პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ხვედელიანი - ნიკა მელია გაერთიანების პოლიტიკური სიმბოლოა, რომელთან ერთადაც გამარჯვებამდე მივალთ!
გიორგი ხვედელიანი - ნიკა მელია გაერთიანების პოლიტიკური სიმბოლოა, რომელთან ერთადაც გამარჯვებამდე მივალთ!

დღეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ მოხ­და, ნიკა მე­ლი­ა­სა და ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას გარ­შე­მო გა­ერ­თი­ან­და ბევ­რი პარ­ტია და, რაც მთა­ვა­რია, ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის მხარ­და­ჭე­რა და კონ­სო­ლი­და­ცია გაგ­რძელ­დე­ბა.

ეს პრო­ცე­სი იმ სუ­ლის­კვე­თე­ბის გაგ­რძე­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ იან­ვარ­ში და­ი­წყო, გა­ნახ­ლდა და კარი გა­ა­ღო სხვა­დას­ხვა შეხ­დუ­ლე­ბე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სწო­რედ იმ მო­ტი­ვით, რომ გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი შე­ექ­მნა. და ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­ბო­ლო გახ­და ნიკა მე­ლია, რო­მელ­თან ერ­თა­დაც გა­მარ­ჯვე­ბამ­დე მი­ვალთ!

მარ­თა­ლია, იმ პე­რი­ოდ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პრაქ­ტი­კუ­ლად ფე­ხებ­ში გვეს­რო­ლა, როცა ჩვე­ნი პარ­ტი­ის თავ­ჯდო­მა­რე და­ა­პა­ტიმ­რა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ნიკა მე­ლი­ას წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი უსა­მარ­თლო­ბი­სა და აღ­ვი­რახ­სნი­ლი პრო­პა­გან­დი­სა, მათ ვერ მო­ა­ხერ­ხეს მე­ლი­ა­სა და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის გა­ტეხ­ვა. პი­რი­ქით, მათ მი­ი­ღეს პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი, რო­მე­ლიც დღეს არის ისე­თი ძლი­ე­რი, რო­გორც არას­დროს. მე­ლი­ამ სა­კუ­თა­რი მო­რა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბით დაძ­ლია ამ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ივა­ნიშ­ვი­ლის გუნ­დი.

დღეს ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა ქა­ლაქ­სა და ქვე­ყა­ნას მარ­თავ­დეს და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი, კო­ა­ლი­ცი­უ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ამ იდე­ამ უნდა გა­ი­მარ­ჯვოს და სწო­რედ ეს იდე­აა, რაც ივა­ნიშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვანს. ამი­ტო­მაც ჩვე­ნი პარ­ტია თბი­ლის­ში არ­სად, არ­ცერთ რა­ი­ონ­ში არ და­ა­ყე­ნებს მა­ჟო­რი­ტარ კან­დი­და­ტებს და მხარს და­უ­ჭერს სა­ერ­თო მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი შე­თახ­მე­ბის კან­დი­და­ტებს.

ერ­თი­ა­ნო­ბით, ძა­ლე­ბის კონ­სო­ლი­და­ცი­ით, სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, რომ­ლე­ბიც მრავ­ლად იქ­ნე­ბი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ჩვენ და­ვი­ცავთ შე­მოდ­გო­მის არ­ჩევ­ნებს მა­სობ­რი­ვი გა­ყალ­ბე­ბის­გან. ჩვენ არ მივ­ცემთ ხე­ლი­სუფლბას 43%-ის აღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ეს არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა ვა­დამ­დელ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი რე­პე­ტი­ცია, რომ­ლის შემ­დე­გაც და­ვიბ­რუ­ნებთ ოლი­გარ­ქის მიერ ჯი­ბე­ში ჩა­დე­ბულ ქვე­ყა­ნას და ერ­თო­ბა­ზე, ჯან­საღ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბით ქვე­ყა­ნა და­ი­წყებს გან­ვი­თა­რე­ბას.

