მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინა არის მეგობრობის ნიშნად ქართველი ხალხისთვის საჩუქარი ჯო ბაიდენისგან - გთხოვთ, აიცერით!" - კელი დეგნანი
"ეს სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინა არის მეგობრობის ნიშნად ქართველი ხალხისთვის საჩუქარი ჯო ბაიდენისგან - გთხოვთ, აიცერით!" - კელი დეგნანი

Pfizer-ის კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის ეს 500 000 დოზა მე­გობ­რო­ბის ნიშ­ნად ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის სა­ჩუ­ქა­რია ჯო ბა­ი­დე­ნის­გან და აშშ-ის მთავ­რო­ბის­გან, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში კელი დეგ­ნან­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ამე­რი­კი­დან "ფა­ი­ზე­რის" 500 000 დო­ზის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ტა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით იმ­ყო­ფე­ბო­და.

„მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ შევ­ძე­ლით ეს სი­ცო­ცხლის გა­დამ­რჩე­ნი ვაქ­ცი­ნა გად­მოგ­ცეთ, რო­გორც ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის ნა­წი­ლი. აშშ პან­დე­მი­ის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე მხარს უჭერ­და ქარ­თვე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის ძა­ლის­ხმე­ვას. ახლა კი ჩვენ შეგ­ვიძ­ლია მო­გა­მა­რა­გოთ იმ ერ­თა­დერ­თი რა­მით, რა­საც ნამ­დვი­ლად შე­უძ­ლია შე­ებ­რძო­ლოს ამ გლო­ბა­ლურ პან­დე­მი­ას და ეს არის უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნა. Pfizer-ის კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის ეს 500 000 დოზა და­ე­მა­ტე­ბა იმ და­ახ­ლო­ე­ბით 9 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს, რო­მე­ლიც აშშ-მა გა­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს და­სახ­მა­რებ­ლად პან­დე­მი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათ შო­რის ახ­ლა­ხანს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრს გა­და­ე­ცა და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის 3 მა­ცი­ვა­რი, 26 000 PCR ტეს­ტი და ჟანგბა­დის წარ­მომ­ქმნე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, რათა ცენ­ტრა­ლურ რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 300 კო­ვიდ­სა­წო­ლი აღ­ჭურ­ვი­ლი იყოს უსაფრ­თხო, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ჟანგბა­დით“, - გა­ნა­ცხა­და კელი დეგ­ნან­მა.

ელჩმა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს და სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებს გა­წე­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვის­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­და.

„მსურს პი­რა­დად გა­და­ვუ­ხა­დო მად­ლო­ბა მი­ნის­ტრ ტი­კა­რა­ძეს და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებს მათი და­უ­ღა­ლა­ვი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი კო­ორ­დი­ნა­ცი­ის­თვის, რათა ეს ვაქ­ცი­ნე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მი­ვი­დეს ქარ­თველ ხალ­ხამ­დე. მე სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, ვი­საც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, გთხოვთ, წა­დით და აი­ცე­რით, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად. ეს სა­უ­კე­თე­სო გზაა თქვე­ნი თა­ვის და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­სა­ცა­ვად და ეს ნამ­დვი­ლად ერ­თა­დერ­თი გზაა ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კე­ბის გახ­სნის­თვის. მე უკვე მი­ვი­ღე Pfizer-ის ორი დოზა, ასე­ვე თით­ქმის ყვე­ლამ აშშ-ის სა­ელ­ჩო­ში და თქვენც, ყვე­ლას მო­გი­წო­დებთ, გთხოვთ, აიც­რათ“, -აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მთაწმინდელი
4

მადლობა <3

დ გ
4

კაციშვილმა არ იცის რა არიის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ეს სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინა არის მეგობრობის ნიშნად ქართველი ხალხისთვის საჩუქარი ჯო ბაიდენისგან - გთხოვთ, აიცერით!" - კელი დეგნანი

"ეს სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინა არის მეგობრობის ნიშნად ქართველი ხალხისთვის საჩუქარი ჯო ბაიდენისგან - გთხოვთ, აიცერით!" - კელი დეგნანი

Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეს 500 000 დოზა მეგობრობის ნიშნად ქართველი ხალხისთვის საჩუქარია ჯო ბაიდენისგან და აშშ-ის მთავრობისგან, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკიდან "ფაიზერის" 500 000 დოზის საქართველოში ჩამოტანასთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

„მოხარული ვარ, რომ შევძელით ეს სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინა გადმოგცეთ, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილი. აშშ პანდემიის დაწყებისთანავე მხარს უჭერდა ქართველების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ძალისხმევას. ახლა კი ჩვენ შეგვიძლია მოგამარაგოთ იმ ერთადერთი რამით, რასაც ნამდვილად შეუძლია შეებრძოლოს ამ გლობალურ პანდემიას და ეს არის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა. Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეს 500 000 დოზა დაემატება იმ დაახლოებით 9 მილიონ აშშ დოლარს, რომელიც აშშ-მა გაიღო საქართველოს დასახმარებლად პანდემიის განმავლობაში, მათ შორის ახლახანს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადაეცა დაბალი ტემპერატურის 3 მაცივარი, 26 000 PCR ტესტი და ჟანგბადის წარმომქმნელი მოწყობილობები, რათა ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში 300 კოვიდსაწოლი აღჭურვილი იყოს უსაფრთხო, მაღალი ხარისხის ჟანგბადით“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს და სამინისტროს თანამშრომლებს გაწეული ძალისხმევისთვის და საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

„მსურს პირადად გადავუხადო მადლობა მინისტრ ტიკარაძეს და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს მათი დაუღალავი და შესანიშნავი კოორდინაციისთვის, რათა ეს ვაქცინები რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს ქართველ ხალხამდე. მე საქართველოში ყველას მოვუწოდებ, ვისაც ვაქცინაციის საშუალება აქვს, გთხოვთ, წადით და აიცერით, რაც შეიძლება სწრაფად. ეს საუკეთესო გზაა თქვენი თავის და საყვარელი ადამიანების დასაცავად და ეს ნამდვილად ერთადერთი გზაა ჩვენი ეკონომიკების გახსნისთვის. მე უკვე მივიღე Pfizer-ის ორი დოზა, ასევე თითქმის ყველამ აშშ-ის საელჩოში და თქვენც, ყველას მოგიწოდებთ, გთხოვთ, აიცრათ“, -აღნიშნა ელჩმა.