ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის 2 061 შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

საქართველოში კორონავირუსის 2 061 შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 204 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 631 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 573 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 061 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 402 759-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.6 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.66 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.3 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 654 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 373 088-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 688 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 061 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა, აჭარა - 299, იმერეთი - 190, ქვემო ქართლი - 120, შიდა ქართლი - 62, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 89, კახეთი - 128, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი - 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 957 საიდანაც: 5 069 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 805, აჭარაში - 451, იმერეთში - 642. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 947 პირი, მათ შორის, თბილისში - 449, აჭარაში - 65, იმერეთში -220. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 პირი, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 5, იმერეთში - 12. 1 697 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 908 - თბილისში, 499- აჭარაში. 17 191 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 10.

სულ 6 ოქტომბრიდან - 24 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 974 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 686 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 827, პირი, აჭარაში - 2 777, იმერეთში - 1 980.

"დღეს არის ბედნიერი დღე, 1600 ბავშვი მოინათლა" - ილია მეორე

"კიდევ კარგად გადარჩით თქვენ იმ დღეს და ჩვენ ვართ მოძალადეები? - მოძალადეები თქვენ ხართ, შვილო" - მეუფე სპირიდონი

"ნაციონალური მოძრაობის“, აქტივისტების და მედიის წარმომადგენლების საწინააღმდეგო შინაარსის პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით 2 პირი დააჯარიმეს