მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისიდან ბათუმში ჩასვლას 3-3.5 საათს მოვანდომებთ" - ირაკლი ქარსელაძის თქმით, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება
"თბილისიდან ბათუმში ჩასვლას 3-3.5 საათს მოვანდომებთ" - ირაკლი ქარსელაძის თქმით, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება

სა­ერ­თა­შო­რი­სო და ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გზე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ეკო­ნო­მი­კის სიძ­ლი­ე­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­მსა­ზღვრე­ლი ფაქ­ტო­რია, შე­სა­ბა­მი­სად, გზებ­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტე­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მიღ­წე­ვით, ვქმნით ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ წი­ნა­პი­რო­ბას, - ამის შე­სა­ხებ რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძემ სა­მი­ნის­ტროს 10-წლი­ა­ნი გეგ­მის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრის თქმით, საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტი მა­გის­ტრა­ლე­ბია.

„აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თი მა­გის­ტრა­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა, არა მხო­ლოდ ქვეყ­ნის შიგ­ნით, არა­მედ რე­გი­ო­ნულ ჭრილ­ში არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი, რად­გან იგი სა­ერ­თა­შო­რი­სო სატ­რან­სპორ­ტო ქსე­ლის ნა­წი­ლია. რო­დე­საც ამ დე­რე­ფან­ზე ვსა­უბ­რობთ, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია გა­სუ­ლი წლის მიღ­წე­ვე­ბი. კერ­ძოდ, ის, რომ პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, 70 კმ მა­გის­ტრა­ლუ­რი გზა გავ­ხსე­ნით, რის შე­დე­გა­დაც თბი­ლი­სი­დან ბა­თუ­მამ­დე მგზავ­რო­ბის დრო 1 სა­ა­თით შემ­ცირ­და და 5 სა­ა­თის ნაც­ვლად, აჭა­რა­ში ჩას­ვლა უკვე 4 სა­ათ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ეს არის ის ხი­ლუ­ლი ეფექ­ტი, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შე­დე­გად იქ­ნე­ბა რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი და წი­თე­ლი ხი­დი­დან სარ­ფამ­დე არ­სე­ბულ მა­გის­ტრალს 30 კმ-ით შე­ამ­ცი­რებს. დე­რეფ­ნის ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­ვი­თა­რე­ბა პირ­და­პირ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ზრდას­თან“, - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძემ.

რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე, ინ­ტენ­სი­უ­რად გრძელ­დე­ბა სა­მუ­შა­ო­ე­ბი რი­კო­თის გზის სა­უ­კუ­ნის პრო­ექ­ტზე, სა­დაც ერ­თდრო­უ­ლად შენ­დე­ბა 71 ხიდი და 47 გვი­რა­ბი, სა­ი­და­ნაც 8 გვი­რა­ბი უკვე გაჭ­რი­ლია.

„უკვე სექ­ტემ­ბერ­ში გავ­ხსნით ახა­ლი გზის 2.5 კმ-იან მო­ნაკ­ვეთს, რო­მე­ლიც 6 ხი­დი­სა და 4 გვი­რა­ბი­სა­გან შედ­გე­ბა, ხოლო სრუ­ლად რი­კო­თის მა­გის­ტრა­ლუ­რი გზის მშე­ნებ­ლო­ბას ეტა­პობ­რი­ვად 2021-2024 წლებ­ში და­ვას­რუ­ლებთ. შე­სა­ბა­მი­სად, ამ დრო­ი­სათ­ვის თბი­ლი­სი­დან ბა­თუმ­ში მგზავ­რო­ბას უკვე 3-3.5 სა­ათს მო­ვან­დო­მებთ. ამას­თან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის სარ­გე­ბე­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი ეფექ­ტი, რაც ასეთ მას­შტა­ბურ პრო­ექ­ტებს ახ­ლავს. მხო­ლოდ 2020 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მი­ნის­ტროს 6 000 პრო­ექ­ტზე და­საქ­მე­ბუ­ლი იყო 31 000 ადა­მი­ა­ნი და 1 300 კომ­პა­ნია. და­საქ­მე­ბულ­თა 70-80% სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა და მათ კონ­კრე­ტუ­ლი ფი­ნან­სუ­რი სარ­გებ­ლის გარ­და, პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შე­ი­ძი­ნეს“, - თქვა ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძემ.

