მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ეს სიმპტომები გამოჩნდება, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ" - რა გართულებებს იწვევს დელტა შტამი ბავშვებში და როგორია პედიატრის რეკომენდაციები
"თუ ეს სიმპტომები გამოჩნდება, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ" - რა გართულებებს იწვევს დელტა შტამი ბავშვებში და როგორია პედიატრის რეკომენდაციები

პან­დე­მი­ის სამი ტალ­ღა ბავ­შვე­ბი­სად­მი აშ­კა­რა ლო­ი­ა­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. თუმ­ცა მიმ­დი­ნა­რე, მე­ო­თხე ტალ­ღამ იე­რი­ში მათ­ზეც მი­ი­ტა­ნა. კო­რო­ნა­ვირუ­სის დელ­ტა შტა­მი, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, დო­მი­ნა­ნა­ტად იქცა, აგ­რე­სი­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა ბავ­შვე­ბის მი­მარ­თაც. პე­დი­ატ­რე­ბი შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას სა­გან­გა­შოს უწო­დე­ბენ. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სულ უფრო იმა­ტებს კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვთა რი­ცხვი. რო­გო­რია კო­რო­ნა­ვის­რუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ბავ­შვებ­ში და რა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ახა­სი­ა­თებს ვირუ­სის დელ­ტა შტამს? - Ambebi.ge ამ სა­კი­თხებ­ზე ესა­უბ­რა "ავერ­სის" მარ­ნე­უ­ლის მულ­ტიპრო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კის პე­დი­ატ­რუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსს, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს ილო­ნა ხი­ზა­ნე­იშ­ვილს.

- პან­დე­მი­ის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე გა­მო­იკ­ვე­თა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი ბავ­შვებ­ში იოლი ფორ­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. თუმ­ცა, ბოლო პე­რი­ოდ­ში ვი­თა­რე­ბა სა­პი­რის­პი­როდ შე­იც­ვა­ლა. რამ გა­ნა­პი­რო­ბა ეს?

- პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში იმ ქვეყ­ნე­ბი­დან, სა­დაც და­ა­ვა­დე­ბა ადრე გავ­რცელ­და, ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ე.წ ჩი­ნუ­რი ვირუ­სი ბავ­შვებს "ნაკ­ლე­ბად ერ­ჩის", რაც ერ­თგვა­რი მცი­რე შვე­ბა იყო პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, ეს ჩვე­ნი ბავ­შვთა მო­სახ­ლე­ო­ბის მა­გა­ლით­ზეც და­დას­ტურ­და: კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვად­დნენ ბავ­შვე­ბი, მათ შო­რის იყო პნევ­მო­ნი­ის, ანუ ქვე­და სა­სუნ­თქი გზე­ბის და­ავ­დე­ბე­ბიც, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­ძი­მით, ისე­თი რო­გო­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაც ჰქონ­და მოზ­რდი­ლებ­ში, არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზე­ბი ბევ­რჯერ იქნა გან­ხი­ლუ­ლი და სა­ჯა­როდ გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის.

რაც შე­ე­ხე­ბა ახ­ლან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას, უკვე ფაქ­ტობ­რი­ვად მე­ო­თხე ტალ­ღა­ში ვიმ­ყო­ფე­ბით, პრე­ვა­ლი­რე­ბა და­ი­წყო მუ­ტან­ტმა ვირუ­სებ­მა, მათ შო­რის დო­მი­ნი­რე­ბის ეტაპ­ზეა ე.წ. დელ­ტა ვა­რი­ან­ტი (ინ­დუ­რი შტა­მი) აქ საქ­მე ბევ­რად შე­მაშ­ფო­თებ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, უკვე სა­ხე­ზეა ბავ­შვთა და­ინ­ფი­ცი­რე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, პე­დი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კებ­ში, მათ შო­რის ჩვენ­თა­ნაც მა­ღა­ლია კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა მე­ტია, ვიდ­რე წინა 3 ტალ­ღის დროს.

- ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა ბავ­შვე­ბის ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ხომ არ გაქვთ მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა ნა­წილს შე­ად­გე­ნენ ბავ­შვე­ბი და რო­გო­რია ამ მხრივ ბოლო თვე­ე­ბის დი­ნა­მი­კა?

- ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კის და­დე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მით უმე­ტეს ამ ეტაპ­ზე, თუმ­ცა და­ახ­ლო­ე­ბით 200-მდე ბავ­შვის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა ხდე­ბა ყო­ველ­დღე... ჯერ­ჯე­რო­ბით ეს 10-12%-ია, უხე­შად რომ ვი­ვა­რა­უ­დოთ.

- რა ვი­ცით ამ დრო­ის­თვის ბავ­შვებ­ში დელ­ტა შტა­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ?

- დელ­ტა შტამ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ცნო­ბი­ლია ის, რომ მა­ღა­ლი გა­დამ­დებ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 ჯერ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ავად­დე­ბა ერთი და­ა­ვა­დე­ბუ­ლის­გან, ანუ სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, ასე­ვე ის, რომ ბავ­შვებ­თან არ "მე­გობ­რობს" და შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ფილ­ტვის ქსო­ვი­ლის და­ზი­ა­ნე­ბა, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბით გარ­თუ­ლე­ბა...

- რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს კო­რო­ნა­ვირუ­სის თავ­და­პირ­ველ ვა­რი­ან­ტსა და დელ­ტა შტამს ბავ­შვებ­ში და რა გან­სხვა­ვე­ბაა მათ შო­რის? რო­მე­ლია დელ­ტა შტა­მის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და მძი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი ბავ­შვებ­ში, თქვენს პრაქ­ტი­კა­ზე დაყ­რდნო­ბით?

- ამ ეტაპ­ზე პრე­ვა­ლი­რე­ბას იწყებს დელ­ტა შტა­მი, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ის დო­მი­ნან­ტუ­რი გახ­დე­ბა აგ­ვის­ტო­ში, რაც შე­ე­ხე­ბა სიმპტო­მებს, მას ისე­თი­ვე და­სა­წყი­სი აქვს, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ, სხვა ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ებს: ყე­ლის ტკი­ვი­ლი, ცხვი­რი­დან გა­მო­ნა­დე­ნი, თა­ვის ტკი­ვი­ლი, ცხე­ლე­ბა, ზოგ­ჯერ ფა­ღა­რა­თი... არ გა­მო­ირ­ჩე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნით, მა­გა­ლი­თად ყნოს­ვის და გე­მოს და­კარ­გვა. ასე რომ, თუ ეს სიმპტო­მე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბა, ყუ­რა­დღე­ბა არ უნდა მო­ვა­დუ­ნოთ, ტეს­ტი­რე­ბა და მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა სა­ჭი­როა. ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი გარ­თუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, რაც ფილ­ტვის ქსო­ვი­ლის და­ზი­ა­ნე­ბას ახ­ლავს, ის გა­მო­ი­ხა­ტე­ბა სუნ­თქვის გახ­ში­რე­ბით, გაძ­ნე­ლე­ბით, ეს სიმპტო­მი სა­ყუ­რა­დღე­ბოა და დრო­ულ ჩა­რევს სა­ჭი­რო­ებს.

- ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის რა ნა­წილს აღე­ნიშ­ნე­ბა პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მი და რო­გორ ვლინ­დე­ბა ის? რა შემ­თხვე­ვა­შია აუ­ცი­ლე­ბე­ლი ბავ­შვის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია?

- პოს­ტკო­ვი­დუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბი და­ფიქ­სირ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ნო­ემ­ბერ-მარ­ტში, ის ვლინ­დე­ბა კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის გა­და­ტა­ნი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ. რამ­დე­ნა­დაც იო­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის ჩი­ნუ­რი ვა­რი­ან­ტე­ბი ბავ­შვებ­ში, იმ­დე­ნად მძი­მედ გა­მო­ი­ხა­ტა პოს­ტკო­ვი­დუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბი მულ­ტი­სი­ტე­მუ­რი ან­თე­ბის სა­ხით, ჩვენ გვყავ­და პა­ცი­ენ­ტე­ბი ამ გარ­თუ­ლე­ბით, მათ გა­მო­ხა­ტუ­ლი ჰქონ­დათ რამ­დე­ნი­მე სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბა: პნევ­მო­ნია, პლევ­რი­ტი, ეფუ­ზია (გა­მო­ნა­ჟო­ნი მუც­ლის ღრუ­ში, ფა­ღა­რა­თი, ღე­ბი­ნე­ბა, უხვი პა­უ­ლო­ზუ­რი გა­მო­ნა­ყა­რი ტან­ზე, შე­შუ­პე­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით კი­დუ­რე­ბის, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზოგ პა­ცი­ენტს კო­ვი­დინ­ფექ­ცია დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბუ­ლი არ ჰქონ­და, იმ­დე­ნად მსუ­ბუქ ფორ­მა­ში ჰქონ­დათ გა­და­ტა­ნი­ლი, მხო­ლოდ სე­რო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვით, ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გა­მოკ­ვლე­ვით (IGG) და­ვად­გი­ნეთ, რომ საქ­მე გვქონ­და გა­და­ტა­ნი­ლი კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის გარ­თუ­ლე­ბას­თან. პა­ცი­ენ­ტე­ბი იმარ­თა წარ­მა­ტე­ბით, უკვე არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი ეროვ­ნუ­ლი გა­იდ­ლა­ი­ნიც.

