მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა, რომ ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები" - ირაკლი ღარიბაშვილი
"მინდა, რომ ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები" - ირაკლი ღარიბაშვილი

ვაქ­ცი­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე და­ვუ­ჯე­როთ მეც­ნი­ე­რებს და არა „ფე­ის­ბუ­ქის“ სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ათას ტყუ­ილს რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩვენ მი­ვი­ღეთ ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი დოზა „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნა. ეს არის აშშ-ის დახ­მა­რე­ბა, მინ­და, კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ამე­რი­კას და პი­რა­დად პრე­ზი­დენტ ბა­ი­დენს ამ სა­ჩუქ­რის­თვის, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ჯამ­ში ქვე­ყა­ნა­შია 2 მი­ლი­ო­ნი ვაქ­ცი­ნა - 1,5 მი­ლი­ო­ნი ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა და ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი „ფა­ი­ზე­რი“.

„ამას გარ­და, მი­ლი­ო­ნი „ფა­ი­ზე­რი“ პირ­და­პირ, უშუ­ა­ლოდ მწარ­მო­ე­ბელს და­ვუკ­ვე­თეთ და ამ მი­ლი­ო­ნი დო­ზის მო­წო­დე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია. პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჯამ­ში ჩვენ გვექ­ნე­ბა 3 მი­ლი­ო­ნი ვაქ­ცი­ნა. 2 მი­ლი­ო­ნი ად­გილ­ზეა, 1 მი­ლი­ო­ნი შე­მო­ვა ერთ თვე­ში, მაქ­სი­მუმ თვე-ნა­ხე­ვარ­ში, ეტა­პობ­რი­ვად, ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას. მინ­და, მო­სახ­ლე­ო­ბას კი­დევ ერთხელ მივ­მარ­თო თხოვ­ნით და კი­დევ ერთხელ ავუხ­სნა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვა ის­მის, თუ რა­ტომ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა. მთა­ვა­რი პა­სუ­ხი და არ­გუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მინ­და გა­ვუ­ზი­ა­რო ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას, არის ის, რომ აც­რის შემ­დეგ, გარ­დაც­ვა­ლე­ბა, რაც ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლია ჩვენ­თვის, პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­რი­ცხუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, მინ­და, კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დო ყვე­ლას, ჩა­ვი­ტა­როთ აცრა, და­ვიც­ვათ სა­კუთ­რი სი­ცო­ცხლე, სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბა და ამას­თა­ნა­ვე, ჩვე­ნი მშობ­ლე­ბის, შვი­ლე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი დე­ზინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა ზო­გა­დად ვაქ­ცი­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. მინ­და, მო­სახ­ლე­ო­ბას ვთხო­ვო, და­ვეყ­რდნოთ და და­ვუ­ჯე­როთ მეც­ნი­ე­რებს და მეც­ნი­ე­რე­ბას და არა „ფე­ის­ბუ­ქის“ სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ათას ტყუ­ილს, ჭორ-მარ­თალს“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ამას­თა­ნა­ვე, რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, მისი და­ვა­ლე­ბით ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო იმის­თვის, რომ ყველ სო­ფელს ვაქ­ცი­ნა ად­გილ­ზე მი­ე­წო­დოს, რათა მო­სახ­ლე­ო­ბას ჰქონ­დეს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­უ­ფერ­ხებ­ლად ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

„მინ­და გი­თხრათ, რომ ჩემი და­ვა­ლე­ბით ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, ჩემი სურ­ვი­ლია, რომ ჯერ ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და შემ­დეგ მინ­და, რომ ყვე­ლა სო­ფელ­ში ეტა­პობ­რი­ვად ჩა­ვი­ტა­ნოთ ვაქ­ცი­ნე­ბი, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას ად­გილ­ზე ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა ჩა­ი­ტა­როს აც­რე­ბი. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი,“- გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
)))
0

სამი მილიონის წაღებაც არ დაგავიწყდეს)))

ეეეე
0

ასე მიგქონდათ 2012-ში უფასო ინტერნეტი ყველა სოფელში...

ავტორი:

"მინდა, რომ ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები" - ირაკლი ღარიბაშვილი

"მინდა, რომ ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები" - ირაკლი ღარიბაშვილი

ვაქცინების თაობაზე დავუჯეროთ მეცნიერებს და არა „ფეისბუქის“ საშუალებით გავრცელებულ ათას ტყუილს რამდენიმე დღის წინ ჩვენ მივიღეთ ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა. ეს არის აშშ-ის დახმარება, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამერიკას და პირადად პრეზიდენტ ბაიდენს ამ საჩუქრისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯამში ქვეყანაშია 2 მილიონი ვაქცინა - 1,5 მილიონი ჩინური ვაქცინა და ნახევარი მილიონი „ფაიზერი“.

„ამას გარდა, მილიონი „ფაიზერი“ პირდაპირ, უშუალოდ მწარმოებელს დავუკვეთეთ და ამ მილიონი დოზის მოწოდება უკვე დაწყებულია. პროცესი მიმდინარეობს. ჯამში ჩვენ გვექნება 3 მილიონი ვაქცინა. 2 მილიონი ადგილზეა, 1 მილიონი შემოვა ერთ თვეში, მაქსიმუმ თვე-ნახევარში, ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას. მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართო თხოვნით და კიდევ ერთხელ ავუხსნა ვაქცინაციის მნიშვნელობა. ძალიან ბევრი კითხვა ისმის, თუ რატომ არის აუცილებელი ვაქცინაციის ჩატარება. მთავარი პასუხი და არგუმენტი, რომელიც მინდა გავუზიარო ჩვენს მოსახლეობას, არის ის, რომ აცრის შემდეგ, გარდაცვალება, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის, პრაქტიკულად გამორიცხულია. შესაბამისად, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, ჩავიტაროთ აცრა, დავიცვათ საკუთრი სიცოცხლე, საკუთარი ჯანმრთელობა და ამასთანავე, ჩვენი მშობლების, შვილების, ახლობლების ჯანმრთელობა. ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება ზოგადად ვაქცინების თაობაზე. მინდა, მოსახლეობას ვთხოვო, დავეყრდნოთ და დავუჯეროთ მეცნიერებს და მეცნიერებას და არა „ფეისბუქის“ საშუალებით გავრცელებულ ათას ტყუილს, ჭორ-მართალს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთანავე, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისი დავალებით ძალიან აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო იმისთვის, რომ ყველ სოფელს ვაქცინა ადგილზე მიეწოდოს, რათა მოსახლეობას ჰქონდეს ვაქცინაციის შეუფერხებლად ჩატარების შესაძლებლობა.

„მინდა გითხრათ, რომ ჩემი დავალებით ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო, ჩემი სურვილია, რომ ჯერ ყველა მუნიციპალიტეტში და შემდეგ მინდა, რომ ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები, რომ მოსახლეობას ადგილზე ჰქონდეს საშუალება ჩაიტაროს აცრები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.