პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განცხადებას ავრცელებს ექსპერტიზის ბიურო ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
რა განცხადებას ავრცელებს ექსპერტიზის ბიურო ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო გარ­დაც­ვლი­ლი ოპე­რა­ტო­რის, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვარ არხზე " გა­სულ სი­უ­ჟეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და გან­მარ­ტავს, რომ ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს გარ­დაც­ვლი­ლი ბი­უ­რო­ში ერთი სა­ა­თის და 15 წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ას­ვე­ნეს, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

რო­გორც ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ლაშ­ქა­რა­ვას ცხედ­რის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მო­თავ­სე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 11:00 სა­ათ­ზე მოხ­და, ცხე­და­რი კი ბი­უ­რო­ში რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მი­ას­ვე­ნეს, რაც ბი­უ­როს ცნო­ბით­ვე, რო­გორც კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბით, ასე­ვე შე­სა­ბა­მი­სი ოქ­მით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია.

"2021 წლის 25 ივ­ლისს ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რის“ გა­და­ცე­მა Post Factum-ში გარ­დაც­ვლი­ლი ოპე­რა­ტო­რის, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას შე­სა­ხებ გა­სულ სი­უ­ჟეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით თით­ქოს, გარ­დაც­ვლი­ლი ბი­უ­რო­ში ერთი სა­ა­თის და 15 წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით შე­იყ­ვა­ნეს, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლის“ გარ­დაც­ვლი­ლი ოპე­რა­ტო­რის ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას ცხე­და­რი ბი­უ­როს სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტში შე­მოყ­ვა­ნილ იქნა 2021 წლის 11 ივ­ლისს, 11 სა­ათ­სა და 18 წუთ­ზე და და­რე­გის­ტრირ­და პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბულ, ერთ-ერთი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მიერ პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ცე­მულ კად­რებს, სა­დაც ასა­ხუ­ლია ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას ცხედ­რის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მო­თავ­სე­ბა, რაც მოხ­და და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე, ცალ­სა­ხაა, რომ ცხე­და­რი ბი­უ­რო­ში რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მო­ას­ვე­ნეს, რაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია რო­გორც კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბით, ასე­ვე შე­სა­ბა­მი­სი ოქ­მით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის შე­სა­ხებ ბი­უ­როს პრეს­ცენ­ტრთან აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით 11 ივ­ლისს­ვე ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია არა­ერთ ჟურ­ნა­ლისტს, რომ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და აშუ­ქებ­დნენ გარ­დაც­ვლი­ლი ოპე­რა­ტო­რის საქ­მეს.

სამ­წუ­ხა­როა, რომ Post Factum-ის ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ მოხ­და არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, რაც შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია და რე­პუ­ტა­ცი­ის შემ­ლახ­ვე­ლი ბი­უ­როს საქ­მი­ა­ნო­ბის და აქ და­საქ­მე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მი­მართ.

სსიპ ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო კი­დევ ერთხელ გა­მოთ­ქვამს ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გარ­დაც­ვლი­ლი ოპე­რა­ტო­რის ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გამო და უსამ­ძიმ­რებს ოჯახს”, - ნათ­ქვა­მია ბი­უ­როს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, "მთა­ვა­რი არხი“ არ გა­მო­რი­ცხავს, რომ პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნით ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს ნაც­ვლად, შე­საძ­ლოა, თავ­და­პირ­ვე­ლად სხვა მი­სა­მარ­თზე მი­ეს­ვე­ნე­ბი­ნათ. მა­თი­ვე ცნო­ბით, ლაშ­ქა­რა­ვას სახ­ლი­დან გა­სუ­ლი მან­ქა­ნა ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს­თან 1 სა­ათ­სა და 15 წუთ­ში მი­ვი­და, რად­გან ბი­უ­რო­ში ავ­ტო­მო­ბი­ლის შეს­ვლა კა­მე­რებ­მა სწო­რედ ამ დრო­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. Post Factum-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, იმ დროს, როცა ცხე­და­რი ბი­უ­რო­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი, პო­ლი­ცი­ის ავ­ტო­მო­ბი­ლი გზა­ში იყო და ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს ნაც­ვლად, გლ­და­ნის ხი­დე­ბის­კენ მი­დი­ო­და.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zaza
128

