პოლიტიკა
მსოფლიო

27

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ქალწულშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება; წარმოების ზრდა. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინც ამ კითხვას მისვამდა, ბედნიერი იქნებოდა, რომ კიბეზე ფეხი წამომედო და დავცემულიყავი... ასეთებს არ გიცნობდით!" - რას წერს "ოცნების" დეპუტატი მედიაზე?
"ვინც ამ კითხვას მისვამდა, ბედნიერი იქნებოდა, რომ კიბეზე ფეხი წამომედო და დავცემულიყავი... ასეთებს არ გიცნობდით!" - რას წერს "ოცნების" დეპუტატი მედიაზე?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი მაია ბი­თა­ძე წერს, რომ დღეს ის მე­დი­ის მხრი­დან "ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი" გახ­და. ბი­თა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა პარ­ლა­მენ­ტში დღეს მომ­ხდარ ამ­ბავს, რა დრო­საც მას ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა 5-6 ივ­ლი­სის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი და­უს­ვეს.

"ეს არაა სწო­რი გზა! მუდ­მი­ვი ნამ­დვი­ლად არა­ფე­რია და ადა­მი­ა­ნო­ბის და ღირ­სე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ვფიქ­რობ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. დღეს პირ­ვე­ლად გა­ვი­ზი­ა­რე ის "ძა­ლა­დო­ბა“ და "ძა­ლა­დო­ბის“ მარ­თლაც წა­ხა­ლი­სე­ბა, რა­საც სამ­წუ­ხა­როდ ის გო­გო­ე­ბი და ბი­ჭე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, რო­მელ­თა რეს­პო­დენ­ტი წლე­ბია ვარ. მიკრო­ფო­ნე­ბის სა­ხე­ზე 5 სან­ტი­მეტრში მო­ტა­ნით, კა­მე­რე­ბის ლინ­ზის ნა­წი­ლის თავ­ში, პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის მორ­ტყმით, კა­მე­რე­ბის გა­ნა­თე­ბის თვა­ლებ­ში მი­ნა­თე­ბით, მი­ნი­მუმ 20 ადა­მი­ა­ნის ალ­ყა­ში ყოფ­ნით, ისე რომ ვერც აღიქ­ვამ სად დგა­ხარ და ვერ ხე­დავ საით უნდა წახ­ვი­დე - და­დი­ხარ.

ეს ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც მათ წი­ნა­შე იდე­ქი 2 წუ­თით ადრე და აძ­ლევ­დი კო­მენ­ტარს, მაგ­რამ იქ არ და­მის­ვეს კი­თხვე­ბი - რო­დე­საც ვი­დე­ქი, აი რო­დე­საც და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი, მა­შინ, მიზ­ნობ­რი­ვად იწყე­ბენ კი­თხვებს და დევ­ნას და კი­თხვის ში­ნა­არ­სი იყო - უნდა აგოს თუ არა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა, რო­მელ­საც გუ­შინ ასე­ვე "და­ესხნენ“ თავს სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით, მიკრო­ფო­ნის გა­მორ­თმე­ვის­თვის.

2 ათწლე­უ­ლია, რაც სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ვმუ­შა­ობ და ასე­თი ქცე­ვა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მხრი­დან არას­დროს მი­ნა­ხავს, რაც ბოლო 1 კვი­რაა ხდე­ბა. ეს ნამ­დვი­ლად პირ­და­პი­რი წა­ხა­ლი­სე­ბაა, რო­გორც ძა­ლა­დო­ბის, ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი პრო­ფე­სი­ის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი დის­კრე­დი­ტა­ცი­აა. მე­გობ­რე­ბო, არ შე­იძ­ლე­ბა ასე!p.s. 1 - და­მა­ვი­წყდა, მთა­ვა­რი კი­თხვა - "რატო არ მრცხვე­ნია“, ალ­ბათ ვინც ამ კი­თხვას მის­ვამ­და, ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბო­და, რომ კი­ბე­ებ­ზე დევ­ნი­სას თუნ­დაც ფეხი წა­მო­მე­დო და დავ­ცე­მუ­ლი­ყა­ვი, იმ­დე­ნად ზი­ზღით იყო სავ­სე მისი კი­თხვა. მე თქვენ ასე­თებს არ გიც­ნობ­დით!