R

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არჩი
80

ვუყურე წარდგენას და გაკვირვებული დავრჩი, იმდენად უღიმღამო იყო. კამერის წინ სუფლიორი მონიტორიდან ტექსტის წაკითხვა - ეს იმდენად ცხადი იყო, რომ ხოშტარიამ გამოსვლის წინ ადგილი გაუცვალა, მიუხედავად იმისა, რომ გვერდიგვერდ იდგნენ.

GRUZIN
16

მარტლა გჯერა-

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

გიორგი ხვედელიანი - ნიკა მელია გაერთიანების პოლიტიკური სიმბოლოა, რომელთან ერთადაც გამარჯვებამდე მივალთ!

გიორგი ხვედელიანი - ნიკა მელია გაერთიანების პოლიტიკური სიმბოლოა, რომელთან ერთადაც გამარჯვებამდე მივალთ!

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას გარშემო გაერთიანდა ბევრი პარტია და, რაც მთავარია, ამ პოლიტიკური ცენტრის მხარდაჭერა და კონსოლიდაცია გაგრძელდება.

ეს პროცესი იმ სულისკვეთების გაგრძელებაა, რომელიც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ იანვარში დაიწყო, განახლდა და კარი გააღო სხვადასხვა შეხდულებების ადამიანებისთვის სწორედ იმ მოტივით, რომ გამაერთიანებელი პოლიტიკური ცენტრი შეექმნა. და ამ გაერთიანების პოლიტიკური სიმბოლო გახდა ნიკა მელია, რომელთან ერთადაც გამარჯვებამდე მივალთ!

მართალია, იმ პერიოდში ხელისუფლებამ პრაქტიკულად ფეხებში გვესროლა, როცა ჩვენი პარტიის თავჯდომარე დააპატიმრა, მაგრამ მიუხედავად ნიკა მელიას წინააღმდეგ განხორციელებული უსამართლობისა და აღვირახსნილი პროპაგანდისა, მათ ვერ მოახერხეს მელიასა და ნაციონალური მოძრაობის გატეხვა. პირიქით, მათ მიიღეს პოლიტიკური ლიდერი, რომელიც დღეს არის ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს. მელიამ საკუთარი მორალური უპირატესობით დაძლია ამ ქვეყნის ინტერესების მოწინააღმდეგე ივანიშვილის გუნდი.

დღეს ჩვენი ამოცანაა ქალაქსა და ქვეყანას მართავდეს დაბალანსებული, კოალიციური ხელისუფლება. ამ იდეამ უნდა გაიმარჯვოს და სწორედ ეს იდეაა, რაც ივანიშვილის დამარცხებამდე მიგვიყვანს. ამიტომაც ჩვენი პარტია თბილისში არსად, არცერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს საერთო მრავალპარტიული შეთახმების კანდიდატებს.

ერთიანობით, ძალების კონსოლიდაციით, სრული მობილიზებით, საერთაშორისო დამკვირვებლების დახმარებით, რომლებიც მრავლად იქნებიან წარმოდგენილი, ჩვენ დავიცავთ შემოდგომის არჩევნებს მასობრივი გაყალბებისგან. ჩვენ არ მივცემთ ხელისუფლბას 43%-ის აღების საშუალებას. ეს არჩევნები იქნება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების გენერალური რეპეტიცია, რომლის შემდეგაც დავიბრუნებთ ოლიგარქის მიერ ჯიბეში ჩადებულ ქვეყანას და ერთობაზე, ჯანსაღ კონკურენციაზე დაფუძნებული მმართველობით ქვეყანა დაიწყებს განვითარებას.

R

"16 წლის ვიყავი, მამა და დედა რომ დაშორდნენ, რთული დრო იყო" - თეონა აქუბარდია ოჯახის წევრებზე, რთულ 90-იანებსა და პირველ ნაბიჯებზე პოლიტიკაში

18:00 საათის მონაცემებით, "ფაიზერის" ვაქცინაზე 134 400-მდე ადამიანი დარეგისტრირდა

“16-დან 18 წლამდე პირების “ფაიზერით“ ვაქცინაციისას მშობლის, ან მეურვის თანხმობა იქნება საჭირო” - თამარ გაბუნია