პასუხი მოსთხოვეთ თქვე უნიათოებო ამ მარგინალ ჟურნალისტებს

&
140

"მთავარი არხი" მართლაც არის მთავარი ფეიკ ნიუსების დისტრიბუციაში ))) 

ავტორი:

რა განცხადებას ავრცელებს ექსპერტიზის ბიურო ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით

რა განცხადებას ავრცელებს ექსპერტიზის ბიურო ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შესახებ ტელეკომპანია "მთავარ არხზე " გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ინფორმაცია, თითქოს გარდაცვლილი ბიუროში ერთი საათის და 15 წუთის დაგვიანებით მიასვენეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ექსპერტიზის ბიუროს განცხადებაშია აღნიშნული, ლაშქარავას ცხედრის სპეციალიზებულ ავტომანქანაში მოთავსება დაახლოებით, 11:00 საათზე მოხდა, ცხედარი კი ბიუროში რამდენიმე წუთში მიასვენეს, რაც ბიუროს ცნობითვე, როგორც კამერის ჩანაწერებით, ასევე შესაბამისი ოქმით დადასტურებულია.

"2021 წლის 25 ივლისს ტელეკომპანია "მთავარის“ გადაცემა Post Factum-ში გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შესახებ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით თითქოს, გარდაცვლილი ბიუროში ერთი საათის და 15 წუთის დაგვიანებით შეიყვანეს, არ შეესაბამება სიმართლეს.

ტელეკომპანია "პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ცხედარი ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში შემოყვანილ იქნა 2021 წლის 11 ივლისს, 11 საათსა და 18 წუთზე და დარეგისტრირდა პროცედურების შესაბამისად.

თუ გავითვალისწინებთ საჯაროდ გავრცელებულ, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ პირდაპირ ეთერში გადაცემულ კადრებს, სადაც ასახულია ლექსო ლაშქარავას ცხედრის სპეციალიზებულ ავტომანქანაში მოთავსება, რაც მოხდა დაახლოებით 11:00 საათზე, ცალსახაა, რომ ცხედარი ბიუროში რამდენიმე წუთში მოასვენეს, რაც დადასტურებულია როგორც კამერის ჩანაწერებით, ასევე შესაბამისი ოქმით.

აღნიშნული ფაქტის შესახებ ბიუროს პრესცენტრთან აქტიური კომუნიკაციის მეშვეობით 11 ივლისსვე ჰქონდა ინფორმაცია არაერთ ჟურნალისტს, რომლებიც იმყოფებოდნენ სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და აშუქებდნენ გარდაცვლილი ოპერატორის საქმეს.

სამწუხაროა, რომ Post Factum-ის ჟურნალისტის მიერ მოხდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რაც შეურაცხმყოფელია და რეპუტაციის შემლახველი ბიუროს საქმიანობის და აქ დასაქმებული ექსპერტების მიმართ.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გამო და უსამძიმრებს ოჯახს”, - ნათქვამია ბიუროს განცხადებაში.

ცნობისთვის, "მთავარი არხი“ არ გამორიცხავს, რომ პოლიციის მანქანით ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროს ნაცვლად, შესაძლოა, თავდაპირველად სხვა მისამართზე მიესვენებინათ. მათივე ცნობით, ლაშქარავას სახლიდან გასული მანქანა ექსპერტიზის ბიუროსთან 1 საათსა და 15 წუთში მივიდა, რადგან ბიუროში ავტომობილის შესვლა კამერებმა სწორედ ამ დროში დააფიქსირეს. Post Factum-ის ინფორმაციითვე, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით, იმ დროს, როცა ცხედარი ბიუროში უნდა ყოფილიყო გადასვენებული, პოლიციის ავტომობილი გზაში იყო და ექსპერტიზის ბიუროს ნაცვლად, გლდანის ხიდებისკენ მიდიოდა.