p.s. 2 - ამას­თან, არ შე­მიძ­ლია არ გა­ვუს­ვა ხაზი, რომ იმ გოგო-ბი­ჭებ­შიც აღ­მოჩ­ნდნენ ღირ­სე­უ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ვა­ტყობ­დი, რომ კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ მოს­წონ­დათ რაც ხდე­ბო­და, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ დუ­მილს ინარ­ჩუ­ნებ­დნენ. ეს არაა სწო­რი გზა! მუდ­მი­ვი ნამ­დვი­ლად არა­ფე­რია და ადა­მი­ა­ნო­ბის და ღირ­სე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ვფიქ­რობ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია" - წერს ბი­თა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
vaxo
0

მაია არის არაკომპეტენტური ადამიანი და თანამდებობისთვის შეუფერებელი

!!!
156

სიფათი ნამეტანი გაიძვერულია )) ტექსტი ნაოცნებარი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული გზავნილები და განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში
ავტორი:

"ვინც ამ კითხვას მისვამდა, ბედნიერი იქნებოდა, რომ კიბეზე ფეხი წამომედო და დავცემულიყავი... ასეთებს არ გიცნობდით!" - რას წერს "ოცნების" დეპუტატი მედიაზე?

"ვინც ამ კითხვას მისვამდა, ბედნიერი იქნებოდა, რომ კიბეზე ფეხი წამომედო და დავცემულიყავი... ასეთებს არ გიცნობდით!" - რას წერს "ოცნების" დეპუტატი მედიაზე?

"ქართული ოცნების" დეპუტატი მაია ბითაძე წერს, რომ დღეს ის მედიის მხრიდან "ძალადობის მსხვერპლი" გახდა. ბითაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტში დღეს მომხდარ ამბავს, რა დროსაც მას ჟურნალისტებმა 5-6 ივლისის საქმესთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს.

"ეს არაა სწორი გზა! მუდმივი ნამდვილად არაფერია და ადამიანობის და ღირსების შენარჩუნება, ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანია. დღეს პირველად გავიზიარე ის "ძალადობა“ და "ძალადობის“ მართლაც წახალისება, რასაც სამწუხაროდ ის გოგოები და ბიჭები ახორციელებენ, რომელთა რესპოდენტი წლებია ვარ. მიკროფონების სახეზე 5 სანტიმეტრში მოტანით, კამერების ლინზის ნაწილის თავში, პირდაპირი მნიშვნელობის მორტყმით, კამერების განათების თვალებში მინათებით, მინიმუმ 20 ადამიანის ალყაში ყოფნით, ისე რომ ვერც აღიქვამ სად დგახარ და ვერ ხედავ საით უნდა წახვიდე - დადიხარ.

ეს ხდება მაშინ, როდესაც მათ წინაშე იდექი 2 წუთით ადრე და აძლევდი კომენტარს, მაგრამ იქ არ დამისვეს კითხვები - როდესაც ვიდექი, აი როდესაც დავიწყე სიარული, მაშინ, მიზნობრივად იწყებენ კითხვებს და დევნას და კითხვის შინაარსი იყო - უნდა აგოს თუ არა თეა წულუკიანმა, რომელსაც გუშინ ასევე ,,დაესხნენ“ თავს სისხლის სამართლის წესით, მიკროფონის გამორთმევისთვის.

2 ათწლეულია, რაც საჯარო სამსახურში ვმუშაობ და ასეთი ქცევა ჟურნალისტების მხრიდან არასდროს მინახავს, რაც ბოლო 1 კვირაა ხდება. ეს ნამდვილად პირდაპირი წახალისებაა, როგორც ძალადობის, ასევე ჟურნალისტური პროფესიის მიზანმიმართული დისკრედიტაციაა. მეგობრებო, არ შეიძლება ასე!p.s. 1 - დამავიწყდა, მთავარი კითხვა - "რატო არ მრცხვენია“, ალბათ ვინც ამ კითხვას მისვამდა, ბედნიერი იქნებოდა, რომ კიბეებზე დევნისას თუნდაც ფეხი წამომედო და დავცემულიყავი, იმდენად ზიზღით იყო სავსე მისი კითხვა. მე თქვენ ასეთებს არ გიცნობდით!

p.s. 2 - ამასთან, არ შემიძლია არ გავუსვა ხაზი, რომ იმ გოგო-ბიჭებშიც აღმოჩნდნენ ღირსეულები, რომლებსაც ვატყობდი, რომ კატეგორიულად არ მოსწონდათ რაც ხდებოდა, თუმცა სამწუხაროდ დუმილს ინარჩუნებდნენ. ეს არაა სწორი გზა! მუდმივი ნამდვილად არაფერია და ადამიანობის და ღირსების შენარჩუნება, ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანია" - წერს ბითაძე.