მი­ნის­ტრმა ასე­ვე ხაზი გა­უს­ვა სამ­ხრეთ-ჩრდი­ლო­ე­თი დე­რეფ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ჭრილ­ში ქვე­შე­თი-კო­ბის ის­ტო­რი­ულ პრო­ექტს, რო­მე­ლიც უნი­კა­ლუ­რია სამ­შე­ნებ­ლო-სა­ინ­ჟინ­რო თვალ­საზ­რი­სით.

„ამ პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჯვრის უღელ­ტე­ხი­ლი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის გამო აღარ ჩა­ი­კე­ტე­ბა, 10 სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას კი წლის ნე­ბის­მი­ერ დროს ექ­ნე­ბა სრუ­ლი წვდო­მა გა­ნათ­ლე­ბის, სა­მე­დი­ცი­ნო და სხვა სერ­ვი­სებ­ზე. მთლი­ა­ნო­ბა­ში, 12 კმ-იანი მი­სას­ვლე­ლი გზის, მისი შე­მად­გე­ნე­ლი გვი­რა­ბე­ბი­სა და ხი­დე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მხა­რე ცალ­კე აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია, რად­გან 9 კმ სიგ­რძი­სა და 15 მ დი­ა­მეტ­რის უწყვე­ტი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გვი­რა­ბი კლდო­ვან ქა­ნებ­ში მსოფ­ლიო მას­შტა­ბით უნი­კა­ლუ­რია. სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ პრო­ექ­ტის­თვის აწყო­ბი­ლი მან­ქა­ნით აგ­ვის­ტო­ში და­ი­წყე­ბა გვი­რა­ბის გაყ­ვა­ნა, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს გა­რე­მო­ზე მი­ნი­მა­ლურ ზე­მოქ­მე­დე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძემ.

მი­ნის­ტრის თქმით, სა­ერ­თა­შო­რის­დო მა­გის­ტრა­ლებ­თან ერ­თად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გეგ­მე­ბი არ­სე­ბობს ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გზე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით - მა­გა­ლი­თად, მხო­ლოდ კა­ხე­თის საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას ჯამ­ში 2 მი­ლი­არ­დი ლარი მოხ­მარ­დე­ბა. წელს დას­რულ­დე­ბა სა­ჩხე­რე-ონის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი 51 კმ-იანი გზა, რო­მე­ლიც მი­ნი­მუმ 1.5 სთ-ით ამ­ცი­რებს გა­და­ად­გი­ლე­ბის დროს. ასე­ვე, ახა­ლი გზით და­უ­კავ­შირ­დე­ბა ერ­თმა­ნეთს ლენ­ტე­ხი და მეს­ტია და შე­სა­ბა­მი­სად, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან უშ­გუ­ლამ­დე გზის და­სა­ფა­რად 3 სა­ა­თი იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი. სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ო­ნის ახალ კავ­შირს აჭა­რას­თან უზ­რუნ­ველ­ყოფს ხულო-ზარზმის პრო­ექ­ტი, რომ­ლის ფარ­გლებ­ში რე­ა­ბი­ლი­ტირ­დე­ბა და აშენ­დე­ბა 47 კმ გზა.

ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 10-წლი­ან გეგ­მა­ში, 31 მი­ლი­არ­დი­დან 17 მი­ლი­არ­დი ლარი ქვეყ­ნის საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას მოხ­მარ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თედო
2

ჯერ უნდა დასრულდეს (2016-ში დაპირებული) ქუთაისის აეროპორტის რკინიგზის მშენებლობა,მერე მეტროს მე-ე ხაზის,მერე ელექტროავტომობილების საწარმოს,მერე 100 ქარხნის და მხოლოდ ამის მერე რიკოთის

nino
8

ანუ ვაკის პარკი და რიკითი ერთ დროს დასრულდება? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"თბილისიდან ბათუმში ჩასვლას 3-3.5 საათს მოვანდომებთ" - ირაკლი ქარსელაძის თქმით, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება

"თბილისიდან ბათუმში ჩასვლას 3-3.5 საათს მოვანდომებთ" - ირაკლი ქარსელაძის თქმით, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება

საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების განვითარება ეკონომიკის სიძლიერის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია, შესაბამისად, გზებზე თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტებისა და მომსახურების მაღალი ხარისხის მიღწევით, ვქმნით ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე საუბრისას, უმთავრესი პრიორიტეტი მაგისტრალებია.

