საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"25 000 წლის წინ საქართველოში მცხოვრები ეს ქალი აღმოსავლეთ ევროპის ქვის ხანის მოსახლეობის წინაპარია"- რას ამბობენ სპეციალისტები საწურბლიას მღვიმის აღმოჩენაზე
"25 000 წლის წინ საქართველოში მცხოვრები ეს ქალი აღმოსავლეთ ევროპის ქვის ხანის მოსახლეობის წინაპარია"- რას ამბობენ სპეციალისტები საწურბლიას მღვიმის აღმოჩენაზე

წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე სა­წურ­ბლი­ას მღვი­მე­ში 25 ათა­სი წლის წი­ნან­დე­ლი ადა­მი­ა­ნის დნმ-ს მი­აკ­ვლი­ეს და გა­შიფ­რეს. აღ­მო­ჩე­ნას მსოფ­ლიო სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის პა­ლე­ო­ან­თრო­პო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის უფ­რო­სის, წყალ­ტუ­ბოს ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, თენ­გიზ მეშ­ვე­ლი­ა­ნის თქმით, ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის ამ­სახ­ვე­ლი სტა­ტია წამ­ყვან სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ­ში Current Biology- ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვით დად­გინ­და, რომ აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნი­მუ­ში (SAT29) წარ­მო­ად­გენს მდედ­რო­ბი­თი სქე­სის ჰომო სა­პი­ენ­სის იმ გამ­ქრალ გენს, რო­მელ­მაც დიდი როლი შე­ას­რუ­ლა დღე­ვან­დე­ლი და­სავ­ლეთ ევ­რო­პის მო­სახ­ლე­ო­ბის გე­ნე­ტი­კა­ში. მეც­ნი­ე­რებ­მა ქვის ხა­ნის ადა­მი­ა­ნის აღ­ნიშ­ნუ­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი მა­სა­ლის ნი­მუ­ში შე­ა­და­რეს ძუ­ძუ­ა­ნას მღვი­მე­ში აღ­მო­ჩე­ნილ, ადა­მი­ა­ნის ძვლო­ვან მა­სა­ლას და და­ას­კვნეს, რომ ამ ორ ინ­დი­ვიდს ერ­თნა­ი­რი გე­ნე­ტი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი აქვს.

რაც, თენ­გიზ მეშ­ვე­ლი­ა­ნი შე­ფა­სე­ბით, მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ევ­რა­ზი­ის კონ­ტი­ნენტზე, უკა­ნას­კნე­ლი გამ­ყინ­ვა­რე­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში, ძი­რი­თა­დი მო­სახ­ლე­ო­ბა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის გე­ნის მა­ტა­რე­ბე­ლია.

"სა­წურ­ბლი­ას მღვი­მე­ში გა­თხრებს 2008 წლი­დან ვა­წარ­მო­ებთ. ძა­ლი­ან დიდი მღვი­მეა, რამ­დე­ნი­მე კულ­ტუ­რუ­ლი ფე­ნაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი - და­წყე­ბუ­ლი ზედა პა­ლე­ო­ლი­თი­დან, მე­ზო­ლი­თით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ეს უახ­ლე­სი აღ­მო­ჩე­ნა გახ­ლავთ, 25 000 წლის წინ მცხოვ­რე­ბი ქა­ლის საკ­მა­ოდ მკა­ფი­ოდ და კარ­გად გა­მო­სა­ხუ­ლი დნმ, რო­მე­ლიც ნი­ა­და­გის ფე­ნებ­ში ვი­პო­ვეთ. გარ­და ამი­სა, კვლე­ვამ ასე­ვე, გა­მო­ავ­ლი­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­და­შე­ნე­ბუ­ლი კავ­კა­სი­უ­რი მგლის და ძაღ­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი ხაზი და ევ­რო­პუ­ლი ბი­ზო­ნის გე­ნიც, რომ­ლის მემ­კვიდ­რეა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხე­ო­ბა.

