პოლიტიკა
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აი, რა საოცრება გამოჩნდა ყოფილი სასტუმრო "ლონდონის" შესასვლელში, კომუნისტების მიერ გადალესილი ფენის ქვეშ!" - რა აღმოაჩინეს რესტავრატორებმა
"აი, რა საოცრება გამოჩნდა ყოფილი სასტუმრო "ლონდონის" შესასვლელში, კომუნისტების მიერ გადალესილი ფენის ქვეშ!" - რა აღმოაჩინეს რესტავრატორებმა

"აი, რა სა­ოც­რე­ბა გა­მოჩ­ნდა ყო­ფი­ლი სას­ტუმ­რო "ლონ­დო­ნის " შე­სას­ვლელ­ში, კო­მუ­ნის­ტე­ბის მიერ გა­და­ლე­სი­ლი და გა­და­ღე­ბი­ლი ფე­ნის ქვეშ! ქარ­თუ­ლი თე­მა­ტი­კა თბი­ლი­სუ­რი სა­დარ­ბა­ზო­ე­ბის კედ­ლის მხატ­ვრო­ბა­ზე ძა­ლი­ან მცი­რეა. ეს არის ნამ­დვი­ლი აღ­მო­ჩე­ნა!” – წერ­და რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პრო­ფე­სო­რი, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ცირა ელი­საშ­ვი­ლი.

რეს­ტავ­რა­ტო­რე­ბის ჯგუ­ფის აღ­მო­ჩე­ნი­ლი მო­ხა­ტუ­ლო­ბის შე­სა­ხებ ელი­საშ­ვი­ლი allnews.ge-ს ესა­უბ­რა.

- სას­ტუმ­რო "ლონ­დო­ნი“ თბი­ლი­სის­თვის ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო შე­ნო­ბაა და რო­გორც სას­ტუმ­რო, 1875 წელს გა­იხ­სნა. ეკუთ­ვნო­და ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლე­ბის სხვა­დას­ხვა თა­ო­ბას - ალექ­სან­დრეს, მის ძმას, კონ­სტან­ტი­ნეს, მერე მის შვილ­საც, პეტ­რეს. თა­ვად შე­ნო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, იყო ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი - ოტო სი­მონ­სო­ნი, რო­მელ­მაც შე­ად­გი­ნა პრო­ექ­ტი და ამ პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით გან­ხორ­ცი­ელ­და მშე­ნებ­ლო­ბა.

იმ­დრო­ინ­დელ პრე­სას თუ გა­და­ვავ­ლებთ თვალს, "ლონ­დონ­ზე“ წე­რენ, რომ ეს იყო ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სას­ტუმ­რო, რო­მე­ლიც არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­და ევ­რო­პის იმ პე­რი­ო­დის სას­ტუმ­რო­ებს. ფა­სიც შე­სა­ბა­მი­სი იყო და სხვა­თა შო­რის, ყვე­ლა მოგ­ზა­უ­რი, რო­მე­ლიც "ლონ­დონ­ში“ გა­ჩე­რე­ბუ­ლა, თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში ამ სას­ტუმ­რო­ზე სა­უბ­რობს და აღ­წერს მას. ცნო­ბი­ლია, რომ იქ და­დი­ო­და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, რო­მე­ლიც სას­ტუმ­რო "ლონ­დონ­ში“ ბან­ქო­საც თა­მა­შობ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­ხა­ტუ­ლო­ბას, რამ­დე­ნი­მე ფე­ნას ვხვდე­ბით - ჩვენ "ლონ­დო­ნის“ რა კედ­ლის მხატ­ვრო­ბაც გვახ­სოვს, ეს მე­ო­რე ეტა­პია, რად­გან მის ქვეშ არის მხატ­ვრო­ბის პირ­ვე­ლი დონე, რო­მელ­ზეც ცოტა უფრო მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­და­ხა­ტეს ის, რა­საც ახლა რეს­ტავ­რა­ცია უკეთ­დე­ბა.

- რაზე მი­ა­ნიშ­ნებს ეს აღ­მო­ჩე­ნა და ყვე­ლა­ზე მე­ტად რით არის ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

- მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ თბი­ლისს აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, რომ ის ევ­რო­პუ­ლი ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც მა­შინ არ­სე­ბულ სხვა ევ­რო­პულ ქა­ლა­ქებს არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­და, ამ პა­ტარ-პა­ტა­რა აღ­მო­ჩე­ნე­ბით თა­ვის პირ­ვან­დელ სა­ხეს და­იბ­რუ­ნებს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმი­თაც, რომ ჩვენ გვე­მა­ტე­ბა ის მემ­კვიდ­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე კო­მუ­ნის­ტებ­მა გა­და­ლე­სეს და შე­ღე­ბეს. სრუ­ლი­ად შე­უ­წყნა­რე­ბე­ლი იყო ეს მოქ­მე­დე­ბა მათი მხრი­დან, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ებ­რძოდ­ნენ რა­ღაც ბურ­ჟუ­ა­ზი­ულ გად­მო­ნაშ­თებ­სა და ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი ქა­ლა­ქის მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს, მათ შო­რის სა­დარ­ბა­ზო­ებს, მი­ი­ღეს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ გა­და­ე­ლე­სათ და ორ ფერ­ში შე­ე­ღე­ბათ. ამი­ტომ და­კარ­გა სა­დარ­ბა­ზო­ებ­მა პირ­ვე­ლა­დი სახე. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
54