- რო­გო­რია თქვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მშობ­ლე­ბის­თვის?

- არ მინ­და ნე­გა­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბი გა­მო­ვიწ­ვიო, მაგ­რამ საქ­მე შვი­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას ეხე­ბა, და ფაქ­ტია, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა შეშ­ფო­თე­ბის სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს, მარ­თა­ლია სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის, მაგ­რამ ატა­რეთ ის, მო­სახ­ლე­ო­ბის ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წი­ლია აც­რი­ლი ორ­ჯე­რა­დად, ამ ტალ­ღა­ში მხო­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო ნი­ღა­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია გვიშ­ვე­ლის, მო­ვე­რი­დოთ თავ­შეყ­რის ად­გი­ლებს, იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ბავ­შვებს და­უ­დას­ტუ­რა, მშობ­ლებს არა... ეს მრავ­ლისმთქმე­ლია. და რაც მთა­ვა­რია, მხო­ლოდ ვაქ­ცი­ნა­ცი­ით და­ვა­მარ­ცხებთ პან­დე­მი­ას, ცო­ცხა­ლი რი­გე­ბი უნდა იდ­გეს ახლა აც­რის კა­ბი­ნე­ტებ­თან, ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია თავ­შე­კა­ვე­ბა ან ლო­დი­ნი... ავიც­რათ იმ ვაქ­ცი­ნით, რო­მე­ლიც ზუს­ტად დღეს არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

ფოტო: "რუს­თა­ვი 2"

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!!!!!!!!!
2

ეს ყველაფერი იმის ბრალია რომ შეზღუდვები მოხსენით. აცრილ ადამიანებს არ უხსნით კარგად, რომ შეიძლება მატარებლებად იქცნენ. უნდა მიდიოდეს დიდი მშაობა ამ ხალხუს შეგნებაზე. თქვენ კიდე პრივილეგიების მინიჭებას ცდილობთ. გაახსენეთ ხშირად, რომ ბავშვებს არ ვცრით და ისინი დაუცველნი არიან. თქვენ კი რა გააკეთეთ? მოხსენით შეზღუდვები და ჯარიმები ჩამოაწერეთ. ამის მერე არსად ეს შეუგნებლი ნაწილი პირბადეს აღარ იკეთებს, შენიშვნა თუ მიეცი აქეთ გამოგლანძღავს, აიცერიო. მე ავიცერი, მაგრამ ბავშებს ხომ არ ვცრით. ახლა შეზღუდვები რომც გაამკაცროთ, აღარავინ აღარ დაგემორჩილებათ. ეს იყო გამოუსწორებელი შეცდომა და მე პირადად მხოლოდ ამის გამო არ მოგცემთ ხმას არჩევნებზე. ღმერთი დიდია და ყველა მიიღებთ საკადრისს თითოეული გატანჯული ბავშვისთვის. თქვენი შვილები ღმერთმა დაიფაროს!

!!!!!!!!
3

პატივცემულო ექიმო, რატომ ტყუით? რატომ არ ამბობთ, რომ აცრილი თვითონაა დაცული და თუ პირბადეზე უარს იტყვის, შეიძლება ვირუსი მაინც შეხვდეს ისე, რომ ვერ გაიგოს და სხვას გადასდოს? უნებურ მკვლელად იქცეს. გაახსენეთ ყოველ აცრილს, რომ ბავშვებს არ ვცრით!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"თუ ეს სიმპტომები გამოჩნდება, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ" - რა გართულებებს იწვევს დელტა შტამი ბავშვებში და როგორია პედიატრის რეკომენდაციები

