მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზუგდიდში მამაკაცის მკვლელობისა და მისი შვილის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდში მამაკაცის მკვლელობისა და მისი შვილის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ზუგ­დიდ­ში, 65 წლამ­დე მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბი­სა და მისი შვი­ლის დაჭ­რის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ზ.კ. - ს აღ­მკვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ფატი ფურ­ცხვა­ნი­ძემ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა .

ბრალ­დე­ბუ­ლი თავს ნა­წი­ლობ­რივ მი­იჩ­ნევს დამ­ნა­შა­ვედ და ამ­ბობს, რომ ის „აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის პრინ­ცი­პით მოქ­მე­დებ­და“.

და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის ვა­სილ მა­მუ­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლიც ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში დღეს მი­ი­ღეს, გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ.

"ჩვენ ხვალ­ვე გა­ვა­სა­ჩივ­რებთ აღ­ნიშ­ნულ გან­ჩი­ნე­ბას. გან­ჩი­ნე­ბა ჩაგ­ვა­ბა­რეს 15 წუთ­ში, რაც სრუ­ლი აბ­სურ­დია და მი­უ­თი­თებს, რომ ასეთ რე­ჟიმ­ში და­სა­ბუ­თე­ბა, ეს არის შაბ­ლო­ნი. რა­საც ვთხოვ­დით სა­სა­მარ­თლოს, რომ არ ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა და არ მი­ე­ღო შაბ­ლო­ნუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. პრინ­ციპ­ში სხვას არც ვე­ლო­დით, რა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბაც გვაქვს გა­მოჩ­ნდა აღ­ნიშ­ნულ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა სა­კი­თხებს, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას, და­ნა­შა­უ­ლის არ­სე­ბო­ბა, არ არ­სე­ბო­ბას, სა­სა­მარ­თლომ მი­იჩ­ნია რომ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის სტან­დარ­ტი არ­სე­ბობს, თუმ­ცა ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ ამ სტან­დარ­ტი­თაც არ არ­სე­ბობს და­ნა­შა­უ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა.

ჩვენ შე­ვაგ­რო­ვებთ შე­სა­ბა­მის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რი­თაც დად­გინ­დე­ბა, რომ არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­ულს ანუ მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქცე­ვას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

ჩვენ მი­ვუ­თი­თებ­დით, რომ მკვლე­ლო­ბის გან­ზრახ­ვა მას არ ჰქო­ნია და იგი მოქ­მე­დებ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის ფარ­გლებ­ში. და­ნა­შა­უ­ლის სუ­ბი­ექ­ტუ­რი ნი­შა­ნი ანუ გან­ზრახ­ვა უნდა წარ­მო­ჩინ­დეს სხვა­დას­ხვა ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბით, ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლის ქცე­ვა, ამ ქმე­დე­ბის გან­ხორ­ცე­ლე­ბამ­დე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მო­მენ­ტში და უკვე შემ­დგომ­ში. ეს სა­მი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ბა­ტონ კვიკ­ვი­ნი­ას არა­ნა­ი­რი გან­ზრახ­ვა არ ჰქო­ნია ერ­თა­დერ­თი, რისი გან­ზრახ­ვაც ჰქონ­და იყო სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა. ეს არ არის კარ­გი ქცე­ვა, მო­სა­წო­ნი ქცე­ვა, თუმ­ცა ეს ვერ მოგ­ვცემს ჩვენ მკვლე­ლო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას",- გა­ნა­ცხა­და ვა­სილ მა­მუ­ლაშ­ვილ­მა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში, ნათ­ქვა­მია რომ 23 ივ­ლისს, ზუგ­დიდ­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ზ.კ-მ შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნის ყო­ფი­ლი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რის გ.ლ-სა და მისი შვი­ლის გ.ლ.-ს მი­მარ­თუ­ლე­ბით რამ­დენ­ჯერ­მე გა­ის­რო­ლა. სრო­ლის შე­დე­გად, მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გ.ლ. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო მისი შვი­ლი დრო­უ­ლად გა­წე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის შე­დე­გად სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ზ.კ იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19, 109-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ორი პი­რის მი­მართ) და 236-ე მუხ­ლის მე­სა­მე და მე­ო­თხე ნა­წი­ლე­ბით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 წლი­დან 20 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილია
0

გადახედეთ როგორ აშენდა სინგაპური. ჩვენ სულ ასე ვიჩანჩალებთ სანამ სასჯელები არ გამკაცრდება. მანამდე იქნება ასეთი ტრაგედიები. 

