მასმედიას არ უჭირს ჭირისუფალთან ურთიერთობა, ქვეყანამ უნდა იცოდეს ვის კარგავს ყოველდღიურად, მიდიან ადამიანები სახელების და გვარების გარეშე. გააშუქეთ და გაგვაგებინეთ ვინ დაკარგა დედა, მამა, მეუღლე, ძმა, და, დეიდა, მამიდა, ბიძა, მეგობარი... ამით საზოგადოებას დავანახოთ, რომ ამ აუნაზღაურებელი ტრაგედიისგან თავის დაღწევის საშუალება უკვე ჩვენთანაა და მას აცრა და ვაქცინაცია ქვია!" - წერს კულუმბეგოვი

მანამდე ბიძინა კულუმბეგოვმა კიდევ კიდევ ერთი საყურადღებო პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

"კოვიდის გადატანიდან > 180 დღის შემდეგ დელტა (ინდური) ვარიანტით რეინფიცირების რისკი 1.5X გაზრდილია ალფა (ბრიტანული) ვარიანტთან შედარებით. 2021 წლის თებერვლამდე ვინც კოვიდი გადაიტანა, მათ განსაკუთრებით ვთხოვ, დაიჭირონ თადარიგი ვაქცინაციაზე. სურვილის შემთხვევაში კოვიდის დადასტურებიდან 30 დღეში შესაძლებელია ვაქცინაციის ჩატარება".