„აღმოსავლეთ-დასავლეთი მაგისტრალის მნიშვნელობა, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ რეგიონულ ჭრილში არის უმნიშვნელოვანესი, რადგან იგი საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელის ნაწილია. როდესაც ამ დერეფანზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია გასული წლის მიღწევები. კერძოდ, ის, რომ პანდემიის მიუხედავად, 70 კმ მაგისტრალური გზა გავხსენით, რის შედეგადაც თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო 1 საათით შემცირდა და 5 საათის ნაცვლად, აჭარაში ჩასვლა უკვე 4 საათშია შესაძლებელი. ეს არის ის ხილული ეფექტი, რომელიც პროექტის დასრულების შედეგად იქნება რევოლუციური და წითელი ხიდიდან სარფამდე არსებულ მაგისტრალს 30 კმ-ით შეამცირებს. დერეფნის ასეთი მნიშვნელოვანი განვითარება პირდაპირ დაკავშირებული იქნება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ზრდასთან“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები რიკოთის გზის საუკუნის პროექტზე, სადაც ერთდროულად შენდება 71 ხიდი და 47 გვირაბი, საიდანაც 8 გვირაბი უკვე გაჭრილია.

„უკვე სექტემბერში გავხსნით ახალი გზის 2.5 კმ-იან მონაკვეთს, რომელიც 6 ხიდისა და 4 გვირაბისაგან შედგება, ხოლო სრულად რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობას ეტაპობრივად 2021-2024 წლებში დავასრულებთ. შესაბამისად, ამ დროისათვის თბილისიდან ბათუმში მგზავრობას უკვე 3-3.5 საათს მოვანდომებთ. ამასთან, მნიშვნელოვანია ის სარგებელი და სოციალური ეფექტი, რაც ასეთ მასშტაბურ პროექტებს ახლავს. მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში სამინისტროს 6 000 პროექტზე დასაქმებული იყო 31 000 ადამიანი და 1 300 კომპანია. დასაქმებულთა 70-80% საქართველოს მოქალაქეა და მათ კონკრეტული ფინანსური სარგებლის გარდა, პროფესიული ზრდისა და განვითარების ახალი შესაძლებლობები შეიძინეს“, - თქვა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა სამხრეთ-ჩრდილოეთი დერეფნის განვითარების ჭრილში ქვეშეთი-კობის ისტორიულ პროექტს, რომელიც უნიკალურია სამშენებლო-საინჟინრო თვალსაზრისით.

„ამ პროექტის დასრულების შემდეგ, ჯვრის უღელტეხილი კლიმატური პირობების გამო აღარ ჩაიკეტება, 10 სოფლის მოსახლეობას კი წლის ნებისმიერ დროს ექნება სრული წვდომა განათლების, სამედიცინო და სხვა სერვისებზე. მთლიანობაში, 12 კმ-იანი მისასვლელი გზის, მისი შემადგენელი გვირაბებისა და ხიდების მშენებლობის ტექნოლოგიური მხარე ცალკე აღნიშვნის ღირსია, რადგან 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის უწყვეტი საავტომობილო გვირაბი კლდოვან ქანებში მსოფლიო მასშტაბით უნიკალურია. სპეციალურად ამ პროექტისთვის აწყობილი მანქანით აგვისტოში დაიწყება გვირაბის გაყვანა, რაც უზრუნველყოფს გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, საერთაშორისდო მაგისტრალებთან ერთად, მნიშვნელოვანი გეგმები არსებობს შიდასახელმწიფოებრივი გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით - მაგალითად, მხოლოდ კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას ჯამში 2 მილიარდი ლარი მოხმარდება. წელს დასრულდება საჩხერე-ონის დამაკავშირებელი 51 კმ-იანი გზა, რომელიც მინიმუმ 1.5 სთ-ით ამცირებს გადაადგილების დროს. ასევე, ახალი გზით დაუკავშირდება ერთმანეთს ლენტეხი და მესტია და შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უშგულამდე გზის დასაფარად 3 საათი იქნება საკმარისი. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალ კავშირს აჭარასთან უზრუნველყოფს ხულო-ზარზმის პროექტი, რომლის ფარგლებში რეაბილიტირდება და აშენდება 47 კმ გზა.

ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, 10-წლიან გეგმაში, 31 მილიარდიდან 17 მილიარდი ლარი ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.