სა­ერ­თოდ, უძ­ვე­ლე­სი დნმ-ის შეს­წავ­ლა რთუ­ლი პრო­ცე­სია, რად­გან გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ან სრუ­ლად ქრე­ბა, ან მისი გა­შიფვ­რა რთუ­ლია, თუმ­ცა, მღვი­მის მშრა­ლი და ცივი კლი­მა­ტი კარგ პი­რო­ბებს ქმნის დნმ-ის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. ჩვენ გა­მო­ვი­ყე­ნეთ ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დი და სეკ­ვე­ნი­რე­ბის შე­დე­გად შევ­ძე­ლით გა­მოგ­ვე­ყო ნი­ა­და­გი­დან დნმ-ით მდი­და­რი მა­სა­ლა. ახლა შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, 25000 წლის წინ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნი, მთე­ლი აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვის ხა­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­პა­რია“, - ამ­ბობს Ambebi.ge -სთან თენ­გიზ მეშ­ვე­ლი­ა­ნი.

თენ­გიზ მეშ­ვე­ლი­ა­ნი

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს არ არის მსგავ­სი ტი­პის ყვე­ლა­ზე ძვე­ლი აღ­მო­ჩე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. 1973 წელს არ­ქე­ო­ლოგ­მა და­ვით თუ­შაბ­რა­მიშ­ვილ­მა ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ზემო რგა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 43 000 წლის წი­ნან­დელ პა­ლე­ო­ლი­თუ­რი ფე­ნას მი­აკ­ვლია. მეც­ნი­ერ­მა მა­შინ მთელს ევ­რა­ზი­ა­ში დღემ­დე დად­გე­ნი­ლი, ყვე­ლა­ზე ძვე­ლი ზე­და­პა­ლე­ო­ლი­თუ­რი სად­გო­მი აღ­მო­ა­ჩი­ნა. 1992 წლი­დან, მეც­ნი­ე­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მღვი­მის კვლე­ვა მის­მა შვილ­მა, ნიკა თუ­შაბ­რა­მიშ­ვილ­მა გა­ნაგ­რძო. არ­ქე­ო­ლო­გი, ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს.

"ეს გახ­ლავთ მღვი­მე "ორ­თვა­ლა კლდე" , რო­მე­ლიც დღე­ის­თვის მთელ ევ­რა­ზი­ა­ში უძ­ვე­ლე­სი ზე­და­პა­ლე­ო­ლი­თუ­რი სად­გო­მია „დე­ნი­სო­ვის მღვი­მეს­თან“ (მთი­ა­ნი ალ­ტაი) და „ზლა­ტი კუნ­თან“ ( ჩე­ხე­თი) ერ­თად. ორ­თვა­ლა კლდის მცი­რე დარ­ბაზ­ში დად­გე­ნი­ლი ზედა პა­ლე­ო­ლი­თუ­რი ფე­ნის ასა­კი და­ახ­ლო­ე­ბით 48 000 წე­ლია. ანუ, ჰომო სა­პი­ენ­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­ნი­მუმ ამ დროს უკვე შე­მო­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ.

ეს ადა­მი­ა­ნის ევო­ლუ­ცი­ი­სა და გან­სახ­ლე­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი ცოდ­ნის მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტია და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით, ზემო იმე­რე­თის, ჭი­ა­თუ­რის რე­გი­ო­ნის­თვის. ჩემი უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბი მწე­რენ, რომ შუ­ა­დან ზედა პა­ლე­ო­ლით­ზე გა­დას­ვლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის კუ­თხით, შე­სა­ბა­მი­სი ძეგ­ლე­ბის გე­ნე­ტი­კუ­რი და ქრო­ნო­ლო­გი­ის შე­სა­ხებ ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა ნაშ­რო­მებ­მა შე­არ­ყია ზო­გა­დი პა­ნო­რა­მა და იმე­რე­თის ძეგ­ლე­ბი მსოფ­ლიო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდა, 1992 წლ­დან ვიკ­ვლევ ამ მღვი­მეს. ჩემი სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მიც მას ეხე­ბო­და.

