საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვაქვს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდა მთელ მსოფლიოში - 45%... ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვას" - ირაკლი ღარიბაშვილი
"გვაქვს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდა მთელ მსოფლიოში - 45%... ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვას" - ირაკლი ღარიბაშვილი

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კო­ვიდსი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ქვეყ­ნის ჩა­კეტ­ვა და "ლოკ­და­უ­დ­ნი“ არ იგეგ­მე­ბა.რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გან­მარ­ტა, მათ სხვა გზა - პან­დე­მი­ის მარ­თვა აირ­ჩი­ეს. პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით­ვე, შე­ზღუდ­ვე­ბი გა­მარ­თლე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან ეს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას და­ა­ზი­ა­ნებს.

"ბევ­რი სა­უ­ბა­რია ბოლო დროს, კი­თხვე­ბიც და­ის­ვა, ხომ არ მოხ­დე­ბა ხე­ლა­ხა­ლი ჩა­კეტ­ვა და ა.შ. მე მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ ჩვენ ავირ­ჩი­ეთ სხვა გზა, ეს არის მარ­თვის გზა, ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ვმარ­თოთ ეფექ­ტი­ა­ნად ზო­გა­დად, ეპი­დე­მია. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ვე­ღარ გა­უძ­ლებს ახალ ჩა­კეტვებს, არც "ლოკ­და­უ­ნი“, არც შე­ზღუდ­ვე­ბი არ იქ­ნე­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი, უფრო მე­ტიც, ეს იქ­ნე­ბა და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის­თვის, ეს გა­მო­იწ­ვევს იმას, რომ და­მა­ტე­ბით უნდა ავი­ღოთ ჩვენ რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი, თუ ლარი ვა­ლის სა­ხით, რაც რა თქმა უნდა, შემ­დეგ გახ­დე­ბა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­და­სახ­დე­ლი. ამი­ტომ, მე­გობ­რე­ბო და ძვირ­ფა­სო მო­ქა­ლა­ქე­ნო, ეს რომ არ გან­მე­ორ­დეს და ამის გა­კე­თე­ბა რომ არ მოგ­ვი­წი­ოს, გთხოვთ ყვე­ლას, რომ ჩა­ვი­ტა­როთ ვაქ­ცი­ნა­ცია, რო­მე­ლიც არის უსაფრ­თხო და კი­დევ ერთხელ მინ­და გა­ვი­მე­ო­რო, რომ ჩვენ უნდა და­ვუ­ჯე­როთ მეც­ნი­ე­რებს და არა, "ფე­ის­ბუ­ქის“ სა­შუ­ა­ლე­ბით და სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ათას დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას და ტყუ­ილს“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, წელს ბი­უ­ჯე­ტი მი­ლი­არ­დით გა­ი­ზარ­და და ქვე­ყა­ნას სეს­ხი "ერთი ლა­რიც“ კი არ აუ­ღია.

"ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი გავ­ხსე­ნით. რამ­დე­ნი­მე თვეა, ეკო­ნო­მი­კა ძა­ლი­ან სწრა­ფი ტემ­პით იზ­რდე­ბა, გვაქვს უპ­რე­ცე­დენ­ტო ზრდა მთელ მსოფ­ლი­ო­ში - 45% აპ­რილ­ში, 30% მა­ი­სის თვე­ში, 18%-ს ვე­ლო­დე­ბით ივ­ნი­სის თვე­ში და 12%-იანი ზრდა გვაქვს პირ­ველ 6 თვე­ში, რა­მაც მოგ­ვცა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ არც ერთი ლარი სეს­ხი წელს არ აგ­ვი­ღია. ჩვენ მი­ლი­არ­დზე მე­ტით გავ­ზარ­დეთ წლე­ვან­დე­ლი ბი­უ­ჯე­ტი“,- გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოე,,,
15

2012-ის დაპირებების შესრულებას რომელი წლიდან იწყებთ (ერთის მაინც-?)

ციცინო
6

ხო ნატონო პრემიერო ესეტი ტონი და ამაზე მეტი არა ... ვისაც უნდა აიცრება ნუ გეშინიათ 40 45 % მდე ახვალთ დანარჩენი 15 20% შეგიძლიათ მოიტკუოთ მსოფკიო ბანკი რო გეგმა შესრუკებულად გამოცხადეს და დაფინანსებები გამოგიგზავნოთ დანარჩენ ხალხს თავი დაანებეთ ნუ ავიწროებთ და სამსახურებში დისკრემინიცია არ დაუშვათ ვაკცინირებულ არავაკცინირებულებს შორის დაიჯირეთ ოქროს შუალედი მსოფლიო მართველებთან და თქვენ მოქალაქეებს შორის..

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"გვაქვს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდა მთელ მსოფლიოში - 45%... ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვას" - ირაკლი ღარიბაშვილი

"გვაქვს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდა მთელ მსოფლიოში - 45%... ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვას" - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე ქვეყნის ჩაკეტვა და "ლოკდაუდნი“ არ იგეგმება.როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, მათ სხვა გზა - პანდემიის მართვა აირჩიეს. პრემიერის განცხადებითვე, შეზღუდვები გამართლებული არ იქნება, ვინაიდან ეს ქვეყნის ეკონომიკას დააზიანებს.

"ბევრი საუბარია ბოლო დროს, კითხვებიც დაისვა, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ა.შ. მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა, ეს არის მართვის გზა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვმართოთ ეფექტიანად ზოგადად, ეპიდემია. ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს, არც "ლოკდაუნი“, არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული, უფრო მეტიც, ეს იქნება დამაზიანებელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ ჩვენ რამდენიმე მილიარდი დოლარი, თუ ლარი ვალის სახით, რაც რა თქმა უნდა, შემდეგ გახდება ჩვენი მოქალაქეების გადასახდელი. ამიტომ, მეგობრებო და ძვირფასო მოქალაქენო, ეს რომ არ განმეორდეს და ამის გაკეთება რომ არ მოგვიწიოს, გთხოვთ ყველას, რომ ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც არის უსაფრთხო და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა, "ფეისბუქის“ საშუალებით და სხვადასხვა საშუალებებით გავრცელებულ ათას დეზინფორმაციას და ტყუილს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, წელს ბიუჯეტი მილიარდით გაიზარდა და ქვეყანას სესხი "ერთი ლარიც“ კი არ აუღია.

"ჩვენ ყველაფერი გავხსენით. რამდენიმე თვეა, ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება, გვაქვს უპრეცედენტო ზრდა მთელ მსოფლიოში - 45% აპრილში, 30% მაისის თვეში, 18%-ს ველოდებით ივნისის თვეში და 12%-იანი ზრდა გვაქვს პირველ 6 თვეში, რამაც მოგვცა საშუალება, რომ არც ერთი ლარი სესხი წელს არ აგვიღია. ჩვენ მილიარდზე მეტით გავზარდეთ წლევანდელი ბიუჯეტი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.