კომუნისტებმა არა, ბოლშევიკებმა.... არის განსხვავება... მენშევიკებიც კომუნისტები იყვნენ, მაგრამ მავნებლობით ახლოსაც ვერ მიდიოდნენ ბოლშევიკებთან, თუმცა კი ღვიძლი დედმამიშვილები იყვნენ....

archil
45

კომუნისტებს ცოტათი ჯობიხართ და ეს არ ნიშნავს, რომ კარგები ხართ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"აი, რა საოცრება გამოჩნდა ყოფილი სასტუმრო "ლონდონის" შესასვლელში, კომუნისტების მიერ გადალესილი ფენის ქვეშ!" - რა აღმოაჩინეს რესტავრატორებმა

"აი, რა საოცრება გამოჩნდა ყოფილი სასტუმრო "ლონდონის" შესასვლელში, კომუნისტების მიერ გადალესილი ფენის ქვეშ!" - რა აღმოაჩინეს რესტავრატორებმა

"აი, რა საოცრება გამოჩნდა ყოფილი სასტუმრო "ლონდონის " შესასვლელში, კომუნისტების მიერ გადალესილი და გადაღებილი ფენის ქვეშ! ქართული თემატიკა თბილისური სადარბაზოების კედლის მხატვრობაზე ძალიან მცირეა. ეს არის ნამდვილი აღმოჩენა!” – წერდა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში პროფესორი, კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ხელმძღვანელი ცირა ელისაშვილი.

რესტავრატორების ჯგუფის აღმოჩენილი მოხატულობის შესახებ ელისაშვილი allnews.ge-ს ესაუბრა.

- სასტუმრო "ლონდონი“ თბილისისთვის ერთ-ერთი საინტერესო შენობაა და როგორც სასტუმრო, 1875 წელს გაიხსნა. ეკუთვნოდა ზუბალაშვილების სხვადასხვა თაობას - ალექსანდრეს, მის ძმას, კონსტანტინეს, მერე მის შვილსაც, პეტრეს. თავად შენობას რაც შეეხება, იყო ძალიან ცნობილი არქიტექტორი - ოტო სიმონსონი, რომელმაც შეადგინა პროექტი და ამ პროექტის მიხედვით განხორციელდა მშენებლობა.

იმდროინდელ პრესას თუ გადავავლებთ თვალს, "ლონდონზე“ წერენ, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო, რომელიც არ ჩამოუვარდებოდა ევროპის იმ პერიოდის სასტუმროებს. ფასიც შესაბამისი იყო და სხვათა შორის, ყველა მოგზაური, რომელიც "ლონდონში“ გაჩერებულა, თავის მოგონებებში ამ სასტუმროზე საუბრობს და აღწერს მას. ცნობილია, რომ იქ დადიოდა ილია ჭავჭავაძე, რომელიც სასტუმრო "ლონდონში“ ბანქოსაც თამაშობდა.

რაც შეეხება მოხატულობას, რამდენიმე ფენას ვხვდებით - ჩვენ "ლონდონის“ რა კედლის მხატვრობაც გვახსოვს, ეს მეორე ეტაპია, რადგან მის ქვეშ არის მხატვრობის პირველი დონე, რომელზეც ცოტა უფრო მოგვიანებით გადახატეს ის, რასაც ახლა რესტავრაცია უკეთდება.

- რაზე მიანიშნებს ეს აღმოჩენა და ყველაზე მეტად რით არის ის მნიშვნელოვანი?

- მიანიშნებს იმაზე, რომ თბილისს აქვს პოტენციალი, რომ ის ევროპული ქალაქი, რომელიც მაშინ არსებულ სხვა ევროპულ ქალაქებს არ ჩამოუვარდებოდა, ამ პატარ-პატარა აღმოჩენებით თავის პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.

მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ჩვენ გვემატება ის მემკვიდრეობა, რომელიც თავის დროზე კომუნისტებმა გადალესეს და შეღებეს. სრულიად შეუწყნარებელი იყო ეს მოქმედება მათი მხრიდან, მაგრამ ვინაიდან ებრძოდნენ რაღაც ბურჟუაზიულ გადმონაშთებსა და ბურჟუაზიული ქალაქის მახასიათებლებს, მათ შორის სადარბაზოებს, მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომ გადაელესათ და ორ ფერში შეეღებათ. ამიტომ დაკარგა სადარბაზოებმა პირველადი სახე. განაგრძეთ კითხვა