ნიკა თუ­შაბ­რა­მიშ­ვი­ლი

1996 წლ­დან კვლე­ვებ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჩა­ერ­თვნენ ჰარ­ვარ­დი­სა და ჰიბ­რი­უს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი პა­რი­ზის ადა­მი­ა­ნის პა­ლე­ონ­ტო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი. მღვი­მის შე­სა­ხებ და­ცუ­ლია დი­სერ­ტა­ცია ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­შინ­დე­ლი სტუ­დენ­ტის, დღეს კო­ნექ­ტი­კუ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის, და­ნი­ელ ად­ლე­რის მი­ე­რაც. დღეს ამ ძეგლ­ზე, სხვა­დას­ხვა თე­მა­ტი­კით მუ­შა­ობს ბევ­რი უცხო­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტი, მათ შო­რის მაქს პლან­კის ინ­სტი­ტუ­ტი, მო­ლე­კუ­ლუ­რი ბი­ო­ლო­გი­ის, გე­ნე­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით" - ეუბ­ნე­ბა Ambebi.ge-ს ნიკა თუ­შაბ­რა­მიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
48

ძალიან ყურადსაღები მასალაა ,მაგრამ ცოტა "ეჭვი" მეპარება რომ ეს სიმართლეა.აბა რა ჯანდაბა გვჭირს ასეთი რომ მსოფლიო წინ მიდის და ჩვენ კისრულობს ერთ წრეზე ,ან უფრო უკან მივდივართ.

გიორგი
94

გამოდის რომ ჩვენ კი არ ვყოფილვართ ევროპელები პირიქით ევროპელები ყოფილან ქართველებიი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"25 000 წლის წინ საქართველოში მცხოვრები ეს ქალი აღმოსავლეთ ევროპის ქვის ხანის მოსახლეობის წინაპარია"- რას ამბობენ სპეციალისტები საწურბლიას მღვიმის აღმოჩენაზე

"25 000 წლის წინ საქართველოში მცხოვრები ეს ქალი აღმოსავლეთ ევროპის ქვის ხანის მოსახლეობის წინაპარია"- რას ამბობენ სპეციალისტები საწურბლიას მღვიმის აღმოჩენაზე

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე საწურბლიას მღვიმეში 25 ათასი წლის წინანდელი ადამიანის დნმ-ს მიაკვლიეს და გაშიფრეს. აღმოჩენას მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეოანთროპოლოგიის ინსტიტუტის უფროსის, წყალტუბოს ექსპედიციის ხელმძღვანელის, თენგიზ მეშველიანის თქმით, ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩატარებული ერთობლივი კვლევის შედეგების ამსახველი სტატია წამყვან სამეცნიერო ჟურნალში Current Biology- ში გამოქვეყნდა.

აღნიშნული კვლევით დადგინდა, რომ აღმოჩენილი ნიმუში (SAT29) წარმოადგენს მდედრობითი სქესის ჰომო საპიენსის იმ გამქრალ გენს, რომელმაც დიდი როლი შეასრულა დღევანდელი დასავლეთ ევროპის მოსახლეობის გენეტიკაში. მეცნიერებმა ქვის ხანის ადამიანის აღნიშნული გენეტიკური მასალის ნიმუში შეადარეს ძუძუანას მღვიმეში აღმოჩენილ, ადამიანის ძვლოვან მასალას და დაასკვნეს, რომ ამ ორ ინდივიდს ერთნაირი გენეტიკური მახასიათებელი აქვს.

რაც, თენგიზ მეშველიანი შეფასებით, მიუთითებს იმაზე, რომ ევრაზიის კონტინენტზე, უკანასკნელი გამყინვარების შემდგომ პერიოდში, ძირითადი მოსახლეობა სამხრეთ კავკასიის გენის მატარებელია.

"საწურბლიას მღვიმეში გათხრებს 2008 წლიდან ვაწარმოებთ. ძალიან დიდი მღვიმეა, რამდენიმე კულტურული ფენაა წარმოდგენილი - დაწყებული ზედა პალეოლითიდან, მეზოლითით დამთავრებული. ეს უახლესი აღმოჩენა გახლავთ, 25 000 წლის წინ მცხოვრები ქალის საკმაოდ მკაფიოდ და კარგად გამოსახული დნმ, რომელიც ნიადაგის ფენებში ვიპოვეთ. გარდა ამისა, კვლევამ ასევე, გამოავლინა სავარაუდოდ, გადაშენებული კავკასიური მგლის და ძაღლის მემკვიდრეობითი ხაზი და ევროპული ბიზონის გენიც, რომლის მემკვიდრეა თანამედროვე სახეობა.

