ავტორი:

"მესამე ანუ ბუსტერული დოზის დამატების წესი ჩვენს ქვეყანაში არ მოქმედებს... ნუ შეეცდებით რეგისტრაციას" - ბიძინა კულუმბეგოვი

"მესამე ანუ ბუსტერული დოზის დამატების წესი ჩვენს ქვეყანაში არ მოქმედებს... ნუ შეეცდებით რეგისტრაციას" - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის დამატების საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ დადგენილი წესების მიხედვით ბუსტერული დოზის დამატების წესი ჩვენს ქვეყანაში არ მოქმედებს.

ის მოუწოდებს მოქალაქეებს, სისტემის გადატვირთულობიდან გამომდინარე ასეთი კატეგორიის ადამიანები ნუ შეეცდებით რეგისტრაციას.

"საქართველოში ვაქცინაციის პროტოკოლით მხოლოდ დაშვებულია ერთი და იგივე ვაქცინით ორჯერადი ვაქცინაცია (იშვიათი გამონაკლისების გარდა). აგრეთვე დადგენილი წესების მიხედვით ბუსტერული (მესამე) დოზის დამატების წესი ჩვენს ქვეყანაში არ მოქმედებს. ძალიან დიდი თხოვნაა სისტემის გადატვირთულობიდან გამომდინარე ასეთი კატეგორიის ადამიანები ნუ შეეცდებით რეგისტრაციას, რადგან მაქსიმუმ 24 საათში თქვენ მაინც მოგივათ ვაქცინაციაზე უარყოფის სმს. ყველას გისურვებთ წარმატებას" - წერს კულუმბეგოვი.