მწარე
0

მოკლედ, ეს ადვოკატები გაგაგიჟებენ რაა?- კაცი მოკლეს და დანაშაულს ადგილი არ ჰქონიაო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ზუგდიდში მამაკაცის მკვლელობისა და მისი შვილის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში მამაკაცის მკვლელობისა და მისი შვილის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში, 65 წლამდე მამაკაცის მკვლელობისა და მისი შვილის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ ზ.კ. - ს აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ფატი ფურცხვანიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა .

ბრალდებული თავს ნაწილობრივ მიიჩნევს დამნაშავედ და ამბობს, რომ ის „აუცილებელი მოგერიების პრინციპით მოქმედებდა“.

დაკავებულის ადვოკატის ვასილ მამულაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილებას, რომელიც ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს მიიღეს, გაასაჩივრებენ.

"ჩვენ ხვალვე გავასაჩივრებთ აღნიშნულ განჩინებას. განჩინება ჩაგვაბარეს 15 წუთში, რაც სრული აბსურდია და მიუთითებს, რომ ასეთ რეჟიმში დასაბუთება, ეს არის შაბლონი. რასაც ვთხოვდით სასამართლოს, რომ არ ჩაებარებინა და არ მიეღო შაბლონური გადაწყვეტილება. პრინციპში სხვას არც ველოდით, რა მართლმსაჯულებაც გვაქვს გამოჩნდა აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, კვალიფიკაციას, დანაშაულის არსებობა, არ არსებობას, სასამართლომ მიიჩნია რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი არსებობს, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ სტანდარტითაც არ არსებობს დანაშაულის შემადგენლობა.

ჩვენ შევაგროვებთ შესაბამის მტკიცებულებებს, რითაც დადგინდება, რომ არანაირი დანაშაულს ანუ მართლსაწინააღმდეგო ქცევას ადგილი არ ჰქონია.

ჩვენ მივუთითებდით, რომ მკვლელობის განზრახვა მას არ ჰქონია და იგი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. დანაშაულის სუბიექტური ნიშანი ანუ განზრახვა უნდა წარმოჩინდეს სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებებით, ერთი მნიშვნელოვანია თავად ბრალდებულის ქცევა, ამ ქმედების განხორცელებამდე განხორციელების მომენტში და უკვე შემდგომში. ეს სამივე შემთხვევაში ბატონ კვიკვინიას არანაირი განზრახვა არ ჰქონია ერთადერთი, რისი განზრახვაც ჰქონდა იყო სხვისი ნივთის დაზიანება. ეს არ არის კარგი ქცევა, მოსაწონი ქცევა, თუმცა ეს ვერ მოგვცემს ჩვენ მკვლელობის შემადგენლობას",- განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ნათქვამია რომ 23 ივლისს, ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა ზ.კ-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნის ყოფილი ბიზნესპარტნიორის გ.ლ-სა და მისი შვილის გ.ლ.-ს მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. სროლის შედეგად, მიღებული დაზიანებებით გ.ლ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი შვილი დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა. სამართალდამცველებმა ზ.კ იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხატია დეკანოიძე გამოკითხვაზე დაიბარეს - "როგორც მაქვს ინფორმაცია, საქმე არის აღძრული ადმინისტრაციულით"

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე თურქეთისა და უზბეკეთის მოქალაქეები დააკავეს

"ბრალდებულები მთელი ღამის განმავლობაში მას სხვადასხვა საგნით აწამებდნენ.." - ჯგუფური ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ბრალდებით 6 პირი დააკავეს