საერთოდ, უძველესი დნმ-ის შესწავლა რთული პროცესია, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ ან სრულად ქრება, ან მისი გაშიფვრა რთულია, თუმცა, მღვიმის მშრალი და ცივი კლიმატი კარგ პირობებს ქმნის დნმ-ის შესანარჩუნებლად. ჩვენ გამოვიყენეთ ინოვაციური მეთოდი და სეკვენირების შედეგად შევძელით გამოგვეყო ნიადაგიდან დნმ-ით მდიდარი მასალა. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლეთ საქართველოში, 25000 წლის წინ მცხოვრები ადამიანი, მთელი აღმოსავლეთ ევროპის ქვის ხანის მოსახლეობის წინაპარია“, - ამბობს Ambebi.ge -სთან თენგიზ მეშველიანი.

თენგიზ მეშველიანი

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მსგავსი ტიპის ყველაზე ძველი აღმოჩენა საქართველოს ტერიტორიაზე. 1973 წელს არქეოლოგმა დავით თუშაბრამიშვილმა ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო რგანის ტერიტორიაზე, 43 000 წლის წინანდელ პალეოლითური ფენას მიაკვლია. მეცნიერმა მაშინ მთელს ევრაზიაში დღემდე დადგენილი, ყველაზე ძველი ზედაპალეოლითური სადგომი აღმოაჩინა. 1992 წლიდან, მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ, მღვიმის კვლევა მისმა შვილმა, ნიკა თუშაბრამიშვილმა განაგრძო. არქეოლოგი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ამ მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტის შესახებ გვიამბობს.

"ეს გახლავთ მღვიმე "ორთვალა კლდე" , რომელიც დღეისთვის მთელ ევრაზიაში უძველესი ზედაპალეოლითური სადგომია „დენისოვის მღვიმესთან“ (მთიანი ალტაი) და „ზლატი კუნთან“ ( ჩეხეთი) ერთად. ორთვალა კლდის მცირე დარბაზში დადგენილი ზედა პალეოლითური ფენის ასაკი დაახლოებით 48 000 წელია. ანუ, ჰომო საპიენსები საქართველოს ტერიტორიაზე მინიმუმ ამ დროს უკვე შემოსულები იყვნენ.

ეს ადამიანის ევოლუციისა და განსახლების შესახებ ახალი ცოდნის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია და უმნიშვნელოვანესია მთელი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით, ზემო იმერეთის, ჭიათურის რეგიონისთვის. ჩემი უცხოელი კოლეგები მწერენ, რომ შუადან ზედა პალეოლითზე გადასვლის შესახებ ინფორმაციის კუთხით, შესაბამისი ძეგლების გენეტიკური და ქრონოლოგიის შესახებ ბოლოდროინდელმა ნაშრომებმა შეარყია ზოგადი პანორამა და იმერეთის ძეგლები მსოფლიო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, 1992 წლდან ვიკვლევ ამ მღვიმეს. ჩემი სადისერტაციო ნაშრომიც მას ეხებოდა.

ნიკა თუშაბრამიშვილი

1996 წლდან კვლევებში ოფიციალურად ჩაერთვნენ ჰარვარდისა და ჰიბრიუს უნივერსიტეტები, მოგვიანებით კი პარიზის ადამიანის პალეონტოლოგიის ინსტიტუტი. მღვიმის შესახებ დაცულია დისერტაცია ჰარვარდის უნივერსიტეტის მაშინდელი სტუდენტის, დღეს კონექტიკუტის უნივერსიტეტის პროფესორის, დანიელ ადლერის მიერაც. დღეს ამ ძეგლზე, სხვადასხვა თემატიკით მუშაობს ბევრი უცხოური ინსტიტუტი, მათ შორის მაქს პლანკის ინსტიტუტი, მოლეკულური ბიოლოგიის, გენეტიკის მიმართულებით" - ეუბნება Ambebi.ge-ს ნიკა თუშაბრამიშვილი.