25 ივლისის მონაცემებით ჯამურად 402 765 აცრა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულია 139 289 ადამიანი.
"აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522",- ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში ვაქცინაცია ჩატარდა ვაქცინებით: "ასტრაზენეკა", "ფაიზერი", "სინოფარმი", "სინოვაკი".