"თუ ეს სიმპტომები გამოჩნდება, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ" - რა გართულებებს იწვევს დელტა შტამი ბავშვებში და როგორია პედიატრის რეკომენდაციები

პანდემიის სამი ტალღა ბავშვებისადმი აშკარა ლოიალობით გამოირჩეოდა. თუმცა მიმდინარე, მეოთხე ტალღამ იერიში მათზეც მიიტანა. კორონავირუსის დელტა შტამი, რომელიც, ფაქტობრივად, დომინანატად იქცა, აგრესიული აღმოჩნდა ბავშვების მიმართაც. პედიატრები შექმნილ ვითარებას საგანგაშოს უწოდებენ. მათი ინფორმაციით, სულ უფრო იმატებს კორონავირუსით ინფიცირებული, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე ბავშვთა რიცხვი. როგორია კორონავისრუსით ინფიცირების მაჩვენებელი ბავშვებში და რა მიმდინარეობა ახასიათებს ვირუსის დელტა შტამს? - Ambebi.ge ამ საკითხებზე ესაუბრა "ავერსის" მარნეულის მულტიპროფილური კლინიკის პედიატრული დეპარტამენტის უფროსს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს ილონა ხიზანეიშვილს.

- პანდემიის დაწყებისთანავე გამოიკვეთა, რომ კორონავირუსი ბავშვებში იოლი ფორმებით მიმდინარეობდა. თუმცა, ბოლო პერიოდში ვითარება საპირისპიროდ შეიცვალა. რამ განაპირობა ეს?

- პანდემიის დასაწყისში იმ ქვეყნებიდან, სადაც დაავადება ადრე გავრცელდა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ე.წ ჩინური ვირუსი ბავშვებს "ნაკლებად ერჩის", რაც ერთგვარი მცირე შვება იყო პანდემიის პირობებში, ეს ჩვენი ბავშვთა მოსახლეობის მაგალითზეც დადასტურდა: კორონავირუსით დაავადდნენ ბავშვები, მათ შორის იყო პნევმონიის, ანუ ქვედა სასუნთქი გზების დაავდებებიც, თუმცა განსაკუთრებული სიმძიმით, ისეთი როგორი მიმდინარეობაც ჰქონდა მოზრდილებში, არ გამოირჩეოდა. აღნიშნულის მიზეზები ბევრჯერ იქნა განხილული და საჯაროდ გაზიარებული მოსახლეობისთვის.

რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას, უკვე ფაქტობრივად მეოთხე ტალღაში ვიმყოფებით, პრევალირება დაიწყო მუტანტმა ვირუსებმა, მათ შორის დომინირების ეტაპზეა ე.წ. დელტა ვარიანტი (ინდური შტამი) აქ საქმე ბევრად შემაშფოთებლად გამოიყურება, უკვე სახეზეა ბავშვთა დაინფიცირების მაღალი მაჩვენებელი, პედიატრიულ კლინიკებში, მათ შორის ჩვენთანაც მაღალია კოვიდინფიცირებული ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. გამოიკვეთა, რომ ინტენსიური თერაპიის საჭიროება მეტია, ვიდრე წინა 3 ტალღის დროს.

- ოფიციალური სტატისტიკა ბავშვების ვირუსით ინფიცირების არ არსებობს, მაგრამ ხომ არ გაქვთ მიახლოებული მონაცემები, ინფიცირებულთა რა ნაწილს შეადგენენ ბავშვები და როგორია ამ მხრივ ბოლო თვეების დინამიკა?

- ზუსტი სტატისტიკის დადება შეუძლებელია, მით უმეტეს ამ ეტაპზე, თუმცა დაახლოებით 200-მდე ბავშვის დიაგნოსტირება ხდება ყოველდღე... ჯერჯერობით ეს 10-12%-ია, უხეშად რომ ვივარაუდოთ.

- რა ვიცით ამ დროისთვის ბავშვებში დელტა შტამის მიმდინარეობის შესახებ?

- დელტა შტამთან მიმართებაში ცნობილია ის, რომ მაღალი გადამდებლობით გამოირჩევა, დაახლოებით 2-3 ჯერ უფრო მეტი ადამიანი ავადდება ერთი დაავადებულისგან, ანუ სწრაფი გავრცელებით ხასიათდება, ასევე ის, რომ ბავშვებთან არ "მეგობრობს" და შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის ქსოვილის დაზიანება, სუნთქვის უკმარისობით გართულება...

- რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის თავდაპირველ ვარიანტსა და დელტა შტამს ბავშვებში და რა განსხვავებაა მათ შორის? რომელია დელტა შტამის ყველაზე გავრცელებული და მძიმე გართულებები ბავშვებში, თქვენს პრაქტიკაზე დაყრდნობით?

- ამ ეტაპზე პრევალირებას იწყებს დელტა შტამი, მოსალოდნელია, რომ ის დომინანტური გახდება აგვისტოში, რაც შეეხება სიმპტომებს, მას ისეთივე დასაწყისი აქვს, როგორც ჩვეულებრივ, სხვა ზედა სასუნთქი გზების ინფექციებს: ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, ცხელება, ზოგჯერ ფაღარათი... არ გამოირჩევა განსაკუთრებული კლინიკური ნიშნით, მაგალითად ყნოსვის და გემოს დაკარგვა. ასე რომ, თუ ეს სიმპტომები გამოჩნდება, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, ტესტირება და მეთვალყურეობა საჭიროა. ყველაზე ძლიერი გართულება შეიძლება იყოს სუნთქვის უკმარისობა, რაც ფილტვის ქსოვილის დაზიანებას ახლავს, ის გამოიხატება სუნთქვის გახშირებით, გაძნელებით, ეს სიმპტომი საყურადღებოა და დროულ ჩარევს საჭიროებს.

- ინფიცირებული ბავშვების რა ნაწილს აღენიშნება პოსტკოვიდური სინდრომი და როგორ ვლინდება ის? რა შემთხვევაშია აუცილებელი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია?

- პოსტკოვიდური გართულებები დაფიქსირდა საქართველოში ნოემბერ-მარტში, ის ვლინდება კოვიდინფექციის გადატანიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. რამდენადაც იოლად მიმდინარეობდა კოვიდინფექციის ჩინური ვარიანტები ბავშვებში, იმდენად მძიმედ გამოიხატა პოსტკოვიდური გართულებები მულტისიტემური ანთების სახით, ჩვენ გვყავდა პაციენტები ამ გართულებით, მათ გამოხატული ჰქონდათ რამდენიმე სისტემის დაზიანება: პნევმონია, პლევრიტი, ეფუზია (გამონაჟონი მუცლის ღრუში, ფაღარათი, ღებინება, უხვი პაულოზური გამონაყარი ტანზე, შეშუპებები განსაკუთრებით კიდურების, აღსანიშნავია, რომ ზოგ პაციენტს კოვიდინფექცია დიაგნოსტირებული არ ჰქონდა, იმდენად მსუბუქ ფორმაში ჰქონდათ გადატანილი, მხოლოდ სეროლოგიური კვლევით, ანტისხეულების გამოკვლევით (IGG) დავადგინეთ, რომ საქმე გვქონდა გადატანილი კოვიდინფექციის გართულებასთან. პაციენტები იმართა წარმატებით, უკვე არსებობს შესაბამისი ეროვნული გაიდლაინიც.

- როგორია თქვენი რეკომენდაციები მშობლებისთვის?

- არ მინდა ნეგატიური ემოციები გამოვიწვიო, მაგრამ საქმე შვილების ჯანმრთელობას ეხება, და ფაქტია, რომ მდგომარეობა შეშფოთების საფუძველს გვაძლევს, მართალია სამედიცინო პირბადის ტარება სავალდებულო არ არის, მაგრამ ატარეთ ის, მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია აცრილი ორჯერადად, ამ ტალღაში მხოლოდ სამედიცინო ნიღაბი და სოციალური დისტანცია გვიშველის, მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს, იყო შემთხვევები, როცა ბავშვებს დაუდასტურა, მშობლებს არა... ეს მრავლისმთქმელია. და რაც მთავარია, მხოლოდ ვაქცინაციით დავამარცხებთ პანდემიას, ცოცხალი რიგები უნდა იდგეს ახლა აცრის კაბინეტებთან, ჩემთვის გაუგებარია თავშეკავება ან ლოდინი... ავიცრათ იმ ვაქცინით, რომელიც ზუსტად დღეს არის ხელმისაწვდომი.

ფოტო: "რუსთავი 2"

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სრულად 139 289 ადამიანია ვაქცინირებული

"სანაპირო ნაგავს მიაქვს... არავინ დამინახავს აქაურობას ასუფთავებდეს" - რა ხდება გრიგოლეთში და რას ჰყვება დამსვენებელი (ფოტოები)

საქართველოში კორონავირუსის 2 061 შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში